არ იცი როგორ შეურჩიო ფარდები ინტერიერს?
არ იცი როგორ შეურჩიო ფარდები ინტერიერს?
მაშინ ეს სტატის შენთვის არის!
პირველ რიგში, აღსაღნიშნავია , რომ ოთახის ინტერიერის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ფარდები, ფანჯრები. ამასთანავე, არცისე მარტივია ფარდების სწორად შერჩევა, ამიტომ ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა გაგიმარტივოთ ეს საქმე და გთავაზობთ სხვადასხვა მნიშვნელოვან რჩევას.
სტატიაში თქვენ მიიღებთ პასუხებს შემდეგ კითხვებზე:
- როგორ მივცეთ ფანჯარას მოცულობა
- როგორ შევარჩიოთ ფარდების ფერი
- რომელი მატერიაა მოდაში
- როგორ შევარჩიოთ კარნიზი
იმისათვის , რომ ფანჯარას მეტი მოცულობა მივანიჭოთ საჭიროა ფარდები ბოლომდე არ ჩამოვაფაროთ, არამედ კუთხეებისკენ სამაგრით დავამაგროთ, ან უბრალოდ გადავწიოთ. ამ გზით ოთახში მეტი შუქი შემოვა და დიდი ფანჯრის ილუზიაც შეიქმნება. ასევე, სასურველია ფარდა ჭერთან ახლოს იყოს.
მოსახერხებელია, როცა ფარდის სიგრძე 1 სანტიმეტრით არის იადაკიდან დაცილებული, ან სულაც ოდნავ ეხება მას.
როგორ შევარჩიოთ ფარდის ფერი
რამდენიმე გზა არსებობს ფარდის ფერის შერჩევისა, ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია კედლის ფერის მიხედვით ფარდის ფერის გადაწყვეტა, ასეთ შემთხვევებში ძირითადად ინტერიერი საკმაოდ მიმზიდველია, მეორე ვარიანტია 1-2-3 ტონით კედელზე მუქი ფარდა ავიღოთ. ასევე, შეგვიძლია ავიღოთ დივნის ფერის ფარდა, თუმცა აჯობებს თუ სხვადასხვა ფერის იქნება.
ინტერიერში შეიძლება იყოს 3-ზე მეტი ფერი, მაგრამ სასურველია , რომ სამი ფერი ფიგურირებდეს.
ამათგან – 60%ით უნდა დომინირებდეს ძირითადი ფერი, 30%-ით დამატებითი ფერი, ხოლო 10%ით აქცენტური ფერი.
განსაკუთრებულად პოპულარულია თეთრი და ბეჟი ფარდები.
რაც შეეხება საძინებელს, აქ საქმე უფრო რთულად არის საქმე. ამ შემთხვევაში იმისათვის , რომ ინტერიერი უფრო ჰარმონიულად და კარგად გამოჩნდეს სასურველია ფარდა საწოლის თავის ფერი იყოს, ან გადასაფარებლის ფერი ესადაგებოდეს ფარდის ფერს.
საძინებელი ოთახისთვის ლურჯი ფერის ფარდა დიდი შეცდომაა, რადგან მთელი ყურადღება მასზე გადადის და სხვა ფერები იჩრდილება. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებლად ლურჯი, ან ცისფერი ფერის ფარდა გვსურს, ლოგინის თავიც სწორედ ამ ფერის უნდა იყოს.
ნახატებიანი შპალერის შემთხვევაში მნიშვნელოვანია , რომ ფრთხილად ვიმოქმედოთ და ყველაფერი მის ფერებთან შევახამოთ. ამ შემთხვევაში გადასაფარებელი და ფარდები ნახატებიანი აღარ უნდა იყოს.
შეგვიძლია ფარდებს ორნამენტიანი ნაჭრები მივაკეროთ.
იმ შემთხვევაში თუკი ჩვენ თეატრალური ფარდები გვაქვს, მისი გვერდებზე აწევა იქნება ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი.
ამ ბოლო ხანს, მოდაშია ჭერის ჩამოწევა , ამ შემთხვევაში იფარება კარნიზები, თუმცა ეს არცისე სწორი გადაწყვეტილებაა , რადგან ეს ფაქტი ჭერს აპატარავებს.
იმედია ჩვენი სტატია დაგეხმარებათ და გაგიადვილებთ საქმეს.