რა უნდა გავითვალისწინოთ ფანჯრების განლაგებისას

მაისი 14, 2019By ანა მიქატაძერჩევები, სიახლეები

სახლის დაგეგმარებისას ფანჯრების ზომის, ფორმისა და განლაგების შერჩევა ერთი შეხედვით მარტივი და უმნიშვნელო დეტალი ჩანს, მაგრამ რეალურად მას საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აკისრია. ამ დროს ითვალისწინებენ ისეთ გარემო პირობებს, როგორიცაა ადგილობრივი კლიმატი, ხედი და ქუჩიდან შემოსული ხმაურის სიხშირე. აუცილებელია ყველა ამ ფაქტორს შორის ბალანსის პოვნა, რათა სახლს რაც შეიძლება მეტი კომფორტი შევმატოთ და ბუნებრივი განათებითაც მაქსიმალურად … Read More

რა უნდა ვიცოდეთ შენობის საძირკველის შესახებ

მაისი 14, 2019By ანა მიქატაძეარქიტექტურა, რჩევები, სიახლეები

როდესაც საქმე სახლის აშენებას ეხება, პირველი და უმნიშვნელოვანესი საფეხური საძირკვლის ტიპის სწორად არჩევა და მომზადებაა. ამას დიდი სიფრთხილე ესაჭიროება, რადგან საძირკველი მთლიანი შენობის საყრდენი ნაწილია არსებობს საძირკვლის სხვადასხვა ტიპები ლენტური, წერტილოვანი, მთლიანი ფილა, ხიმინჯოვანი და კომბინირებული ლენტური საძირკველი ეწყობა მზიდი კედლების ქვეშ წერტილოვანი საძირკველი, ბოძებისა და სვეტების ქვეშ ეწყობა მთლიანი ფილა ისხმება მთლიანად შენობის ქვეშ, … Read More

ედვარდიანული არქიტექტურა

მაისი 7, 2019By მიშო ზღულაძეარქიტექტურა, სიახლეები

“The Edwardian Era was a time of booming trade, of great prosperity and wealth in which the pageant of London Society took place year after year in a setting of traditional dignity and beauty.” – ვიოლეტ ბონჰამ კარტერი. დედოფალი ვიქტორიას სიკვდილის შემდეგ (1901 წელი) ვიქტორიანული ეპოქაც ნელ-ნელა წარსულის ნაწილი ხდებოდა. მეფე ედვარდ VII-ს მოკლე, თუმცა გავლენიანი, … Read More

ზღაპრული ვილა, სადაც დევიდ ბოუი ცხოვრობდა

მაისი 3, 2019By ელენე მგალობლიშვილიარქიტექტურა, ინტერიერი, სიახლეები

წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული როკ ლეგენდის დევიდ ბოუის ზღაპრულ ვილას, რომელიც 1989 წელს შვედმა არქიტექტორმა არნ ჰასელკვისტმა ააგო. სახლი კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე, მუსტიკზე მდებარეობს და მართალია, 80-იან წლებში აშენდა, მაგრამ დღემდე ინარჩუნებს ინტერესსა და აღფრთოვანებას. დღეს უკვე მსურველებს შეუძლიათ ვილის ქირაობაც, ამის შესახებ დეტალებს კი სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ. დიზაინი მომღერალს განსაკუთრებით უყვარდა ინდონეზია, სწორედ … Read More

ადამიანი გენია – ანტონიო გაუდი

აპრილი 30, 2019By მარიამ კოშკაძეარქიტექტურა, სიახლეები

ერთი ადამიანი, ერთი ქალაქი და უსაზღვრო ფანტაზიით შექმნილი ჯადოსნური სამყარო. ამბობენ, მასთან მუშაობა საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან არ უყვარდა ახსნა – განმარტებების მიცემა. ნებისმიერ პრეტენზიაზე პასუხი მხოლოდ ერთი ჰქონდა: „თუ გინდათ, თქვენთან გაუდმა იმუშაოს, მაშინ ენდეთ ჩემს ინტუიციას!“. მისი არქიტექტურაც არაერთხელ მოქცეულა როგორც თანამედროვეების, ისე შემდგომი თაობის კრიტიკის ქვეშ. მაგალითად, ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი საგრადა … Read More

ვიქტორიანული არქიტექტურა

აპრილი 25, 2019By მიშო ზღულაძეარქიტექტურა, სიახლეები

“Perservation is simply having the good sense to hold on to things that are well designed, that link us with our past in a meaningful way, and that have plenty of good use left in them.” – Richard Moe. დედოფალი ვიქტორია (1837-1901წ.) თითქმის სამოცდაათი წლის განმავლობაში ატარებდა გვირგვინს, ძნელია ასეთი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პერიოდის ერთი … Read More

ექსპერიმენტული არქიტექტურა – „რა სჭირთ ამ შენობებს?“

აპრილი 18, 2019By სოფო ჯაყელიარქიტექტურა, სიახლეები

თანამედროვე არქიტექტურა ვერ განვითარდებოდა, რომ არა უამრავი ცნობისმოყვარე და ახალ-ახალ იდეებთან მოჭიდავე ხელოვანი. განვითარება და ცვლილება ყოველთვის ჩარჩოებს მიღმა გახედვით და ახლის ძიებით იწყება. შესაძლოა, თავიდან ეს ყველაფერი შოკისმომგვრელი მოგვეჩვენოს. თუმცა, დამეთანხმებით, მსოფლიომ ისწავლა ინოვაციების გაბადრული სახით მიღება. გთავაზობთ ექსპერიმენტული არქიტექტურის ფრიად საინტერესო ნიმუშებს: ჯეიმს ტომპსონის ცენტრი, ჩიკაგო, ამერიკა შენობაში ილინოისის შტატის მთავრობის ოფისებია თავმოყრილი. … Read More

ინდუსტრიული სტილი

აპრილი 18, 2019By სოფო ჯაყელიინტერიერი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში

ტერმინის მიხედვით, აშკარაა სტილის თემატიკაც. ინდუსტრიული სტილი ინტერიერში ინსპირაციას იღებს ძველი, მიტოვებული ქარხნების, საწყობებისა და ინდუსტრიული განვითარებისთვის განკუთვნილი შენობებიდან. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ნიუ-იორკსა და ნიუ-ენგლანდში დაიწყეს მიტოვებული ძველი ნაგებობების გამოყენება. პირველები, ამ მხრივ, არტისტები იყვნენ, რომლებიც მსგავს ურბანული ვიზუალის ინტერიერს საკუთარი სტუდიოს ტიპის სახელოსნოებისთვის იყენებდნენ. შესაბამისად, იმ დროისთვის ინდუსტრიული სტილი ცალკე ინტერიერისთვის არ არსებობდა … Read More

ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების სამკაულები

აპრილი 18, 2019By ნინი თურქიაარქიტექტურა, სიახლეები

ქართული ანტიკური ხანის არქიტექტურა, ხუროთმოძღვრული ძეგლები თუ შუა საუკუნის შენობა – ნაგებობები ფასადთა სამკაულებით გამოირჩევა. ეს სამკაულები ჩუქურთმა/ორნამენტის სახელით არის ცნობილი. შენობის ფასადზე დატანებული ორნამენტები ნაგებობათა ექსტერიერს ამშვენებენ და კიდევ ერთხელ ამართლებენ უკვე კარგად გაცრეცილ ფრაზას, რომლის მიხედვითაც, „გენიალურობა დეტალებშია“. ქართული ხელოვნების მკვლევარის რენე შმერლინგის თანახმად, ჩუქურთმის დანიშნულებას შენობის ფასადის შემკობა წარმოადგენს: „მკაფიოდ გამოხატოს კედლის … Read More

ძველი ხის ავეჯის ახალი სიცოცხლე

აპრილი 18, 2019By ნინი თურქიაავეჯი, რჩევები, სიახლეები

ძველი ავეჯისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭება მარტივი ამოცანა არ არის. ეს საქმის დეტალურ შესწავლასა და საჭირო ხელსაწყოების განსაზღვრას გულისხმობს. სანამ ხელში ფუნჯსა და ზუმფარის ქაღალდს აიღებდეთ, ჯერ პატარა კვლევა ჩაატარეთ. მოიძიეთ ყველა სახის ინფორმაცია იმ ავეჯის შესახებ, რომლის გადაკეთებაც გსურთ და შეაგროვეთ ყველა ის ინსტრუმენტი, რომელიც თქვენი ამოცანის შესასრულებლად გჭირდებათ. თუ ხის ავეჯის გადაკეთებას ცდილობთ, მაშინ … Read More