თუ სიტყვა „დეკონსტრუქტივიზმს“ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, ის – დაშლას, დანგრევას – ნიშნავს. დეკონსტრუქტივიზმი არაა არქიტექტურული სტილი, ის მხოლოდ ფორმების უსასრულო ვარიაციების „უკონტროლოდ“ გამოყენებას გულისხმობს. დეკონსტრუქტივიზმი – არქიტექტურა სტეროიდებზე.
პირველი მსოფლიო ომის დროს რუსი ავანტ-გარდისტები, ასევე ცნობილნი, როგორც კონსტრუქტივისტები, კლასიკური არქიტექტურის წესებსა და კომპოზიციას არღვევდნენ.
ისინი ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომლებმაც იმდროინდელი „გეომეტრიული ნორმები“ განსაზღვრა.
მათი ხედვის კრიტიკულმა წერტილმა და ფორმებზე ჩატარებულმა ექპერიმენტებმა არქიტექტურის შესახებ ტრადიციული ხედვა დაამსხვრია და ხალხს არქიტექტურული ნორმების დანგრევის მრავალი გზა აჩვენა.
ომიდან გამოსვლისას რუსეთის იმპერია რევოლუციურმა ტალღამ მოიცვა.
რაღა თქმა უნდა, ამან არქიტექტურაზეც იმოქმედა. მიიჩნეოდა, რომ ხელოვნების ეს უმაღლესი დარგი ზემოქმედებს სოციუმზე და თავადაც ექცევა მისი გავლენის ქვეშ.
სწორედ ამიტომ, სოციალური რევოლუცია = არქიტექტურულ რევოლუციასაც.
როგორც არქიტექტურაში, ასევე სახვით ხელოვნებაში, გეომეტრია არარეგულარული გახდა. ვლადიმერ ტატლინმა, კომუნიზმის ინტერნაციონალის (იგივე, მესამე ინტერნაციონალის) საპატივცემულოდ, 1919 წელს წრიულ არკაში გადაღუნული მონუმენტის არქიტექტურული პროექტი შექმნა.
ალექსანდრ რადჩენკომ კი რადიოს სადგურის ექსპერიმენტული დიზაინი წარადგინა, რომელიც მრავალ გეომეტრიულ ფიგურას აერთიანებდა და თავისი უსწორმასწორობით გამოირჩეოდა.
თუმცა, ამ რადიკალურმა დიზაინებმა (როგორც სხვა ბევრმა) დღის შუქი ვერ ნახეს და ჩანახატებად დარჩნენ.
რუსული კონსტრუქტივისტული მოძრაობის პარალელურად მოდერნისტული მოძრაობაც იკვალავდა გზას.
მსოფლიო ომი სულ ახალი დამთავრებული იყო და ადამიანებს სტაბილურობისა და დახვეწილობის დაუოკებელი წყურვილი კლავდა – რუსულ კონსტრუქტივიზმს გადარჩენის შანსი არ ჰქონდა.
ორნამენტებმა ნელ-ნელა გაქრობა დაიწყო. ადამიანებს სუფთა, სადა და ამავდროულად ელეგანტური ნაგებობები უფრო იზიდავდა. ამიტომ, მათ მოდერნიზმის მხარე დაიჭირეს.
დეკონსტრუქტივიზმი მოდერნიზმთან და რუსულ კონსტრუქტივიზმთან მიმართებაში
დეკონსტრუქტივიზმის შესახებ მრავალი არასწორი წარმოდგენაა, რაც, როგორც უკვე გავარკვიეთ, უბრალოდ ტერმინოლოგიის ბრალია. დეკონსტრუქტივიზმი რუსული კონსტრუქტივიზმისა და მოდერნიზმის მელანჟია, რომელშიც პოსტ-მოდერნისტული, ექსპრესიონისტული და კუბისტური ელემენტებიც გვხვდება.
ტერმინი მეოცე საუკუნის 80-იან წლებში პირველად გამოიყენა ფრანგმა ფილოსოფოსმა, ჟაკ დერიდამ. მან შენობის ფრაგმენტირებისა და ასიმეტრიული გეომეტრიის იდეა შეიმუშავა.
დეკონსტრუქტივისტული მოძრაობა პუბლიკამ პირველად ვილეტის პარკში გამართულ შეჯიბრში გამარჯვებულის, ბერნარდ ტშუმის, არქიტექტურული პროექტის მეშვეობით შენიშნა დერიდასა და ეისენმანის დიზაინებთან ერთად.
მან მეტი პოპულარობა 1988-წლის MOMA-ს დეკონსტრუქტივისტული არქიტექტურის გამოფენაზე მოიპოვა, რომელიც ფილიპ ჯონსონისა და მარკ ვიგლის მიერ იყო ორგანიზებული.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ზაჰა ჰადიდის, პიტერ ეისმანის, დანიელ ლიბერსკინდის და სხვების არქიტექტურული პროექტები. ამ დროს დეკონსტრუქტივიზმი ჯერ კიდევ არ მიიჩნეოდა ჩამოყალიბებულ მოძრაობად.
წარმოდგენილი პროექტები ფორმის წმინდა პარამეტრებს ამსხვრევდნენ. ზუსტად ამ თვისების (ფორმების ტრადიციული აღქმის მსხვრევა) გამო ეწოდა ამ სტილს დეკონსტრუქციული და არა დეკონსტრუქტივიზმი.
სწრედ ამიტომ აღვნიშნეთ დასაწყისში, დეკონსტრუქტივიზმი არაა არქიტექტურული სტილი.
დერიდას თეორიებისა და რუსული კონსტრუქტივიზმის მიმართ ავანტ-გარდისტული მიდგომის შედეგად არქიტექტორებმა სივრცისა და ფორმების კვლევა ახალი თვალთახედვით დაიწყეს.
დიზაინის წესები დაიმსხვრა და „ფორმები ფუნქციის მიხედვით“ მიდგომა უგულვებელყო.
პოპულარული გახდა ასიმეტრიულობა, თუმცა რაღაც გზით მოდერნიზმის ელეგანტურობა და დახვეწილობა დეკონსტრუქტივისტულ ნაგებობებში მაინც შემორჩა. შენობის გარეკანი წარმოუდგენელი გეომეტრიული ფორმებით დაიფარა.
ამისდა მიუხედავად შენობის ფუნქციონალურობა არ დარღვეულა. მარტივად რომ ვთქვათ, არქიტექტორებმა გართობა დაიწყეს და იმის ნაცვლად, რომ თავიანთი თავებისთვის ეკითხათ „პრაქტიკულია თუ არა ეს ფორმა“ ისინი „რატომაც არა“ პრინციპით მოქმდებდნენ. დეკონსტრუქტივისტივიზმი, ეს იყო – არქიტექტურა სტეროიდებზე.
დროებით!
წინა ბლოგი – რა უნდა გავითვალისწინოთ სახლის აშენებისას