სადაც და როგორც არ უნდა ცხოვრობდე სახლში კომფორტული გარემო ყველგან გჭირდება და ამ გარემოს მოსაწყობად სულ რამდენიმე რჩევაა გასათვალისწინებელი. სახლის მოწყობა სტრატეგიის და პატარა ხერხების გარეშე, იგივეა რომ ნამცხვრის ცხობა რეცეპტის გარეშე დაიწყო. ამიტომ მოდით, ერთად ვნახოთ ხრიკები რომლებიც ინტერიერის მოწყობამდე უნდა გაითვალისწინოთ

არ მიადგათ ყველა ავეჯი კედელს

bina mtawmindaze interieris dizaini

ჩვენი რჩევა იქნება, ავეჯის დადგმისას კარგად დაფიქრდეთ, ნუ მიადგამთ ყველაფერს კედელთან, ავეჯს ცოტა სივრცე დაუტოვეთ, ამით ინტერიერს უფრო საინტერესოს გახდით.

რამდენიმე სანტიმეტრიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ოთახში სხვანაირი გარემო შეიქმნას.

ნუ გამოიყენებთ მხოლოდ ორ ფერს

interieris-dizaini-bina-faliashvilze

ინტერიერში მრავალფეროვნება უმნიშვნელოვანესია, მარტო შავ-თეთრი ოთახი ან მარტო ნაცრისფერი სივრცე მოსაბეზრებელია. თამამად გამოიყენეთ რამდენიმე ფერი ისე რომ ისინი ერთმანეთს შეუხამოთ.

interieris-dizaini-bina-faliashvilze

აქ უგემონვო ინტერიერის სურათი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ფორტისში ხომ უგემოვნო ინტერიერს არ ვქმნით

გამოიყენეთ სხვადასხვა მატერიები

interieris-dizaini-bina-faliashvilze

ამ ხრიკს ხშირად ვაჟღერებთ ხოლმე, რადგან ინტერიერს მრავალფეროვნება უხდება.

გამოიყენეთ სხვადახვა მატერიები, აბრეშუმი ბარხატი, ტყავი. დაგვიჯერეთ, სახლს  ეს სხვა სილამაზეს სძენს.

არ გადატვირთოთ კედლები

5 rcheva rogor gadaaketot saxli biujeturad 

ცარიელი სივრცე მოსაბეზრებელია მაგრამ, მასზე უფრო საშინელი გადაჭედილი კედლების ყურებაა, ხანდახან თვალს დასვენება სჭირდება სურათებით გადაჭედილ ინტერიერში კი დაღლა გარანტირებული გაქვთ.

interieris-dizain-proeqti-marjanishvilze

ერთ ხრიკს გასწავლით, ზომიერება ყველაფერში იდეალურია.

ყურადღება გაამახვილეთ შემოსასვლელ სივრცეზე „ჰოლზე“

lisi-veranda-interieris-dizaini

ადრეც გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, რომ თქვენ არასდროს მოგეცემათ მეორე შანსი პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად, ამიტომ ეს შანსი უნდა გამოიყენოთ.

ყურადღება გაამახვილეთ შემოსასვლელ ოთახზე, რადგან ეს სივრცე თქვენს სტილსა და გემოვნებას უსვამს ხაზს.

თუ სახლი შემოსასვლელშივე კარგად გამოიყურება მაშინ ის მთლიანად გემოვნებიანად არის მოწყობილი.

სწორად დასვით აქცენტები

ხშირად ინტერიერში დიდ შეუსაბამობას წავაწყდებით ხოლმე, სახლის მოწყობა მხოლოდ ავეჯის დადგმა არ გეგონოთ, ამ ავეჯს შეხამება, არჩევა და სწორი აქცენტების დასმა სჭირდება.

თუ სანაპიროს სახლს აწყობთ ნიჟარები, ბადე და მსგავსი აქსესუარები თემატურად გამოიყენეთ სახლში, თუ კლასიკური სტილის სახლი გსურთ, მაშინ ნივთებიც შესაბამისი შეიძინეთ, ესაა სწორი აქცენტების დასმა.

დიდი მცენარეების დროა

interieris-dizaini-simetria-lisi

ახლა 1970 წელი რომ იყოს გეტყოდით, რომ პატარა დეკორატიული მცენარეები დაგედგათ სახლში, მაგრამ დრო მიდის, სტილიც იცვლება.

lisi-veranda-interieris-dizaini

ახლა უკვე დიდ ქოთანში მოთავსებული ასევე დიდი მცენარეებია მოდაში ამიტომ, სახლისთვის რაიმე ლამაზი და მასიური მცენარე შეარჩიეთ.

ჩვენი ნება რომ იყოს 24/7-ზე გესაუბრებოდით, მაგრამ ყველას საქმეები გვაქვს და დროა აქ დავასრულოთ. ჩვენ უკვე ვნახეთ, ხრიკები რომლებიც ინტერიერის მოწყობამდე უნდა გაითვალისწინოთ, ფორტისში ყველაფერს ვითვალისწინებთ ხოლმე და დროა ჩვენი რჩევები შენც გაითვალისწინო.

წინა ბლოგი – როგორ უნდა მორთოთ ნაძვის ხე 2021 წელს

Facebook Instagram