ხომ გაგიგიათ ფრაზა უშეცდომო არავინ არისო. ინტერიერის დიზაინს ეს ფრაზა საოცრად უხდება.
შეცდომებს ყველა პროფესიაში ვხვდებით, თუმცა ინტერიერს ეს განსაკუთრებით ეტყობა
თქვენ ბედნიერი ადამიანი ყოფილხართ თუ ამ სურათებიდან რომელიმე საკუთარ თავზე და ახალ სახლზე არ გამოგიცდიათ – კრეატიულობის წარუმატებელი მცდელობები.
რას იტყვით, როგორი იდეაა?
მე ვფიქრობ, ადგილის დასაზოგად იდეალური ხერხია, უბრალოდ ნაღრძობი ფეხით ან დალურჯებული კიდურებით სიარული მოგიწევთ მცირე დროით. შეგვიძლია იდეა იდეად დავტოვოთ და განხორციელებაზე არც ვიფიქროთ, მაინც თავი დავიზღვიოთ ხიფათისგან.
აქ კარი ძალიან მნიშვნელოვანია, ხომ მეთანხმებით?
თითქოს აერთიანებს და მყუდროს ხდის ოთახს , საოცარი მოფიქრებაა, უნიკალურზე უნიკალური. ხუმრობა იქით იყოს და ამ სახლის დიზაინერი მეტად უცნაური ადამიანია.
თუ ამ სახლის პატრონი ოდესმე ამ ბლოგს წაიკითავს, ვურჩევ რომ ესეთი რამ მეორეჯერ აღარ გააკეთოს და მეტიც, ეს სასცილო საპატარძლო კაბა მოხნსას საპირფარეშოს. ყველგან მინახავს მსგავსი დეკორი მაგრამ, სველ წერტილებს ეს ნამდვილად არ უხდება.
რომელი უფრო საინტერესოა, მორთული სველი წერტილი თუ კედელში ჩაყოლებული საპირფარეშო და ნახევარი ოთახი
მე ხმას ამ საოცარ, ნახევრად დამალულ საპირფარეშოს ვაძლევ, მსგავს კრეატივს ყველგან კი ვერ წააწყდებით. საპირფარეშოდ ვერა, თუმცა სკამად გამოვიყენებთ.
შეგვიძლია დავასათუროთ სიტუაცია ,,როგორ ჩამოვიშოროთ მეგობრები მარტივად“
ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ტელეფონი სხვაგან დატენოთ და ამ ერთხელ ხელების დაბანისგანაც შეიკავოთ თავი.
გამოაღეთ უჯრები და რაც გსურთ ყველაფერი ჩააწყვეთ, არ მოგერიდოთ, ადგილი ბევრი გვაქვს
და მაინც რაზე ფიქრობდა ადამიანი, ვინც ეს საოცრება შექმნა? კარადებზე ნამდვილად არა. ჰარი პოტერში ვართ, პლათფორმა 9 და სამი მეოთხედი გვაკლია
თქვენ გეგონათ სულ ეს იყო? შეცდით, კრეატიულ იდეებს რა გამოლევს
აქ მარტივი პრინციპი მოქმედებს, ადგილი იზოგება და ყველა კმაყოფილია კლიენტიც და ხელოსანიც. თუ შეძლებთ და ორივეს ბოლომდე გამოაღებთ ალბათ მეორე ტურიც იქნება.
ცოტა საშიშია, რას იტყვით?
ლოგინიდან გამოცლილ რკინას ლოგინის თავზე ვინმე თუ ამაგრებდა ნამვილად არ მეგონა. კრეატივი გამიგია, მაგრამ მსგავს რამეს პირველად ვხედავ. ამის გამკეთებელს ბოროტი და საშიში ფიქრები აწუხებს მგონი ჯობს გაეცალოთ.
თუ თვლით, რომ აქ სახლის მეპატრონემ ადგილი დაზოგა და სწორადაც მოიქცა, მაშინ მოდით ჩვენთან და განახებთ, თუ როგორ ჯობს პატარა სახლის მოწყობა. დაგვიჯერეთ, სველ წერტილებს ჰაერში არაფერი ესაქმებათ.
ვუყურებ და ვფიქრობ რა კომენტარი გავაკეთო: ბევრი თმა? უაზრო იდეა? იქნებ ამაშიც დევს რაიმე აზრი?
არ ვიცი, ფაქტია, რომ მსგავს შედევრს მე პირადად პირველად ვხედავ, ამ თმის დაბანა და შემდეგ დავარცხნა შრომატევადი საქმე იქნება.
დაიმახსოვრეთ ინტერიერის პირვლი წესი: არ მოაწყოთ მთლიანი ოთახი ერთ ფერში ეს თვალს არასდროს არ ესიამონება
აქ ჯობდა ფარდები და გადასაფარებელი თეთრი ფერის ყოფილიყო, მაშინ ეს ოთახი შედარებით ნორმალური გამოვიდოდა და არც სიაში – კრეატიულობის წარუმატებელი მცდელობები – ამოყოფდა თავს.
შეცდომებს ხომ ყველა ვუშვებთ, მთავარია მისი გამოსწორების სურვილი გვქონდეს
ინტერიერში მსგავს შეცდომებს ყველგან შეხვდებით, არ იუცხოოთ, გაიღიმეთ და ფოტო აუცილებლად გადაუღეთ, ჩვენი კოლექციისათვის დაგვჭირდება. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. გამოუსწორებელი ხომ არაფერია, თუმცა ჯობს სანამ გადაწყვეტლებას მივიღებთ დავფიქრდეთ, თუ რა შედეგი მოჰყვება ამას.
ასე ამობენ, ინტერიერში ჯობს 100-ჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათო
წინა ბლოგი: არქიტექტურის ფსიქოლოგია – დაფიქრდით სანამ სახლს მოაწყობთ