2022 წელს მხოლოდ ფერები არ იქნება მნიშვნელოვანი, ჩვენ ასევე ყურადღება ინტერიერში ნივთებს, სტილსა და განლაგებას უნდა მივაქციოთ. ამ თემაზე სასაუბროდ კი კვლავ ცისია ბებურიშვილს მივმართეთ და ამ წლის თამამად დაწყებამდე კიდევ რამდენიმე რჩევის გაზიარება ვთხოვეთ. – ცისია ბებურიშვილის რჩევები – აქცენტები 2022 წლის ინტერიერში
2022 წელს ისევე როგორც 2021-ში, ტრენდშია მინიმალიზმი და არაფერი ზედმეტი, თუმცა ოდნავ სახეცვლილი. ეს ცვლილება გულისხმობს, ფუტურისტულ და, ამავდროულად, თბილ შტრიხებს.
მაგალითად, ინტერიერეში აქცენტი შეიძლება გამოვყოთ უცნაური ფორმის სავარძლით, სკამით ან სხვა ფუტურისტული ნივთით.
ასევე, 2022 ის მნიშვნელოვანი შტრიხებია ისევ ბუნებრივი მასალები, თუმცა უფრო მეტად სიფერმკრთალისკენ, სიმსუბუქისა და ჰაეროვნებისკენ წასული
2021-თან შედარებით, წელს კიდევ უფრო აქტუალური ხდება ბუნების ინტეგრაცია ინტერიერში. ხშირად შევხვდებით ნატურალური ქვის ეფექტის კედლებს ან თუნდაც თავისუფალი, ბუნებრივი ფორმის ნიჟარებს სველ წერტილში.
ამის გარდა, აქტუალური იქნება მომრგვალებული, ფუტურისტული კედლები და მომრგვალებული, მინიმალისტური ავეჯი.
გასაკვირი არაა, რომ 2022-ში მეტი აქცენტი იქნება ჭკვიან სახლებზე და აქვე აღსანიშნავია ე.წ ჭკვიანი შუშის პოპულარიზაცია ( smart-glass), რომელიც ტექნიკურად, თითის ერთ ღილაკზე დაჭერით, პრიალა ზედაპირიდან-გლუვად შეიძლება გარდავქმნათ.
2022-ში ხე და ბეტონი კიდევ უფრო დაუმუშავებელი სახით გვხდება, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმიან მინიმალისტურ ინტერიერს. აქვე აღსანიშნავია ტერაცოც, რომელიც უფრო წვრილი ნატეხების სახით იქნება აქტუალური.
2022-ის მოდური აქცენტი იქნება ინტერიერის მცენარეებზე და გასულ წელთან შედარებით, კიდევ უფრო მეტი მცენარე შეგვიძლია რომ შემოვიტანოთ ჩვენს სივრცეში და ბოტანიკური ბაღის იერიც კი მივცეთ ჩვენს ინტერიერს
აღსანიშნავია ისიც, რომ პანდემიიდან გამომდინარე, დიდი ყურადღება ეთმობა სახლში მოსასვენებელ ადგილებს, სადაც მშვიდად შეგვეძლება წიგნის წაკითხვა ან მუშაობა.
2022-ის დეკორად შეგვიძლია გამოვიყენოთ აზიური შტრიხებიც. ასევე გავალამაზოთ ჩვენი ინტერიერი პატარა ისტორიული ნივთებით, რომლებსაც ძველი შესახედაობა აქვთ. იქნება ეს მცენარის ქოთანი თუ პატარა დეკორი.
როგორც ვიცით, 2022 არის ვეფხვის წელი. იქიდან გამომდინარე, რომ ვეფხვი არის კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი, აღსანიშნავია მისი სიძლიერე და ძლევამოსილება. ის მიიიჩნევა კრეატიულ, დამოუკიდებელ და იდეებით აღსავსედ. ინტერიერის დიზაინშიც, ვეფხვის წელი ეძებს პოზიტიურ, ფუნქციურ და მტკიცე ვიზუალებს.
ჩინურ კულტურაში, ვეფხვი მიიჩნევა ბავშვების დამცველად. Შესაბამისად, სასურველია, თუ 2022-ში მეტ ყურადღებას მივაქცევთ ბავშვებისა და თინეიჯერების ოთახების ინტერიერის დახვეწას.
ამის გარდა, ვეფხვის ხასიათიდან გამომდინარე, ინტერიერი უნდა იყოს ხარისხიანი და კომფორტული….
ითვლება, რომ ვეფხვს უყვარს ვცლილებები და მრავალფეროვნება, შესაბამისად, ინტერიერი უნდა იყოს მარტივად გადაწყობადი. ეს გულისხმობს იმას, რომ შესაძლებელი იქნება ავეჯისა და დეკორის მარტივად ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადატანა და სივრცის იერსახის შეცვლა.
გასული წლების ტრენდებიდან მიიჩნევა, რომ უნდა დავივიწყოთ გახსნილი სივრცის გეგმარება. 2022-ში მეტი ყურადღება ეთმობა დახურულ, პრივატულ სივრცეებს. ეს ყოველივე მომდინარეობს ისევ და ისევ პანდემიური ცხოვრების სტილისგან.
ადამიანები უფრო მეტ დროს ვატარებთ სახლში, შესაბამისად, ყველა ოჯახის წევრს ესაჭიროება მეტი კომფორტი და მულტიფუნქციური პირადი სივრცე, რათა შეძლონ მშვიდ გარემოში მუშაობა, ვარჯიში ან ჰობით დაკავება.
როგორც ვხედავთ, 2022 წელს ბევრი სიახლე და საინტერესო დეტალები შემოდის ინტერიერის დიზაინში. ტრენდები მუდმივად იცვლება, თუმცა, მაინც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რა მოგვწონს და გვეკომფორტულება პირადად ჩვენ და რა ემოცია და განწყობა მოაქვს ჩვენზე იმ სივრცეს, რომელშიც ვიმყოფებით.
– ცისია ბებურიშვილის რჩევები – აქცენტები 2022 წლის ინტერიერში
წინა ბლოგი – 2022 წლის ტრენდული ფერები – რჩევები ცისია ბებურიშვილისგან