უკვე ზაფხულია და ჩვენც დასვენებისკენ მიგვიწევს გული, დასვენება ყველას სხვადასხვაგვარად ესმის, ზოგს მთაში მარტო ყოფნა და ხეტიალი მოსწონს, ზოგს კი ზღვისპირა ხედი და ჟრიამული ეხმარება დასვენებაში. ნახეთ, რამდენიმე საჭირო რჩევა, თუ როგორ მოაწყოთ სახლი სანაპიროზე.
მათ, ვისაც ზღვა უყვარს, იციან რამხელა ბედნიერებაა დილით ზღვის დანახვა და საღამოს ჰორიზონტთან მიმალული მზის ყურება.
და მაინც, როგორი დასვენებაც არ უნდა გიყვარდეთ ეს ბლოგი აუცილებლად გამოგადგებათ.
სადილი ხედზე
სანაპიროს სახლის მთავარი ხიბლი სწორედ ხედია, რა ჯობს ზღვის ფონზე სადილს, საუზმესა თუ ვახშამს.
ჩვენი რჩევა იქნება, რომ სანაპირო სახლის მოწყობისას დასასვენებელი და სასადილო სივრცე ხედთან ახლოს მოაწყოთ, გამოიყენეთ ფანჯრები, აივანი და ის ადგილები, საიდანაც ზღვა ან მთა ლამაზად მოჩანს, დაგვიჯერეთ ყოველი დღე ერთმანეთზე უკეთესი იქნება.
ძველი და ახალი ინტერიერის დეტალები
სანაპირო სახლი მარტივ, სადა და ღია ფერბში უნდა იყოს მოწყობილი, ინტერიერი ჩვენს განწყობას განაგებს, დასვენებისთვის კი რთული ინტერიერი და მუქი ფერები არც ისე შესაფერისია.
სანაპირო სახლის მოწყობისას უმჯობესი იქნება, თუ ძველ და ახალ ინტერიერს ერთმანეთში შეურევთ. მაგალითად დადგით რეტრო სტილის ავეჯი და დანარჩენი ინტერიერი თანამედროვე სტილში მოაწყვეთ, ეს მიქსი სასიამოვნო გარემოს მოწყობაში დაგეხმარებათ.
აითვისეთ ხედი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სანაპირო სახლის მთავარი ხიბლი სწორედ ხედია, მისი ბოლომდე ათვისება კი ჩვენი მოვალეობა. ფორტისის დიზაინერები გირჩევენ, რომ ფანჯრებთან სავარძელი, ტახტი ან უბრალოდ პუფები დადოთ. დაგვიჯერეთ, საღამოს მზის ჩასვლა ან ზღვიდან შემომავალი ბრიზით ტკბობა დიდი სიამოვნებაა.
ხე ინტერიერში
სახლის მოსაწყობად კიდევ ერთი საჭირო რამ ხის დეტალებია. სადა, ძველებურ და თან თანამედროვე ინტერიერს ხე ძალიან უხდება.
უმჯობესია ხე ინტერიერში ნელ-ნელა შემოიტანოთ და თქვენს არჩეულ ავეჯს სადად დაურთოთ. მაგალითად, მაგიდის კონტურები ან სკამები, რომ ხისგან იყოს დამზადებული, სრულიად საკმარისი იქნება სახლის ძირითადი იერის შესაცვლელად.
სამზარეულო ღია ცის ქვეშ
აგარაკზე სახლის გვედზე სამზარეულოებს ხშირად შეხვდებით, ეს ესქტერიერის ის მცირე დეკორია, რომელიც ყველა სახლს უხდება და საზაფხულო გართობისთვის აუცილებელია.
ბარბიქიუს მოსაწოად და სტუმრებისთვის გემრიელი ბურგერების მოსამზადებლად ღია ცის ქვეშ მოწყობილი სამზარეულო ევროპის ბევრ წამყვან ქვეანაში აქტიური ტრენდია, დროა ჩვენთანაც დავნერგოთ ეს და სახლის გვერდით სამზარეულოს პატარა ადგილი გამოვუყოთ.
შესაფერისი აქცენტები
ვის წარმოუდგენია სანაპიროს სახლი ნიჟარების და ზღვასთან ასოცირებული სხვა დეტალების გარეშე.
ეს იგივეა, ტყეში სახლი ხის დახმარების გარეშე ააგო. სანაპიროს სახლის მოწყობისას ეს რჩევა აუცილებად გაითვალოსწინეთ და ინტერიერი ცოტა კიდევ გაამრავალფეროვნეთ.
სარკის ნიჟარებით გალამაზება კარგი ვარიანტია, თუმცა შეგიძლიათ აკვარიუმში ან ყვავილის ძირებში მიმოფანტოთ ისინი.
ბუხარი და სახლი სანაპიროზე
ზაფხული ცხელი სეზონია, თუმცა წვიმიანი დღეების დროს ამას ნამდვილად ვერ ვიტყოდით. ზღვაზე წვიმას ხშირად სიცივე მოსდევს ხოლმე, ამიტომ თქვენს სანაპირო სახლში პატარა ბუხრის გაკეთება სწორი არჩევანი იქნება, თან ზამთრის დეტალებს შუა ზაფხულში სულ სხვა ხიბლი აქვს.
ზღვა და დასვენება უფრო და უფრო გვიახლოვდება, ზაფხულს კი ნაყინისა და ზღვის გარდა ახალი ინტერიერი უხდება, რისთვისაც ალბათ იცით ვის უნდა მიმართოთ, თუ ჯერ კიდევ არ იცით, პატარა მინიშნებას დაგიტოვებთ, ჩვენ გელოდებით – აბა დროებით!
წინა ბლოგი – ცათამბჯენების ქალაქი – ნახეთ, დუბაის 5 შთამბეჭდავი ნაგებობა