მსოფლიოში ტანსაცმელებისა და ფეხსაცმელების ბიზნესი ერთ-ერთ წარმატებულ სფეროდ ითვლება, მაღაზიები მუშაობენ ყველგან, ტრენდული და განსხვავებული ტანსაცმელი მსოფლიოს მასშტაბით ელვის სისწრაფით იყიდება. მაღაზიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენეტი, ხარისხიანი ტანსაცმლის გარდა, სწორედ მისი ინტერიერია, ასე რომ მოდით, ვნახოთ როგორ შეიძლება მაღაზიის სწორად მოწყობა.

მაღაზიაში შესვლისას თვალში პირველი  რა გხვდებათ?

მაღაზია – Matters by Loveline | ინტერიერის დიზაინი

 

ალბათ ჭრელი, სავსე საკიდები და მყუდრო გარემო. სწორედ ამიტომ, მაღაზიის მოწყობისას პირველად კომფორტულ გარემოზე გააკეთეთ აქცენტი.

კომფორტი- ზოგადი და ინდივიდუალური ცნებაა, ამიტომ უფრო რომ გაგიმარტივოთ გაგება გეტყვით, რომ მაღაზიაში ნებისმიერმა შემოსულმა ადამიანმა, ქალმა თუ მამაკაცმა, თავი თავდაჯერებულად, მყუდროდ უნდა იგრძნოს, მან მარტივად უნდა აღიქვას სად რა დევს და სასურველი პროდუქტის მოძებნა მისთვის ურთულესი არ უნდა აღმოჩნდეს.

თუ თქვენ შექმნით კომფორტს, მაშინ მუდმივი და საყვარელი კლიენტები ყოველთვის ეყოლბა თქვენს მაღაზიებს. შექმენით თავისუფალი სივრცე, მიეცით თვალს იმის საშუალება, რომ ყველაფერი აღიქვას და სასიამოვნოდ დაათვალიეროს თითოეული დეტალი. რაც მთავარია, სწორად განალაგეთ თაროები და კომფორტიც შეიქმნება.

სანამ მაღაზიის  მოწყობაზე გადახვალთ დაფიქრდით, რა ფერი უნდა იყოს კედლები?

დროა მუქი ფერები დავივიწყოთ, მაღაზიებში ამის ადგილი არ არის, ნუ გავუფუჭებთ ხალხს გარემოს. ჯობს, არჩევანი თბლ ფერებზე შევაჩეროთ, ეს მეგობრულ გარემოს შექმნის თქვენს სივრცეში და ასევე  ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, თბილი ფერები  ტვინს დაამშვიდებს,  რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება მყიდველს.

ჩვენი რჩევა იქნება, ფერების არჩევისას ყველა საჭირო დეტალი გაითვალისწინოთ. მაგალითად, თუ თქვენ მაღაზიაში  საცურაო კოსტუმებს ან ზღვის სხვა აქსესუარებს ყიდით, კარგი იქნება თუ ღია ცისფერს ან ფირუზისფერს აირჩევთ კედლების შესაღებად, ამით მაღაზიაში წყლის ასოციაციას შექმნით, რაც პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე აუცილებლად აისახება.

რითი უნდა მიიზიდოთ კლიენტები?

ფერების არჩევას რომ მორჩებით, ექსტერიერისთვის რამდენიმე იდეაც მოამზადეთ.

გახსოვდეთ რომ ექსტერიერიც მარკეტინგული ხრიკის ნაწილია და საჭიროა ხალხის დაინტერესება სწორედ გარედან იწყებოდეს.  ხედავთ რამხელა ძალა აქვს  სწორ ექსტერიერს?

მორთეთ, შეღებეთ, პოსტერები გამოაკარით და სრული თავისუფლება მიეცით გემოვნებას, ჯერ ვიტრინები ცარიელია და თქვენი იდეების გასაცოცხლებლად უკვე მზად არის.

განათება უმნიშნელოვანესი დეტალია, სწორად შეარჩიეთ სანათები და მაღაზიაში ყველა ნივთს თავისი ხიბლი ექნება

როგორ გგონიათ, ეს ფერადი კაბები სათავსოს შიგნით ჩაყენებული განათების გარეშეც ესეთი იქნებოდა?

რა თქმა უნდა არა, განათება ნებისმიერ ნივთს კვეთს და წინა ხაზზე წამოწევს. სწორედ ამიტომ, ჩვენი თვალი მარტივად აღიქვამს და გამოარჩევს ასეთ ტანისსამოსს.

მაღაზიის მოწყობისას ცივ განათებაზე დაფიქრდეთ. შოპინგისას ძილისა და მოწყენის დრო არ არის, განათებამ სიფხიზლისა და ენერგიულობისკენ უნდა გიბიძგოთ და ცივი განათება ამისთვის იდეალურია.

მცენარეებს ერთი საოცარი თვისება აქვთ, ისინი თვითონ ქმნიან ინტერიერს. დადგით ერთი, ორი მცენარე და ამას თქვენც შეატყობთ

ყურადღება ხომ მიიქცია? დიახ, სწორედ ამას გეუბნებოდით. დაამატეთ თქვენი მაღაზიის ინტერიერს მცენარეები და ენერგიუობა შემატეთ სივრცეს.

ბუნებრივ მცენარეებს მიანიჭეთ უპირატესობა, ბუნებრივობა ყოველთვის მომგებიანია.

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიის მოწყობა უკვე თავისუფლად შეგიძლიათ, თან სხვა ბლოგებსაც თუ გადაავლებთ თვალს, რესტორნისა და საოფისე ფართის მოსაწყობად საჭირო რჩევებსაც ნახავთ, მაღაზიის გახსნა არ გამოგვაპაროთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – ინტერიერის დიზაინის საოცარი გარდასახვა

Facebook Instagram