ინტერიერის დიზაინერები კეთილი ფერიები არიან, ადამიანები მიდიან, სურვილებს უზიარებენ და ისინი თავიანთი ჯადოსნური ჯოხებითა და ყველაზე კრეატული იდეებით ამ სურვილებს ფრთებს ასხამენ. ჩვენი დიზაინერებიც რომ ფერიები არიან, ამაში ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ და თუ მაინც გეპარებათ, მოდით და ჩვენ სიტყვებში თავად დარწმუნდებით.

სანამ გვესტუმრებით, საინტერესო სიახლეებს არ მოგაკლებთ და დღეს ყველაზე სახალისო თემაზე უნდა ვისაუბროთ, რა იყო და რა გახდა, ანუ რამხელა ძალა აქვთ ინტერერის დიზაინერებს.

დავიწყოთ იმით, რომ გამოუსადეგარი და უიმედო სახლები არ არსებობს, ცოტა გემოვნება, მონდომება და ყველაფერი აუცილებლად გამოვა

გაწერეთ ხარჯები, გათვალეთ სავარაუდო მასალათა რაოდენობა და სწორ ადამიანებს ანდეთ თქვენი რემონტი.

ეს ძველმოდური სივრცე, არასწორად დაპროექტებული და გარემონტებული სამზარეულოა

სინათლე არასწორად ნაწილდება ოთახში და კარადები ზედემეტად დიდია, რაც სივრცეს კიდევ უფრო აპატარავებს და აბნელებს, თან ვის გაუგია ასე ჩამოკიდო განათება და ამ ციცქნა ოთახში კიდევ  მასიურ განათებას დაუთმო ადგილი.

ეს კი უკვე ინტერიერის დიზაინერების სწორი რემონტის შედეგია, ცოტა კრეატივი, გემოვნება და შედეგიც სახეზეა.

ოთახში მზის შუქი შემოდის, თეთრმა ფერმა კი უფრო გაანათა პატარა სამზარეულო და მეტად ნათელი გახდა ის. კარადები ზუსტად ზის კედლებზე და თვალს ამ სივრცის აღქმა სიამოვნებს.

თითქოს უიმედოდ გამოიყურება აქაურობა, თან აქ ამ პატარა ოთახში რა უნდა დაეტიოს, ერთი ძველი სახლის სხვენია, თუმცა ხომ გახსოვთ, რომ უიმედო სიტუაციები არ რსებობს და გამოსავალს ყოველთვის ვიპოვნით

ეს ის ოთახია, არაფერი რომ არ უნდა დატეულიყო, თუმცა ასეთი ლამაზი და გამორჩეული სააბაზანო ბევრი არ გვეგულება.

ხედავთ როგორი ნათელი და სასიამოვნოა აქაურობა?

ინტერიერში რაღაცეები მოდიდან გადავიდა

ასეთი ფერის ხეს უკვე დიდი ხანია გემოვნებიან ინტერიერში ვეღარ შეხვდებით და  ვერც ესეთ კარადებს ნახავთ სადმე.

ფერების შერწყმა ნაწილობრვ არასწორია და ძველისა და უგემოვნოს შთაბეჭდილებას ტოვებს.

დააკვირდით კარადებს, თეთრ ფერში გაწყობილ ინტერიერსaადა კედლებზე ღია ფერის აგურებს. როგორი ლამაზი განათება და ფერებია არჩეული ოთახისთვის.

აი ეს არის გემოვნებიანი ინტერიერი და დიზაინერების საოცარი ხელების შედეგი.

როგორ გგონიათ აქედან გამოვა რამე?  ეს ხეები და ნესტისგან განადგუებული კედლები შეიძლება ოდესმე ოთახს დაემსგავსოს?

ცოტა რთული დასაჯერებელია, მაგრამ ინტერიერში ყველაფერია შესაძლებელი, მთავარია გვინდოდეს შევცვალოთ ძველი და  ახალი გამორჩეული ინტერიერი შევქმნათ.

ერთი ბედნიერებაა უყურო მოწესრიგებულ სახლს და გიხაროდეს რომ შენნაირი ლამაზი ინტერიერი ყველას არ ექნება.

 

სახლის გარემონტება, ჩვენთვის ახალი გამოწვევაა, ვუყურებთ თეთრ კედლებს და ვიცით, რომ აქ რაღაც საოცრება, გამორჩეული და თანამედროვე უნდა შევქმნათ, თან ის გვამხნევებს რომ შედეგი დაუვიწყარი გამოვა.

როგორც ხედავთ, ოთახი საკმაოდ გემოვნებიანი, ნათელი და სიცოცლით სავსეა, დეტალებს  თუ დააკვირდებით საკმაოდ მოდურიც კი

სასწაულების თუ გჯერათ?

ჩვენ გვჯერა და ვიცით, რომ ნანგრევებს ერთი შესანიშნავი თვისება აქვთ, მათ შუძლიათ საოცრებად გადაიქცნენ, მთავარია ამის საჭიროება და სურვილი დავინახოთ, დანარჩენი ჩვენ მოგვანდეთ.

ეს ამ ნანგრებევიდან შექმნილი ახალი სიცოცხლეა. რა უნდა ვთქვათ, იდეალურია ყველაფერი.

იმედია ახლა მაინც გჯერათ, რომ ინტერიერის დიზაინერები კეთილი ფერიები არიან, ადამიანები მიდიან სურვილებს უზიარებენ და ისინი თავიანთი ჯადოსნური ჯოხებითა და ყველაზე კრეატული იდეებით ამ სურვილებს ფრთებს ასხამენ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – სასტუმრო “ოპუსი”- ზაჰა ჰადიდის არაბული მშვენება

Facebook Instagram