და აი ასე, ამ წლის პირველი ბლოგით დაგიბრუნდით. როგორც ინტერიერის დიზაინერები და მოდის ექსპერტები ამბობენ, 2022 წელი საინტერესო იქნება და ამ წელს ჩვენ, ბევრ განსხვავებულ ფერთა გადაწყვეტას და ახალ შტრიხებს ვიხილავთ. ამ წლის პირველი ბლოგი მოკლე ინტერვიუთი დავიწყეთ და ფორტისის გუნდის წევრს, გამოცდილ ინტერიერის დიზაინერს ვესაუბრეთ – ნახეთ, 2022 წლის ტრენდული ფერები – რჩევები ცისია ბებურიშვილისგან

– ცისია ეს ჩვენი პირველი ინტერვიუა, გაეცანი ბლოგების მკითხველებს და გვითხარი, როგორ მოხვდი ფორტისში?

– პირველ რიგში, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, მე ვარ ცისია ბებურიშვილი, ინტერიერის დიზაინერი და ასევე ლექტორი ამ მიმართულებით. კომპანია ფორტისში ვმუშაობ ამ კომპანიის დაფუძნების, ფაქტიურად, პირველივე დღიდან – უკვე 4 წელიწადია და საოცრად ოჯახური და მშობლიური დამოკიდებულება მაქვს ჩემი კომპანიისადმი.

ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც კომპანიის შექმნის პირველივე დღიდან თანამონაწილე ვარ ყოველდღიური წინსვლის და მინდა, რომ ჩვენი გუნდის ულიმიტო შესაძლებლობებისა და წარმატების მომსწრე მუდამ გავხდე.

– რას გვეტყვი 2022 წლის ტრენდულ ფერებსა და საინტერესო გადაწყვეტებზე ინტერიერში?

– ზოგადად, ფერები უდიდეს როლს თამაშობს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ინტერიერის დიზაინის სფეროში, ყოველ წელს სახელდება წლის ფერი, რომელიც დიდი აქტუალურობით სარგებლობს ხოლმე მიმდინარე წელს.

2022 წლის ფრად pantone-მა დაასახელა ” very peri”, რომელსაც აქვს ლავანდისფერი შეფერილობა.

წელს ეს კონკრეტული ფერი “სიახლის” სიმბოლოდ მიიჩნევა და პირდაპირპროპორციულია ადამიანის მიზნების მიღწევისა.

ორწლიანი ინტენსიური პანდემიური ცხოვრების რიტმის შემდეგ, ეს ფერი ახალ საწყისებსა და იმედებს გვპირდება. მოაქვს სიმშვიდე, ბედნიერება, დადებითი აურა და ოპტიმიზმი.

ამის გარდა, ამ ფერს ახასიათებენ, როგორც იმ ენერგიის მიმზიდველად, როგორი ცხოვრებაც გვინდა რომ გვქონდეს….

ეს ყოველივე კი აუცილებელი ემოციებია, რომლებსაც ინტერიერი უნდა იწვევდეს ჩვენში.

very peri interior design

ინტერიერის დიზაინში ამ ფერის გამოყენება, მისი ინტენსიურობიდან გამომდინარე, რეკომენდირებულია კონკრეტულ დეტალებში და არა მასიურად.

ამ ფრად შეგვიძლია შევღებოთ ერთი კედელი, ან აქცენტურ შტრიხად  გამოვიყენოთ დეკორში.

ამის გარდა, მნიშვნელოვანი ფერი იქნება მწვანეც, რომელიც ბუნებასთან და მცენარეებთან ასოცირდება.

fortis-blog

ასევე ტრენდული იქნება ქვიშისფერიც თავისი ჰაეროვანი ხასიათით.

თუმცა წელს აქტუალურობას არც მკვეთრი აქცენტური ფერები კარგავენ, რომლებიც შეგვიძლია მცირედ დეტალებში გამოვიყენოთ.  და აქაც, მთავარი წესია, არ დავკარგოთ მინიმალიზმი და არ გადავტვირთოთ ინტერიერი.

– 2022 წლის ტრენდული ფერები – რჩევები ცისია ბებურიშვილისგან

წინა ბლოგი – 2022 წლის ტრენდული ფერი ცნობილია ყველაფერი Very peri-ზე

Facebook Instagram