დრო გადის და ირგვლივ ყველაფერი იცვლება, ცვლილება ყოველთვის ეხება ინტერიერსაც. თუ 5 წლის წინ წითელი ფერი ტრენდების სათავეში იყო, წელს ტრენდული ფერების პალიტრამ სხვა ფერი დაიმატა და სტილმა სახე რადიკალურად შეიცვალა. არსებობს მცირე დეტალები, რომელსაც ინტერიერში ხშირად შეხვდებით, ასეთი 5  დეტალი შევკრიბეთ. ნახეთ, 5 ყველაზე მოთხოვნადი დეტალი ინტერიერში – რა მოსწონს ხალხს

მარმარილო

ბინა ფანასკერტელზე | ინტერიერის დიზაინი

მარმარილო მოდიდან არ გადადის, ეს კი მარტივი შესამჩნევია, გადახედეთ ინტერიერებს, შეიხედეთ მეგობრებისა და ახლობლების ოთახებში და მარმარილოსადმი სიყვარულს თქვენც შეამჩნევთ.

ბინა ფანასკერტელზე | ინტერიერის დიზაინი

მარმარილო მდიდრული მასალაა, მას ინტერიერში სასიამოვნო ხიბლი და თავისებური სილამაზე შემოაქვს სწორედ ამიტომ მასზე მოთხოვნა ყოველთვის არის.

მცენარეები

ბინა ფანასკერტელზე | ინტერიერის დიზაინი

ინტერიერში იყო და ყოველთვის მოთხოვნად დეტალად დარჩება მწვანე და ცოცხალი ოთახის მცენარეები.

ბინა ფანასკერტელზე | ინტერიერის დიზაინი

მცენარეების ინტერიერში გამოყენება ჯერ კიდევ 1900-იან წლებში დაიწყო და დრო და დრო მასზე მოთხოვნა იმატებს. მცენარეები ინტერიერს სიცოცხლეს და ხალისს მატებს.

ჭაღი

განათება ყველა ინტერიერში მოთხოვნადია, თუმცა გრანდიოზული ჭაღების სიყვარული როგორც მცენარეების 1900-იანი წლებიდან იწყება.

ძველად ავეჯის სხვა სტილი იყო მოდაში, შესაბამისად, არისტოკრატულ და ბურჟუაზიულ სტილს დიდი ზომის ჭაღებს უხდენდნენ ხოლმე. ავეჯის სტილი შეიცვალა, მაგრამ, მოთხოვნა ჭაღებზე არ მცირდება.

interieris-dizaini-simetria-lisi

დიდი ზომის ჭაღი ოთახში შესვლისთანავე იქცევს ყურადღებას და შესაძლოა ცარიელ ინტერიერში მრავალფეროვნება მხოლოდ მისი დახმარებით შექმნათ.

ხალიჩა

ბინა ფანასკერტელზე | ინტერიერის დიზაინი

ინტერიერში ხალიჩა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მოთხოვნადი დეტალია. შეიძლება ითქვას, რომ გემოვნებიან ინტერიერში ხალიჩას ხშირად შეხვდებით.

ხალიჩის ზომის, ფერის, ტექსტურისა და სტილის მილიონობით არჩევანი არსებობს, მას კი კონკრეტულ ინტერიერს სახლის მოწყობისას უხამებენ.

ბინა ფანასკერტელზე | ინტერიერის დიზაინი

ეს ცნობილი აქსესუარი კომფორტს ქმნის, განსაკუთრებით კარგია ზამთარში და ბავშვებისთვის სათამაშო კუთხის ან მთლიანად ოთახის გასალამაზებლად.

კედელი სარკე

კერძო სახლი ვერძისში

ამ ბოლო დროს ინტერიერს კედელზე გაკეთებული სარკეების ნაკრები ეგრედ წოდებული კედელი სარკე შემოეჩვია. ამ ლამაზ დეტალს ინტერიერში იმიტომ ამატებენ, რომ ოთახის ცარიელი ნაწილი გამოცოცხლდეს და ინტერიერიც სისრულეში მოვიდეს.

კერძო სახლი ვერძისში

სარკეების ერთიანობა ბევრ ფუნქციას ითავსებს, უხდება ინტერიერს, ლამაზი და დახვეწილია და ფოტოების გადაღებისთვისაც იდეალური არჩევანია.

5 ყველაზე მოთხოვნადი დეტალი ინტერიერში – რა მოსწონს ხალხს

წინა ბლოგი – ცნობილი ადამიანების სახლები რომლებზეც ფიქრს ვერ შეწყვეტთ

Facebook Instagram