დუბაი ეს ის ადგილია, სადაც ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა წახვიდეთ. დუბაის ხშირად 21-ე საუკუნის სუპერინდუსტრიულ და ღვთაებრივ ქალაქს უწოდებენ ხოლმე, ასობით ცათამბჯენი და ქალაქის ჩქარი რიტმი არაბეთის გაერთიანებული საამიროებისთვის საამაყო და გასაკვირი მაგალითია. საინტერესოა, რომ ამ მშვენიერ ქალაქზე არასდროს გვისაუბრია, ახლა კი მოდით, დუბაის 5 გამორჩეული შენობა-ნაგებობა დავათვალიეროთ.

ქაიან თაუერი, Cayan Tower

306 მეტრის სიმაღლის თაუერი 2013 წელს აშენდა დუბაიში, ცათამბჯენი ზღვის ხედით უმშვენიერეს სანახაობას სთავაზობს დამსვენებლებს და უკვე წლებია ის დუბაის ერთ-ერთ გამორჩეულ მშვენებად ითვლება. ქაიანს 73 სართული აქვს და მისი ვიზუალი სანახევროდ ბურჯ ხალიფას დაუკავშირეს.

რომელი მხრიდან უნდა შეხედო დუბაის, რომ ეს სილამაზე ვერ შეამჩნიო, თითქოს განცალკევებით დგას, მარტო და არც არავის აზრი აინტერესებსო. დააკვირდით არქიტექტურას როგორი უცხო და შესამჩნევია, შუშით დაფარული დახვეული ვიზუალი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ექსტერიერს.

Jumeirah Mosque

დუბაიში ამბობენ, ჯუმიერა მეტია ვიდრე უბრალოდ არქიტექტურაო, მართლაც ეს ნაგებობა მეტია ვიდრე უბრალოდ შენობა, ეს არაბული არქიტექტურის ის შედევრია, რომელიც წარსულის დეტალებს კარგად გადმოსცემს. ასეთი იყო ძველი არაბული კულტურა სადა და ამავდროულად გადატვირთული. ერთ ფერში გაწყობილი და მდიდრული.

ჯემეირა თეთრი ქვიშისგან არის ნაშენები და მზის ჩასვლისას ნაგებობა ფერს იცვლის. ეს ხრიკი, არქიტექტურაში ეგვიპტელებმა შემოიტანეს და არაბულ კულტურაში მსგავს მაგალითებს ხშირად შევხვდებით.

Jumeirah Emirates Towers

დუბაიში მოგზაურობისას ცათამბრჯენებს ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით, ჯუმიერას ეს უზარმაზარი ნაგებობა 2000 წელს აშენდა, მას დუბაის ტყუპებად მოიხსენიებენ, თუმცა ჩანს, რომ ცათამბრჯენები ბოლომდე იდენტურები არ არიან.

ჯუმიერას ერთი ტყუპი, მაღალი შენობა, 366 მეტრის სიმაღლის, 54 სართულიანი შენობაა, მეორე ტყუპი 309 მეტრიანი ნაგებობაა, რომელშიც 400 ოთახია განთავსებული. ჯუმიერას თაუერი არქიტექტორ ჰაზელ ვონგს ეკუთხვნის და  2000 წელს ამ შენობების აშენებისას მისი ინსპირაცია, საყვარელი ქალი ყოფილა.

დუბაის ოპერა

თუ თვლით რომ ოპერა, ძველებური სტილის შენობა უნდა იყოს და ინტერიერი მე-19 საუკუნის მსგავსი უნდა ჰქონდეს, მაშინ დროა დუბაის ოპერა დავათვალიეროთ. შენობის ექსტერიერი თანამედროვე და ისტორიული დეტალების ნაერთია, მნახველებს ოპერის ფორმა, დიზაინი და იდეა აოცებთ ხოლმე.

იდეა ვახსენეთ და ამაზეც უნდა ვისაუბროთ, დუბაის ოპერა თანამედროვე და ძველი არქიტექტურის და ინტერიერის სტილის ერთობით აშენდა.

ექსტერიერი თანამედროვეა, თუმცა ინტერიერი ძველებური და ტრადიციული, ამიტომ ხალხში ეს დიდ პატივისცემასა და მოწონებას იმსახურებს. ოპერის შენობაში გაერთიანებულია, საოპერო დარბაზი, საკონცერტო დარბაზი და საგამოფენო სივრცე, დარბაზში სულ რაღაც 2000 ადამიანი ეტევა.

Jumeirah Beach Hotel

დუბაის ბოლო მშვენება ჯუმიერის სანაპიროზე მდებარე ღვთაებრივი სასტუმროა, რომელიც 1997 წელს აშენდა.

სასტუმრო 104 მეტრის სიმაღლისაა და წლების წინ, ეს დუბაის ყველაზე მაღალ შენობად ითვლებოდა, თუმცა შემდეგ არაბებმა ბურჯი ხალიფა ააგეს და ჯუმიერის სასტუმრო უკან მოიტოვეს.

სასტუმროს არქიტექტორი ასკინია, სწორედ მას ეკუთვნის დუბასი არაერთი ცათამბჯენი და ცნობილი შენობა-ნაგებობები. დააკვირდით, როგორი საინტერესო ფორმა აქვს სასტუმროს, წაგრძელებული, თითქოს ტალღას ან თევზის კუდს მოაგონებს ადამიანს.

დუბაის მომავალში კიდევ მივუბრუნდებით, ეს საოცარი ქალაქი ბოლომდე უნდა დავათვალიეროთ და არაბული კულტურის საინტერესო დეტალები გაგაცნოთ, მანამდე კი დატკბით ცათამბრჯენებით და შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – ეზოს მოწყობის დროა – რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან

Facebook Instagram