7 მნიშვნელოვანი რჩევა ინტერიერის დაგეგმარებისას

7 მნიშვნელოვანი რჩევა ინტერიერის დაგეგმარებისას

მოდური, მაგრამ არაკომფორტული

ნათქვამია ჯერ თვალი ჭამსო და ეს ამბავი ხშირად ასეა ინტერიერის მოწყობის დროსაც. ჩვენს ირგვლივ ბევრი ისეთი რამ არსებობს რაც ერთი შეხედვით თვალს მოგჭრით, თუმცა 1-2 დღეში შეიძლება საქმე სანანებლად გაგიხადოთ.

სწორედ მსგავსი პრობლემების თავიდან ასარიდებლათ გთავაზობთ 7 მნიშვნელოვან რჩევას ინტერიერის დაგეგმარებისას:

      1. არც მეტი, არც ნაკლები ასეთია კერამოგრანიტული იატაკი პრიალა ზედაპირით, რომელიც დამეთანხმებით , რომ ჩვენში საკმაოდ გავრცელებულია. ერთი შეხედვით მშვენივრადაც გამოიყურება , თუმცა საკმაოდ სახიფათოა, რადგან მასზე ხშირად ხვდება წყალი.

7 რჩევა ინტერიერის დიზაინის დაგეგმარებისას

2. მეორე არის პრიალა ზედაპირის მქონე შავი ავეჯი. მიუხედავად იმისა, რომ ვიზუალურად საკმაოდ ეშხიანია მოსავლელად არის ძალიან რთული, მასზე აბსოლუტურად ყველაფერი ჩანს იქნება ეს თითის ანაბეჭდები თუ სხვა. დალაგებაც საკმაოდ რთულია, ვინაიდან შესაძლოა ავეჯს ხაზები გაუჩნდეს.

თუ მაინცდამაინც გსურთ პრიალა ავეჯი უმჯებესია არჩევანი თეთრ, ან ბეჟ ფერზე შეაჩეროთ.

interieris dizaini asatianis quchaze

        3. მუქი იატაკი- ესეც საკმაოდ რთული მოსავლელია, როგორც კი დაალაგებთ მუქ იატაკს მასზე იმ წამსვე გამოჩნდება მტვრის ნაწილაკები , თუ მაინც გადაწყვეტთ შეძენამდე აუცილებლად გაარკვიეთ რამდენად კარგად იტანს ჭუჭყს.

interieris dizaini lisi verandaze

   4. ასევე გირჩევთ, რომ თავი შეიკავოთ კარის პრიალა სახელურებისგან, თუკი მისი სისტემატური წმენდა არ გსურთ. ამ შემთხვევაში აჯობებს არჩევანი ნაკლებად პრიალა ან გლუვ სახელურზე შეაჩეროთ.

7 მნიშვნელოვანი რჩევა ინტერიერის დაგეგმარებისას

       5.კედლის რელიეფური მეტლახი – გასაწმენდად რთულია და ასევე რთულია მასზე ჩამრთველ-გამომრთველის დაყენება. თუ მაინც გსურთ რელიეფური მეტლახის გამოყენება შეგიძლიათ აქცენტურად გამოიყენოთ და ისეთი ადგილი მიუჩინოთ, სადაც არაფრის დამონტაჟება არარის საჭირო.

gasartobi centris interieris dizaini

       6. შემდეგია ხალიჩა მაღალი ბუსუსებით, რომელიც მართლაც ძალიან ლამაზი და საყვარელია, ასევე კომფორტული სასიარულოდ მაგრამ ამ ხალიჩის მოვლა ძალიან რთულია. განსაკუთრებით უნდა ერიდოთ თუკი მტვერზე ალერგია გაქვთ.

ასევე, სასურველია , რომ ხალიჩის შეძენისას გაარკვიოთ რა მასალით არის იგი დამზადებული, ამ გზით თავიდან აირიდებთ ალერგიული ქსოვილით გამოწვეულ საფრთხეს. იმ შემთხვევაში, თუკი დიზაინში რაიმე ფუმფულა გინდათ შეგიძლიათ ხალიჩის ნაცვლად ფუმფულა გადასაფარებელი, ან ბალიშები შეიძინოთ.

interieris dizaini vashlijvarshi

       7.მინის მაგიდა სამზარეულოსთვის- დამეთანხმებით მართლაც ძალიან ლამაზი და კოხტაა, თუმცა სამზარეულოში მისი გამოყენება ნაკლებ მიზანშეწონილი და სწორია, ვინაიდან ძალიან მარტივად ჭუჭყიანდება და ჩვეულებრივზე ხშირ  წმენდას მოითხოვს.მინის მაგიდა შეგიძლიათ გამოიყენოთ ჟურნალებისათვის, ან ყვავილებისთვის.

sastumros interieris dizaini

დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ და თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო შემთხვევებს.