გადავწყვიტეთ რომ სანამ ახალი წელი მოვა თქვენი განწყობის შესაქმნელად უმეტესად სადღესასწაულო თემებზე ათასგვარი საინტერესო სიახლე მოგიყვეთ, ჩვენ არ მოგვბეზრდება და იმედია არც თქვენ მოგაბეზრებთ თავს. იმ დღეს ვიფიქრეთ, თუ ადამიანს ნაძვისხის დადგმა არ უნდა, მასთან ახალი წელი და შობა როგორ უნდა მივიყვანოთ და გამოსავალიც ვიპოვეთ. ნახეთ, ალტერნატივა – რა შეიძლება დადგათ ნაძვის ხის მაგივრად.

თუ თქვენც იმ ხალხის ნაწილს განეკუთვნებით, ვისაც ნაძვის ხის დადგმა არ სურს, როგორც ყოველთვის საინტერესო იდეებს გთავაზობთ.

ნაძვის ხე კედელზე

alternativa-ra sheidzleba dadgat nadzvis xis magivrad

პირველი ალტერნატივა ნაძვის ხის დადგმის მაგივრად, კედელზე აწყობილი დეკორატიული ხეა, რომელიც მარტივი, ფერადი და გემოვნებიანია.

ნახეთ, რა მარტივია მისი აწყობა და შემდეგ დაშლაც უმარტივესი იქნება. ნაძვის ხის მაგივრობას ასრულებს და თან განწყობას ქმნის.

ნაძვის ხე წიგნებით

alternativa-ra sheidzleba dadgat nadzvis xis magivrad

ლიტერატურის მოყვარულებს ეს იდეა განსაკუთრბით მოგეწონებათ, უმარტივესი, ფერადი და რაღაცნაირად შემეცნებითია.

შეკრიბეთ წაკითხული, თქვენი საყვარელი წიგნები ნაძვისხსი ფორმიის შესაფერისად დააწყვეთ და გაანათეთ. მარტივი, კრეატიული და იაფი გზაა სახლში შობისა და ახალი წლის მოსაყვანად.

ნაძვის ხე კაბის ფორმით

alternativa-ra sheidzleba dadgat nadzvis xis magivrad

მესამე გენიალური იდეა ჩვეულებრივი ნაძვის ხის ჩასაანცვლებლად ეს მარტივი და ბრდღვიალა კაბაა, რომლის აწყობასაზეც ზუსტად 5 წუთი დაგეხარჯებათ.

alternativa-ra sheidzleba dadgat nadzvis xis magivrad

სურვილის შემთხვევაში წიწვებისა და ერთი-ორი სათამაშოს დამატება არ იქნებოდა ურიგო, თან ეს ვერსია უფრო სავსე და ფერადია.

ნაძვის ხე კიბით

alternativa-ra sheidzleba dadgat nadzvis xis magivrad

იცოდით, რომ კიბეს ერთი ჯადოსნური თვისება აქვს, ის საოცრად ირგებს ნაძვის ხის როლს. თან დააკვრიდით ფორმითაც როგორ გავს საშობაო ნაძივს ხეს.

alternativa-ra sheidzleba dadgat nadzvis xis magivrad

ასე რომ ამ იდეაზეც უნდა დაფიქრდეთ, ეს არის კარგი ალტერნატივა – რა შეიძლება დადგათ ნაძვის ხის მაგივრად.

ნაძვის ხე წებოვანი ლენტებით

alternativa-ra sheidzleba dadgat nadzvis xis magivrad

უცბათ მოფიქრებული და აწყობილი ზუსტად ამ ნაძვის ხეს შეეფერება. მარტივია და მართაც რამდენიმე წამში იწყობა. ერთი უპირატესობა კი აქვს, სადაც გინდა და როგორც გინდა გააკეთებ. ზომა, ფერები და სტილი თავისუფალია.

alternativa-ra sheidzleba dadgat nadzvis xis magivrad

მთავარია სურვილი და ნაძვის ხეს წებოვანი ლენტებისგანაც გავაკეთებთ.

ნაძვის ხე ფურცლებით

alternativa-ra sheidzleba dadgat nadzvis xis magivrad

ბოლო და ყველაზე საყვარელი ეს ფურცლებით გაკეთებული ნაძვის ხეა, ამ ბურთების დამზადება უმარტივესია, მთავაირა რამდენიმე სხვადასხვა ზომის დაამზადოთ და ნაძვის ხე აწყტოთ.

alternativa-ra sheidzleba dadgat nadzvis xis magivrad

ბურთები ფუნფულა და მოცულობითია, რაც ყველა სტილის ოთახს და ინტერიერს მოუხდება.

ამდენი ნაძვის ხის იდეა გაგანდეთ და ერთ საიდუმლოსაც გეტყვით ნათელ, ფერად და ფუნფულა ნაძვის ხეს, ისეთს სახლებში რომ დგას და ბევრი, ბევრი სათამაშოები ჰკიდია არაფერი სჯობს, თუმცა ეს ჩვენი აზრია.

ახალი წელი და შობა ყველანაირი ნაძვის ხით მოვა, მთავარია დღესასწაულის შექმნის განწყობა და სურვილი გვქონდეს.

წინა ბლოგი – როგორ უნდა გააწყოთ სუფრა საახალწლოდ

Facebook Instagram