ახალ წლამდე თვეზე ნაკლები რჩება, ჩვენი განწყობა მატულობს და მეტი საახალწლო სიახლეების გასაზიარებლად დავბრუნდით. ნაძვის ხეების მოწყობაზე უკვე ვისაუბრეთ, ისიც გითხარით რა ფერები იქნება აქტუალური 2021 წელს, ახლა კი ერთად ვნახოთ როგორ უნდა გააწყოთ სუფრა საახალწლოდ.
დავიწყოთ სუფრის გაწყობა ფერების არჩევით
რადგან 2021 წელი ხარის წელი იქნება, ჩვენს სადღესასწაულო ფერები მისთვის შესაფერისად უნდა შევარჩიოთ.
გააწყვეთ სუფრა თეთრი ან ნაცრისფერი ფერებით, აარჩიეთ ამავე ფერის თეფშები. შეგიძლიათ საახალწლო სუფრაზე ოქროსფერი და ვერცხლისფერი დეტალებიც თამამად შემოიტანოთ.
ახლა დროა ხელსახოცები დავაწყოთ
თეფშები უკვე შევარჩიეთ და არ დაგვავიწყდეს მისთვის შესაფერისი ხელსახოცები შევიძინოთ.
შეგიძლიათ წელს, მაგიდის გადასაფარებელი და ხელსახოცები ერთ ფერში გქონდეთ ან პირიქით, ჭრელი და ფერადი მაგიდა შექმნათ 2021 წლისთვის.
შეფუთეთ ხელსახოცები და ახალი წლის განწყობის შექმნა თეფშიდანვე დაიწყეთ. დაიმახსოვრეთ, დეტალები დღესასწაულებს კიდევ უფრო ალამაზებს.
ვინ, სად ჯდება?
ევროპის წამყვან ქვეყნებში ასეთი წესი აქვთ, თეფშებთან პატარა ბარათებზე სტუმრების სახელებს წერენ ხოლმე.
წლევანდელი მაგიდის გაწყობისას დიზაინერები გვირჩევენ, რომ ეს ხერხი ჩვენც ვცადოთ და საახალწლო სუფრას ახალი დეტალი შევმატოთ.
ახლა სახლში უნდა იკითხოთ ვინ, სად ჯდება?
დროა მაგიდაც მოვრთოთ
წლევანდელი წელი ცოტა განსხვავებული იქნება და განწყობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ახალი წლის დღეებში.
შეიძინეთ ბუნებრივი წიწვები და მაგიდის შუაში ან კუთხეებში დაამაგრეთ, შეგიძლიათ სკამებიც ბუნებრივი წიწვებით მორთოთ
სკამი ვახსნეთ და აი ისიც, წიწვები სკამებსაც ძალიან უხდება.
დადგით დეკორატიული ნივთები მაგიდაზე
მხოლოდ თეფშებისა და ხელსახოცების არჩევით რომ არ შემოვიფარგლოთ, გეტყვით რომ 2021 წელს მაგიდის გაწყობისას ერთი-ორი სუვენირიც საჭიროა.
გამოიყენეთ ისევ ბუნებრივი წიწვები, ხილი და გირჩები. ეს სტილი სადღესასწაულო სუფრას ძალიან უხდება.
შეგიძლიათ, თქვენს მაგიდებზე ასეთი, საყვარელი, პატარა დეკორატიული სახლისთვისაც გამონახოთ ადგილი. საახალწლო განწყობის ასამაღლებლად პატარა ნივთები საუკეთესო საშუალებაა.
იცოდით რომ წელს სანთლების წელია?
წლევანდელი საახალწლო სუფრის აუცილებელი წევრები დეკორატიული სანთლები იქნებიან, მიეგებეთ მათ.
არ დაგავწიყდეთ, სუფრაზე რამდენიმე სანთელი დადოთ და მის გაფორმებასაც თუ შეძლებთ უკეთესი იქნება.
როგორც დიზაინერები ამბობენ, სანთლებს სიმყუდროვე მოაქვს, სიმყუდროვე კი დღესასწაულებზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, მაგიდაზე მათთვის ადგილი უნდა გამოვყოთ.
სანთლებთან ერთად ფერებზეც გაამახვილეთ ყუარადღება, წლევანდელი სუფრა თეთრებში, ოქროსფერსა და ვერცხლისფერში გააწყვეთ, ხარის წელია და ხარი არ გავაბრაზოთ.
ოქროსფერი ფერი, უფრო ღირებულს ხდის ნივთს, თეთრთან კი იდეალურად ჯდება კომბინაციაში.
სუფრის გაწყობის ბევრი დეტალი გაგიზიარეთ, იმედია ძალიან არ დაგაბნიეთ, ამ დეტალებიდან საუკეთესო თქვენი სურვილის მიხედვით აარჩიეთ. ჩვენი რჩევა იქნება, რომ ფერებს დიდი ყურადღება მიაქციოთ და სანთლებსა და ბუნებრივ წიწვებზე იფიქროთ.
ვინმე თუ გკითავთ, როგორ უნდა გააწყოთ სუფრა საახალწლოდ, პირდაპირ ჩვენთან გამოუშვით, პასუხებს ჩვენთან ყოველთვის იპოვით.
წინა ბლოგი – ხრიკები, რომლებიც ინტერიერის მოწყობამდე უნდა გაითვალისწინოთ