წინა ბლოგში შევთანხმდით, რომ საახალწლო თემატიკა უნდა ამოვწუროთ და 2021 წლის მოსვლამდე მასზე სულ, სულ ყველაფერი გითხრათ. ახალი წლის შემობრძანებამდე თვეზე ნაკლები დარჩა და ალბათ ცვლილებებისთვისაც უკვე მზად ხართ. მოდით ერთად ვნახოთ, როგორ მოვაწყოთ მისაღები ოთახი 2021 წლის ტრენდული ფერების მიხედვით.

სანამ უშუალოდ ინტერიერზე გადავალთ გავიხსენოთ, რომელი ფერები იქნება აქტუალური მეტალის ხარის წელში

როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, ამ წელს აქტუალური იქნება: თეთრი, მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი, კრემისფერი, ღია ვარდისფერი და ბეჟი ტონალობის ფერები.

საახალწო კვირეულში ვერცხლისფერისა და ოქროსფერის დომინირებაც არ უნდა გავიკვირვოთ. 

ნაცრისფერი

shanxai interieris dizain proeqti

რადგან წელს მეტალის ხარის წელია, ფერებს შორის პირველს ნაცრისფერი გამოვარჩიეთ. ეს უმშვენიერესი სახლი, fortis-ის პროექტია, შანხაიზე.

წლევანდელი ტრენდული ფერების, მიხედვით ოთახი ნაცრისფერ ფერებშია გაწყობილი და 2021 წლისთვის ეს სტილი და ფერები შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ.

კრემისფერი

interieris-dizaini-nafetvrebi

კრემისფერ და ბეჟ ფერებს 2021 წლის აქტუალურ და ტრენდულ ფერებში აუცილებლად ნახავთ, წელს სისადავისა და სინაზის წელია და ასეთ დახვეწილ ინტერიერს სწორედ ამ ფერებით შექმნით. 

ესეც კრემისფერი მისაღები ოთახი ფალიაშვილზე, სადაც ბეჟ და კრემისფერ ფერთან ერთად გემონვებიანად მწვანე და სხვა ფერებიც ფიგურირებს.

მწვანე

kerdzo saxli dighomshi

ჩვენ ფერზე საუბრის დროა, წელს მწვანე კვლავ აქტუალურია, რაც ხვდებით ალბათ რომ ჩვენ ძალიან გვახარებს.

individualuri sacxovrebeli saxli kiketshi

ზოგადად მწვანე სიახლის, სიცოცხლისა და ენერგიის ფერია და 2021 წლის ცვლილებები შეგიძლიათ ახალი მისაღები ოთახით და კონკრეტულად მწვანე ფერით დაიწყოთ.

ღია ვარდისფერი

saxlis interieris dizaini satberasvilze

ღია ვარდისფერი ინტერიერში იშვიათად გამოყენებადი ფერია, თუმცა ამის გამო ამ ფერის უარყოფა არასწორი იქნება.

თუ მისაღები ოთახის მოწყობას 2021 წლის ტრენდული ფერების მიხედვით გადაწყვეტთ, ჩვენს დიზაინებს გადახედეთ გამოგადგებათ.

ლურჯი

ლურჯი საოცარი ფერია, ყველა ინტერიერს რომ უხდება აი ისეთი. ხოდა წელს მისაღები ოთახის და ზოგადად სახლის მოწყობისას ლურჯი ფერის არჩევაზე თავი არ შეიკავოთ ტრენდული და აქტუალური ფერია.

თეთრი

atonelis-qucha-interieris-dizaini

ბოლო, სადა ფერის დროა. თეთრ ფერს სეზონი, წელი და საუკუნე არ აქვს, ის ყოველთვის ტრენდულია, თუმცა წელს ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ, რომ არ შევუშინდეთ ფერების არჩევას და თეთრი თამამად გამოვიყენოთ.

ჩვენ უკვე ერთად ვნახეთ, როგორ მოვაწყოთ მისაღები ოთახი 2021 წლის ტრენდული ფერების მიხედვით. ახლა ისღა დარჩა მათ შორის თქვენთვის სასურველი ფერი შეარჩიოთ და პირდაპიდ ჩვენთან ინტერიერის შესაქმნელად მოხვიდეთ.

წინა ბლოგი –  ალტერნატივა – რა შეიძლება დადგათ ნაძვის ხის მაგივრად

Facebook Instagram