ახალ წელზე რამდენჯერ გვისაუბრია, ულამაზესი ნაძვის ხეებიც დაგვითვალიერებია, მაგრამ რასაც დღეს ნახავთ, დარწმუნებულები ვართ, რომ ჯერ არსად ნანახი არ გექნებათ. არსებობენ ოჯახები, სადაც ნაძვის ხეს უკუღმა დგამენ, დიახ არ მოგესმათ, ასე ყირაზე დგამენ მთელი ახალი წელი. მოდით ერთად ვნახოთ, ყირამალა ნაძვის ხე და უცნაური შობა სახლებში  

რადგან ყირამალა ნაძვის ხეებს ვათვალიერებთ, ისიც ვნახოთ როგორ, შეიძლება ყირაზე მყოფი ხეები ლამაზად მოვრთოთ

yiramala nadzvis xe da ucnauri shoba saxlebshi 

საკნდინავიაში ასეთი აწესი ჰქონიათ, თურმე სახლებში ნაძვსი ხეს პირიქით, ამოყირავებულ მდგომარეობაში დგამენ და მისი სტანდარტული, სწორი მიმართულებით მორთვას იწყებენ.

ნაძვის ხის შემხედვარე ყველა იფიქრებს, რომ ის სწორად მორთეს და შემდეგ უბრალოდ ამოაყირავეს.

yiramala nadzvis xe da ucnauri shoba saxlebshi 

ასეთი ნაძვის ხეები ძირითადად იშვიათია, თუმცა შობა ხო ყველას თავისებურად ესმის და ალბათ, მათთვის ყირამალა ნაძვის ხე იღბალის ან ბედნიერების მომტანია…

yiramala nadzvis xe da ucnauri shoba saxlebshi 

ყირამალა ნაძვის ხე შეიძლება სადა სტილში მოირთოს, მაინც თვალი რომ არ გადავღალოთ. იმაზე უცნაურს რას ნახავთ, ვიდრე ამოტრიალებული ხეა და ინტერიერში მეტი სირთულე აღარაა საჭირო.

yiramala nadzvis xe da ucnauri shoba saxlebshi 

სახლის პატრონებმა ის არ იკმარეს, რომ ნაძვის ხე უბრალოდ ამოეტრიალებინათ, ადგნენ და ჭერზე, პირდაპირ მიამაგრეს ის.

მათთან ერთი კითხვა გვაქვს? საახალწლო მაგიდასაც ჭერზე ხომ არ გაშლით?

yiramala nadzvis xe da ucnauri shoba saxlebshi 

ამოყირავებული ნაძვის ხის მოდა სულ რამდენიმე წლის წინ შემოვიდა მსოფლიოში, ეს ერთგვარი ხრიკი იყო, რითიც რამდენიმე ინტერიერის დიზაინერმა „სტანდარტები“ დაარღვია და ნაძვის ხეს მეტი ინტერესი და ეშხი შემატა.

yiramala nadzvis xe da ucnauri shoba saxlebshi 

ალბათ მართლაც, არის მასში რაღაც ეშხიანი, უბრალოდ თვალი არ გვაქვს მიჩვეული ყირაზე დგომას.

ყირამალა ნაძვის ხის მორთვა ამ ვერსიის გამოყენებითაც შეგიძლიათ, ნაძვის ხის ბოლოში, თუ ის თავი გამოდის, რავიცი, ვისთვის როგორ, მოკლედ, ხეს ჭერში ტოტები ძალიან უხდება.

რას არ გაიგებ ადამიანი, ყირამალა ნაძვის ხე და უცნაური შობა სახლებში საინტერესოა. ახალი წელი ჩვენც ძალიან გვიყვარს, ნაძვისხის დადგმაც და კრეატიულობა ხომ საერთოდ ჩვენი სტილია, მაგრამ ნაძვის ხის ასე დადგმაზე არასდროს გვიფიქრია, ისე, ჩვენც ხო არ გვეცადა?

წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ მისაღები ოთახი 2021 წლის ტრენდული ფერების მიხედვით

Facebook Instagram