ვარჯიში და სწორი კვება 21-ე საუკუნის გამოწვევაა, რაც დრო გადის დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი იწყებს რეგულარულ ვარჯიშსს. ფიტნეს დარბაზების თუ სხვა სავარჯიშო ცენტრების მოთხოვნილებაც ნელ-ნელა მატულობს და ბიზნეს სექტორში, კომერციული ფართის სავარჯიშო ობიექტად მოწყობა მომგებიანი ხდება. ვარჯიში კარგია, თუმცა არასწორად მოწყობილ ფიტნეს ცენტრში სიარული არავის მოუნდება. საინტერესოა თუ, როგორ უნდა მოვაწყოთ სავარჯიშო სივრცე სწორად.

 ყველაფერი ადგილის არჩევით დაიწყეთ

შეეცადეთ ფიტნეს ცენტრის მოსაწყობად გამოსაჩენი და ყველასთვის ცნობილი ადგილი აარჩიოთ, აუცილებელია ნებისმიერმა გამვლელმა ერთხელ მაინც გაიელვოს თავში, ხომ არ შევსულიყავიო. არ დაგავიწყდეთ, დარბაზის ზომაც გაითვალისწონეთ და ფიტნეს ცენტრისთვის მეტნაკლებად დიდი სივრცე მოძებნოთ, ადგილი ყველას უნდა ეყოს და თავისუფლად ვარჯიშის საშუალებაც ქონდეთ.

ადგილს რომ შეარჩევთ დაფიქრდით, თქვენ არჩეულ სივრცეს რა ფერებში შეღებავთ

ნუ იქნებით მოსაწყნები და ცოტა კრეატივს მოუხმეთ, მეტად მკვეთრი ფერები და ჭრელი დეკორი გადაანაწილეთ დარბაზში,  ვარჯიშის დროს ენდორფინი გამოიყოფა, რომელიც ბედნიერების ჰორმონია, ფერადი გარემო კი უფრო სასიამოვნოს გახდის ვარჯიშის პროცესს და კალორიების დაწვაც გამატივდება.

ძირს რა უნდა დააგოთ?

სავარჯიშო ცენტრებში პარკეტის ან მეთლახის ადგილი არ არის, აქ რაიმე უფრო რბილი და კომფორტული უნდა გამოიყენოთ. რბილი იატაკით ვარჯიშის დროს ზედმეტ დაზიანებებს აირიდებთ თავიდან და თან უმარტივესი მოსავლელია.

გადაანაწილეთ განათება, ეს ვარჯიშისთვის აუცლიებელია

სავარჯიშოდ ყველა ერთნაირი შემართებით არ მოდის და თქვენ მათ ენერგიაზე მოსაყვანად შესაბამისი გარემო უნდა შეუქმნათ. დაივიწყეთ თბილი განათება და დეკორატიული სანათები.  ვარჯიშის დროს მეტი სიფხიზლე და ენერგიაა საჭირო, რაშიც ცივი  განათება უდიდეს როლს თამაშობს.

სივრცე სწორად გადაანაწილეთ

დასაწყისში დიდი სივრცის არჩევა გირჩიეთ, ალბათ დაგაინტერესათ რატომ. საქართველოს მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, ფიტნეს ცენტრებს ერთ ქუჩაზე მინიმუმ,  ორს მაინც შეხვდებით, კონკურენცია საკმაოდ დიდია და დღითიდღე მატულობს.  თქვენ  ვალდებული ხართ, ყველა ადამიანის სურვილს მოერგოთ და სავარჯიშო დარბაზი მაქსიმალურად სიანტრესო აღჭურვილობით დატვირთოთ.

გამოყავით სივრცე პილატესის, აერობიკისა და ბოქსისთვის, ცალკე მოხალისეთა პატარა სავარჯიშო კუთხეც მოაწყვეთ, დაგვიჯერეთ, მრავალფეროვანი დარბაზი მარკეტინგულად მომგებიანია.

გასახდელები არ გამოგვრჩეს

თქვენთან მოსულ ნებისმიერ ადამიანს, ერთი რამ აინტერესებს, სისუფთავე და გამოსაცვლელი ოთახები. შეიძლება ითქვას, რომ ზღაპრული სივრცეც კი ვერ იქნება სრულყოფილი თუ მოწესრიგებული და სუფთა საშხაპეებითა და კარადებით არ მოაწტობთ გამოსაცვლელ ოთახს.

გაააკეთეთ საშუალოდ, 3-4 სააბაზანო, ყველა კარადას გაუკეთეთ საკეტი და ამ მცირე დეტალებით შეუქმენით კომფორტი თქვენთან მოსულ ადამიანს.

ბოლო და უმთავრესი სწორედ სარკეებია

ვარჯიშისას სარკეში ყურება ადამიანთა გაუთვითცნობიერებელი ქმედებაა, ისინი თავიანთ დაღლილ და თან მოტივირებულ სხეულებს კარგად შეისწავლიან, ამიტომ სარკეები არ გამოგრჩეთ. სრული თავისუფლება გაქვთ, ცარიელი კედლები დატვირთეთ სარკეებით.

ერთი-ორი ისეთი სარკეც ჩამოკიდეთ, რომ  სხეულს ოდნავ მაინც ახდუნებდეს, გოგოებს გაუხარდებათ და ფოტოს გადასაღებად საყვარელი ადგილიც გახდება სარკის წინ დგომა.

ფიტნეს ცენტრის გახსნა შრომატევადი და საპასუხისმგებლოა, თუმცა კმაყოფილი ადამიანების სახეები ამად ღირს.  სწორ კვებასა და ვარჯიშს უკვე დიდი ხანია ჩვენც უპირატესობას ვანიჭებთ, ასე რომ ჩვენ თქვენთან ვართ და რჩევებიც არ მოგაკლდებათ – აბა დროებთ!

წინა ბლოგი – აღაზიის წარმატების ერთ-ერთი მთავარი კომპონენეტი მისი ინტერიერია

Facebook Instagram