თითქოს არცერთი ცნობილი ადამიანის სახლი აღარ იწვევს ჩვენს გაკვირვებას, რადგან მათი ქონება, მდიდრული სახლები და ათობით კილომეტრზე გადაჭიმული ედემის ბაღები ბევრჯერ ვნახეთ. მაგრამ საზღვარი კარგსა და საუკეთესოს შორის მუდამ იცვლება. ამჯერად, ცნობილი სელებრითების კიდევ უფრო ცნობილ სახლებში შეგაჭყიტებთ, ნახეთ – ცნობილი ადამიანების სახლები რომლებზეც ფიქრს ვერ შეწყვეტთ

ტრევის სკოტის სახლი

ამერიკელი რეპერის ტრევის სკოტის 23 მილიონიანი სახლი, მუდამ საფიქრალი სახლების სიაში უნდა შევიყვანოთ, რადგან ეს საოცარი ნაგებობა, ფიქრს ნამდვილად იმსახურებს.

მოდით სკოტის არქიტექტურულ შედევრსა და გემოვნებას გადავავლოთ თვალის…

2020 წლის ივნისში ამერიკელმა რეპერმა 23.5 მილიონად ახალი სახლი იყიდა, რომელიც ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ უბანში საკმაოდ დიდ ტერიტორიას იკავებს. სახლში 7 საძინებელი, 8 სააბაზანო და სამი სართულია.

სახლს დიდი, გაშლილი ვერანდა აქვს, პატარა კინოთეატრი და ღვინის დიდი სათავსო ოთახი, მარანი.

არქიტექტურა რომ შთამბეჭდავია ცხადია, თუმცა დააკვირდით, როგორი უცხო და განსხვავებულია ინტერიერის დიზაინიც.

კარა დელევინის სახლი

ინგლისელი მოდელი კარა დელევინი ზღაპრულ სახლში ცხოვრობს და საკუთარი გემოვნების დემონსტრაციას ყოველთვის თამამად ცდილობს.

თუ „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ რეალურ ცხოვრებაში ჯერ არ გინახავთ, მაშინ კარას სახლი უნდა დაათვალიეროთ. მოდელის მთელი ინტერიერი ზღაპრული, დისნეის მულტფილმიდან გადმოხატული გეგონებათ.

კარას ფერადი სახლი 1940 წლის სტილის ინსპირაციაა, რომელიც ინტერიერის დიზაინერმა ნიკოლო ბინიმ სპეციალურად მოდელისთვის შექმნა.

სახლში ორი საგარდერობე ოთახია, ასევე სათამაშო ოთახი, ვინტაჟური სათამაშო აპარატებით. დიდი პიანინო, გუჩის პრინტით შექმნილი ავეჯი და კედლები. რაც მთავარია კარას ბავშვობის დროინდელი სათამაშოები სხვადასხვა ოთახშია გადანაწილებული.

როგორც ჩანს, მოდელს უცნაური გემოვნება აქვს და ფერადი, გადატვირთული და ყველასგან განსხვავებული სახლები მოსწონს.

დაკოტა ჯონსონის სახლი

დაკოტა ჯონსონის სახლი თქვენთვის ადრეც გვიჩვენებია, თუმცა ამ სიაში ყოფნას ეს მსახიობი და მისი სახლიც იმსახურებს.

ხშირად ამბობენ, რომ დაკოტას სახლი სულ არ ჰგავს „სელებრითის“ სახლს, რადგან დაკოტას ინტერიერი ვინტაჟური, რეტრო და ცოტა მოძველებურია.

მსახიობის თქმით, მისი მწვანე სამზარეულო და ძველებური დივანი ყველა სხვა სახლს ურჩევნია.

ინტერიერი, 70-იანი წლების სტილს მიჰყვება, სულაც არ არის დიდი, თუმცა კომფორტულია და ყველა დეტალი ჯონსონის მოგონებას და ხასიათს უკავშირდება.

დაკოტას სახლს გამორჩეული არქიტექტურის შედევრს ვერ ვუწოდებთ, თუმცა მისი ინტერიერი ნამდვილად გემოვნებიანია და ფიქრს დეტალები, კედლის დეკორი, ნახატები და ძველებური ავეჯი დაგაწყებინებთ.

ეშტონ კაჩერისა და მილა კუნისის სახლი

ჰოლივუდის ორი ცნობილი მსახიობი 70-იანი წლების ძველებურ სახლში ცხოვრობს. ვერ ვიტყოდით რომ სახლი პატარაა, პირიქით სახლი საკმაოდ დიდია, თან მაღალი ჭერითა და დიდი საცურაო აუზით.

სახლის ინტერიერი კი მთლიანად 70-იან წლებს მიყვება. თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მილასა და ეშტონს კარგი გემოვნება აქვთ.

ავეჯი, ფერების შეხამება და ინტერიერში სტილისა და გემოვნების ერთიანობა იმდენად სასიამოვნოა, რომ მასზე ფიქრს ვერ შეწყვეტთ.

მსახიობებს გათვალისწინებული აქვთ განათების როლი ინტერიერში, მცენარეების ადგილი და ფერების საინტერესო გადასვლა.

ეშტონსა და მილას უცხო, გამორჩეული გადაწყვეტები ჰყვარებიათ.

 

ცნობილი ადამიანების სახლები რომლებზეც ფიქრს ვერ შეწყვეტთ

წინა ბლოგი – როგორ მოაწყოთ სახლი საშემოდგომოდ ზოდიაქოს მიხედვით

Facebook Instagram