ისევ სახლის მოწყობაზე სასაუბროდ შევიკრიბეთ, ამჯერად 7 ნაბიჯი უნდა გაგიზიაროთ, რომელიც არა სახლის, არამედ კონკრეტულად რომელიმე ოთახის მოსაწყობად გამოგადგებათ. ინტერიერში უნივერსალური რჩევებიც არსებობს, რომლებიც ყველას და ყველაფერს ერგება და მაინც გემოვნებიან ინტერიერს ქმნის.  ნახეთ, 7 ნაბიჯი რომელიც ოთახის მოწყობამდე უნდა გადადგათ

შექმენით განწყობა

ინტერიერის დიზაინი | საკუთარი სახლი წავკისში

ამ სიტყვებს პირდაპირ ნუ გაიგებთ, განწყობის შექმნა იმაზე რთულია, ვიდრე ასე შორიდან ჩანს. შექმენით განწყობა, როგორი ოთახი გსურთ, განწყობის შექმნაში ფერების, სტილისა და ტექსტილების არჩევაც იგულისხმება.

ამიტომ როდესაც ოთახში განწყობის შემქნას დაიწყებთ, ყველაფერი კარგად გაითვალისწინეთ.

იპოვეთ ინსპირაცია

ინტერიერის დიზაინი | საკუთარი სახლი წავკისში

ინტერიერში ცვლილებები რთულია ინსპირაციის გარეშე, უნდა იცოდეთ მიახლოებით როგორი ოთახი გსურთ, რა ფერებმა და სტილმა უნდა იჩინოს თავი და როგორი ავეჯის დომინირება გსურთ.

შესაძლებელია ინსპირაცია სხვისი სახლი, საყვარელი ფერების კომბინაცია და სხვა მრავალი რამ იყოს.

შეადგინეთ გეგმა, მონახაზი

ინტერიერის დიზაინი | საკუთარი სახლი წავკისში

აქ ლოგინს დავდგამ, აქ კი კარადას. ასე ზეპირად ყველაფრის თქმა მარტივია, თუმცა შემდგომში პრობლემებს იწვევს. ამიტომ ჯობს ინტერიერში ოთახის მოწყობამდე კონკრეტული გეგმა, მონახაზი შეადგინოთ.

ეს ნაბიჯი სამომავლო ცვლილებებს, რემონტს გაგიმარტივებთ. ასე ზომებსაც უკეთ აიღებთ და ავეჯსაც ზუსტად მოარგებთ ოთახს.

შეარჩიეთ ფერების პალიტრა

ინტერიერის დიზაინი | საკუთარი სახლი წავკისში

სანამ უშუალოდ მოწყობას და გარემონტებას დაიწყებთ, სავარაუდო ფერების პალიტრიდან საყვარელი 5 ფერი ამოარჩიეთ, რომელთა ნახვას ინტერიერში ისურვებდით.

ფერების არჩევა საძიებო თვალსაწიერს შეამცირებს, ასე სასურველ ავეჯს, შპალიერს, ფარდებს და სხვა დანარჩენ დეტალებს მალე იპოვით.

რას იტყვით მეორეულ ავეჯზე ?

ინტერიერის დიზაინი | საკუთარი სახლი წავკისში

სახლის მოწყობისას შესაძლებელია თქვენთვის სასურველი ავეჯი სწორედ, მეორეული ავეჯის მაღაზიებსა და ინტერნეტში იპოვოთ.

ახალი ავეჯი კარია, თუმცა ვინტაჟური სტილის მოსაწყობად ეს ხერხიც გამოგადგებათ.

სწორად, დაკვრივებით შეარჩიეთ ხალიჩები და ფარდები

ინტერიერის დიზაინი | საკუთარი სახლი წავკისში

ერთ პატარა ოთახში არასწორად შერჩეული გადასაფარებელიც კი შესამჩნევად დიდ პრობლემას ქმნის, ამიტომ ოთახის მოწყობისას სწორად შეარჩიეთ ხალიჩა, ფარდები და გემოვენებიანი ინტერიერი აუცილებლად თქვენი იქნება.

ყოველთვის გაანათეთ ოთახი

ინტერიერის დიზაინი | საკუთარი სახლი წავკისში

სინათლე არასდროსაა ზედმეტი, ნუ დაინანებთ მას და მოსაწყენი სიჩუმის მაგივრად, მზით სავსე სინათლე შემოუშვით. თუ ბუნებრივი განათება არ გყოფნით დაამატეთ ხელოვნური, გაანათეთ და ააკაშკაშეთ სივრცე, სადაც უნდა იცხოროთ.

წინა ბლოგი – როგორ უნდა მოაწყოთ კოტეჯი – მარტივი რჩევები დამწყებებისთვის

Facebook Instagram