ძველ, ისტორიულ შენობებს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ მათ ინტერიერში ერთმანეთზე უკეთესი, დახვეწილი და გამორჩეული სწორედ შენობის ჭერია. ძველად  ჭერი არამარტო სახლის სახურავის მოვალეობას ასრულებდა, არამედ შენობის შეკრულობისა და მთლანობის სიმბოლოს წარმოადგენდა და ამიტომ, ჭერის მოხატვას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ნახეთ, 5 ულამაზესი ჭერი მსოფლიო არქიტექტურაში 

მუზების სასხლე სანკტ-პეტერბურგში

5 ulamazesi cheri msoflio arkitekturashi

ასე უწოდებენ ჩინური სტილის მუზების სასახლეს, რომელიც არქიტექტორ ანტონიო რეინალდმა 1786 წელს ააგო, სასახლე იტალიელმა მხატვარმა სტეფანო ტორელიმ საგულდაგულოდ მოხატა.

5 ulamazesi cheri msoflio arkitekturashi

დააკირდით ჭერს, თითქოს კედლებიდან გადასული ცისფერი და ვარდისფერი ფერები ერთად იყრიან თავს და ეს ოქროსფერი კანტები ამ ფერთა ნაზავს კიდე უფრო თვალსაჩინოს ხდის. 

ბლენჰეიმის სასახლე ინგლისში

5 ulamazesi cheri msoflio arkitekturashi

ჭერიც გაგვიგია და ჭერიც, აი ასეთ სილამაზეს ნამდვილად არ ველოდით.

ეს ულამაზესი, ორიგინალური და თან ცოტა უცნაური სასახლე ინგლისში, ოქსფორდში მდებარეობს, რეალურად ეს საცხოვრებელი სახლის სადარბაზოა, უფრო სწორად, ინგლისში ყველაზე პრესტიჟული საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელია.

5 ulamazesi cheri msoflio arkitekturashi

ჭერი 1928 წელს მოხატეს და რა თქმა უნდა, მას სიმბოლური დატვირთვაც მიანიჭეს. ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში თვალი ჯანმრთელობის, დაცვისა და ძალაუფლების სიმბოლო იყო.

ევროპაში ადრე თვალი ცუდი სულებისგან გასათავისუფლებლად ეხატათ კედლებსა და შენობებზე, ინგლისში კი მისი ფუნქცია ამ შენობის დაცვა იყო, რომელის მოხატვა წლების წინ ერთ-ერთ გავლენიან პირს მოუვიდა აზრად.

5 ulamazesi cheri msoflio arkitekturashi

დააკვირდით, როგორი უცნაურია აქაურობა,  შედიხართ სადარბაზოში და ზევიდან რამდენიმე თვალი გიყურებთ.

პლაზატო დელ გიანტი იტალიაში

5 ulamazesi cheri msoflio arkitekturashi

სად შეიძლება ნახო მსგავსი მშვენება თუ არა იტალიაში, კულტურისა და ხელოვნების აყვავების ქვეყანაში.

ეს ულამაზესი ჭერი იტალიაში, მანტუაში პლაზატო დელ გიანტის შენობაში დაგხვდებათ.

5 ulamazesi cheri msoflio arkitekturashi

მასზე ღმერთების შერკინებაა გამოსახული, რომლებიც სინათლის ერთმანეთზე გადაცემით ოლიმპოს მთაზე ასვლას ცდილობენ.

5 ulamazesi cheri msoflio arkitekturashi

ეს ღვთაებრივი ჭერი 1532-1535 წელს მოხატა ჯულიო რომანომ.

ეს მშვენება აზრობრივად პირდაპირ უერთდება კედლებს, ბრძოლა კედლებიდან იწყება და ნაგებობის შუაში ოლიმპოს მთაზე მთავრდება.

გაერთიანებული ერების ოფისი ჟენევაში

5 ulamazesi cheri msoflio arkitekturashi

ადამიანის უფლებათა კომისია, ჟენევაში, გაერთიანებული ერების ოფისში, სწორედ ამ უმშვენიერეს დარბაზში იყრის თავს.

თითქოს ეს საკონფერენციო დარბაზი არაფერია, თუმცა ერთი ზევით ახედვაა საჭირო იმისთვის რომ გაშეშდეთ, უყუროთ და ვერ დატკბეთ მისი სილამაზით.

5 ulamazesi cheri msoflio arkitekturashi

ჭერი უბრალოდ ფერთა აფეთქებაა ინტერიერში.

ის 2008 წელს მოიხატა და მასზე 35 სხვადასხვა ტონალობის ფერია გამოყენებული, ეს ფერები არის სიმბოლო სამყაროსი, იმ სამყაროსი, რომელშიც ადამიანები იყრიან თავს.

რევოლუციების მუზეუმი კუბაში

5 ulamazesi cheri msoflio arkitekturashi

ესეც ბოლო უმშვენიერესი ჭერი კუბას დედაქალაქ ჰავანაში.

მასზე კუბასა და ესპანეთს შორის ძლიერი დაპირისპირება, ომია გამოსახული, 1902 წელს ამ ომით კუბამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

5 ulamazesi cheri msoflio arkitekturashi

1920 წელს, ჭერი ხელით მოხატა კუბელმა მხარვარმა, მაშის ეს შენობა კუბის პრეზიდენტის რეზიდენცია იყო

1957 წელს, კუბის რევოლუციის შემდეგ, შენობა მუზეუმად გადაკეთდა. ამ უმშვენიერესი ჭერის ხილვა დღეს ყველას შეუძლია. ომი დეტალურად, მთელი ემოციით არის გადმოცემული და კუბურ სტილს თვალნათლივ გამოხატავს.

მოდით თვალიერება აქ დავასრულოთ, დარწმუნებულები ვართ, ჩვენსავით თქვენც ემოციებში ხართ. რაც დრო გადის კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ მსგავსი ინტერიერი უბრალოდ ხელოვნების ის ნიმუშბია, რომელსაც გაფრთხილება და დაფასება სჭირდება. 

წინა ბლოგი – 5 წესი ინტერიერში რომელიც უნდა დააიგნოროთ 

Facebook Instagram