ინტერიერში არსებულ წესებზე ბევრჯერ გვისაუბრია და თქვენთვის რჩევებიც მოგვიცია, რომ ამ წესების თანახმად, სახლი ან რომელიმე ოთახი მოგეწყოთ. ახლა ძალიან საინტერესო საკითხზე უნდა გესაუბროთ და წესების დარღვევისკენაც უნდა მოგიწოდოთ. ნახეთ, 5 წესი ინტერიერში რომელიც უნდა დააიგნოროთ
წესი N1: ინტერიეში ყველაფერი ერთმანეთს უნდა უხდებოდეს
მოდით პირველად ეს წესი დავარღვიოთ და დავიმახსოვროთ, რომ შეიძლება ინტერიერში ყველაფერი ერთმანეთს არ მოუხდეს, თუმცა ინტერიერი მაინც იდეალურად გამოიყურებოდეს.
ასევე შეიძლება ოთახის ფერები ერთმანეთში არ ჩაჯდეს, მაგრამ გემოვნებიანად და სასიამოვნოდ გამოიყურებოდეს.
დაივიწყეთ შაბლონები და დამკვიდრებული სტერეოტიპები, შექმენით ისეთი ინტერიერი როგორიც თქვენ გსურთ.
წესი N2: არ გამოიყენოთ მუქი ფერები პატარა ოთახში
ეს წესი უკვე მოძველდა და დროა აღარასდროს გავიხსენოთ, რა თქმა უნდა, პატარა ოთახში მუქი ფერების გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ.
ერთ-ერთი გავრცელებული ხრიკი ოთახში დიდი სივრცის შესაქმნელად ღია ფერის კედლებია, ეს ნაცადი და პრაქტიკაში არაერთხელ გამოყენებული ხრიკია.
მაგრამ დაფიქრდით, გინდათ, რომ ოთახი დიდი იყოს და თქვენ მაინც სხვა ფერისკენ მიგიწევდეთ გული?
რა თქმა უნდა არა, თუ თქვენი მიზანი ლამაზი ინტერიერია, მაშინ ეს მოძველებული წესი დაივიწყეთ და თქვენთვის სასურველი ფერი თავისუფლად აარჩიეთ.
წესი N3: „კარნიზი“ და „პლინტუსი“ ყოველთვის თეთრი უნდა იყოს
ვინ თქვა რომ ეს აუცილებელია? სადმე დაწერილი წესი გინახავთ?
„პლინტუსისა“ და „კარნიზის“ ფერები ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დეტალი სახლში გემოვნების საკითხია და ისეთი ფერი უნდა აარჩიოთ როგორიც თქვენ გსურთ.
თეთრი კლასიკური ფერია და მისი ჩანაცვლება იშვიათად თუ სურთ, თუმცა არ იფიქროთ რომ სხვა ფერის „პლინტუსები“ ინტერიერში დაუშვებელია.
წესი N4: ღია ფერები ყველაფერს უხდება
ღია ფერები სულაც არ უხდება ყველაფერს.
ტელევიზიებსა და გადაცემებში, ნეიტრალური ღია ფერები ეს გათვლილი მარკეტინგული ხრიკებია, თუმცა რეალურად მოდით დავფიქრდეთ, შეიძლება ღია ყავისფერი ყველაფერს უხდებოდეს ან თუნდაც კრემისფერი ყველა ფერთან მიდიოდეს?
დაივიწყეთ ეს არასწორი მიდგომა და სრულიად აბსურდული წესი.
წესი N5: ჭერი ყოველთვის თეთრი უნდა იყოს
ესეც ბოლო აბსურდული წესი, რომელიც, რა თქმა უნდა, უნდა დავაიგნოროთ.
ვინ თქვა, რომ ჭერის სხვა ფრად შეღებვა არ შეიძლება, ეს ხომ ზუსტად გემოვნების საკითხია და როგორც ინტერიერი მოითხოვს ისე უნდა მოვიქცეთ.
დააკვირდით სურათს, აქ თეთრი ჭერი ოთახს მთელ ხიბლს დაუკარგავდა და უბრალო, ცარიელ და უსიცოცხლო ინტერიერს შექმნიდა.
ჩვენს სფეროში დაუწერელი კანონები და დაურღვეველი წესები არსებობს, თუმცა მათ შორის მარტივად დასარღვევი წესებიც გამოერევა ხოლმე. თქვენ უკვე ნახეთ, 5 წესი ინტერიერში რომელიც უნდა დააიგნოროთ და სხვა დანარჩენი უკვე თქვენთვის მოგვინდია.
წინა ბლოგი – როგორ გამოიყურება ბუკინგემის სასახლის ინტერიერი