ბრიტანეთში მეტად პატივსაცემ ადამიანად ჩაითვლები თუ დედოფალი ელიზაბეტი გიყვარს და ჩაის დალევის ტრადიციას სცემ პატივს. თუ ბუკინგემის სასახლეზე რამდენიმე რამის თქმასაც შეძლებთ, ჩათვალეთ ბრიტანელების გული მოგებული გაქვთ. ამდენ რამეზე გვისაუბრია და ბუკინგემის სასახლის ინტერიერი ჯერ არასდროს განგვიხილავს. მოდით ახლა ვნახოთ, როგორ გამოიყურება ბუკინგემის სასახლის ინტერიერი 

rogor gamoiyureba bukingemis sasaxlis interieri 

ბუკინგემის გრანდიოზული სასახლის მშენებლობა 1703 წელს დაიწყო და იმ დღიდან, ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ულამაზესი სასახლის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

ბრიტანეთში დღეს, ბუკინგემის სასახლის სანახავად მილიონობით ადამიანი ჩადის და მხოლოდ სასახლის ბაღის ხილვაა ერთი დიდი მშვენება.

rogor gamoiyureba bukingemis sasaxlis interieri 

რაც შეეხება სასახლის ინტერიერს, ის ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არისტოკრატული, მედიდური და გამორჩეულია. 

მთელ სასახლეში წითელი ხალიჩაა მოფენილი, ინტერიერში ძირითადი ფერი თეთრია, თუმცა ორნამენტებითა და აქსესუარებით სითეთრე თითქმის შეუმჩნეველი ხდება.

rogor gamoiyureba bukingemis sasaxlis interieri 

ბუკინგემის სასახლეში ცერემონიისთვის რამდენიმე დიდი ოთახია გამოყოფილი, სადაც დედოფლად კურთხევის, სამეფო კარნავალისa და სხვა გრანდიოზული ტიპის ცერემონიებისთვის არის სივრცე მოწყობილი.

თუ სურათს დააკვრიდებით, მიხვდებით, რომ ოთახში ყურადღებას ეს ჭაღი იქცევს, რომელიც უკვე რამდენიმე საუკუნეა ამშვენებს ბუკინგემის სასახლეს.

rogor gamoiyureba bukingemis sasaxlis interieri 

სასახლეში შეხვდებით, მოჩუქურთმებულ ჭერს, თაღოვან სტილსა და გაბრდღვიალებულ ოთახებს, რადგან ეს ბრიტანული, ძველი, არისტოკრატული სტილისთვის არის დამახასიათებელი

ამ გრანდიოზულ ნაგებობაში ყველა ოთახს თავისი დანიშნულება აქვს. სასადილოდ, გასართობად და სათათბიროდ კონკრეტული სივრცეებია გამოყოფილი.

rogor gamoiyureba bukingemis sasaxlis interieri 

სულ ბუკინგემის სასხლეში 775 ოთახია, აქედან 19 ჩვეულებრივი, 53 სამეფო საძინებელი, 92 საოფისე სივრცე, 78 აბაზანა-ტუალეტი, 188 საძინებელი მხოლოდ მოსამსახურეთა და დამხმარე თანამშრომლებისთვის.

როგორც ამბობენ, დედოფალს ასევე მიწისქვეშ საცურაო აუზი, კინოთეატრი და სავარჯიშო სივრცე აქვს მოწყობილი.

rogor gamoiyureba bukingemis sasaxlis interieri 

არავინ იცის რეალურად რა ხდება ბუკინგემის სასახლეში, რადგან იქ მოხვედრა და დათვალიერება მხოლოდ რამდენიმე ოთახის შემოვლას გულიხმობს.

დედოფლის საყვარელი ადგილები კი მხოლოდ დედოფლისთვის არის ღია.

rogor gamoiyureba bukingemis sasaxlis interieri 

დააკვირდით ინტერიერს, ოქროსფერი ბრიტანეთში სამეფო ფერია, ეს ავეჯი, სტილი და მორთულობა ძველი ბრიტანული არქიტექტურის მაჩნვენებელია და მისი შეცვლის უფლება რა თქმა უნდა, არავის აქვს.

rogor gamoiyureba bukingemis sasaxlis interieri 

ხშირად საუბრობენ, ბუკინგემის სასახლის ეზოზე, სადაც ყოველ წელს საზაფხულო წვეულებისთვის 30 000 სტუმარი მოდის და ეზო მაინც ცარიელი რჩება.

სასახლის ეზოში 350 სხვადასხვა ჯიშის ყვავილია, 200 სახეობის ხე და 3 სხვადასხვა ტბა.

rogor gamoiyureba bukingemis sasaxlis interieri 

ინტერიერის თემას არ გადავუხვიოთ, ეს დედოფლის წვეულების ოთახია, სადაც სამეფო ვახშამი და რამდენიმე ცერემონია იგეგმება ხოლმე.

rogor gamoiyureba bukingemis sasaxlis interieri 

ესეც ბოლო ოთახი ბუკინგემის სასახლეში, რომელსაც დღეს განვიხილავთ. ამ სივრცეს დედოფალი მუსიკის ოთახს ეძახის, რადგან აქ ბრიტანული ძველი, შთამომავლობით შემონახული როიალი და რამდენიმე საკრავი დგას.

სწორედ აქ ხვდება ხოლმე ელიზაბეტი საპატიო სტუმრებს და ბევრი ისტორიული ფოტოც აქ არის გადაღებული.

ბუკინგემის სასახლის თვალიერებას აქ დავასრულებთ, უბრალოდ შეუძლებელია ერთ დღეში 700-ზე მეტი ოთახის დათვალიერება, თან დაგვერწმუნეთ უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს

ეს ხომ სამეფო ოჯახია და მათი ტრადიციები და წესები საკმაოდ მკაცრია.

რომ დავუფიქრდეთ, ამდენ ოთახში სიარულს ბევრი ძალა და ენერგია სჭირდება, თან როგორია 700-ზე მეტი ოთახის დანიშნულება ზუსტად დაიმახსოვრო.

წინა ბლოგი – რა უნდა იცოდეთ არტ-დეკოს სტილის არქიტექტურაზე

Facebook Instagram