შემოდგომის მოსვლას უკვე ვეგებებით, ტრენდებიც მიმოვიხილეთ და ზაფხულის გასაცილებლადაც მზად ვართ. ახლა კი დროა, ცოტა ფერებზეც ვისაუბროთ და ამ წლის შემოდგომის რამდენიმე მთავარი ფერი განვიხილოთ, რომელთა გარეშეც 2021 წელი ვერ ჩაივლის. ნახეთ, ფერები რომლებსაც შემოდგომის ინტერიერში შეხვდებით.
ყვითელი
ამ წლის შემოდგომა ყვითელი ფერით იწყება, თუმცა არა ჩვეულებრივი ყვითლით, არამედ ცოტა მდოგვისფერსა და ჩამავალი მზის სხივების ფერში გარდამავალი ყვითლით.
ყვითელი ფერი შემოდგომის ერთ-ერთი აქტუალური ფერია, რომელსაც წელსაც ხშირად შეხვდებით.
მწვანე
მწვანე, თუმცა არა ჩვეულებრივი არამედ განსხვავებული, პიტნისფერი და ჭაობისფერი მწვანე ტონები წელს ინტერიერს უნდა ამშვენებდეს.
ტრენდული ფერთა გადაწყვეტა არა მარტო ზაფხულისა და გაზაფხულის, არამედ ამ ფერად-ფერადი სეზონის განუყოფელი ნაწილია.
ყავისფერი
ყავისფერის გარეშე შემოდგომა ხომ წარმოუდგენელია, ყავისფერის სხვადსხვა ტონალობებს ფოთოლცვენის სეზონზეც შეამჩნევთ, ეს ფერები ინტერიერში ხშირად გამოყენებადია.
ყავისფერი უხდება თითქმის ყველა სხვა ფერს და იდეალურად ჯდება სახლის სხვადსხვა ინტერიერში.
ვარდისფერი
ბედნიერი, ცოცხალი და ენერგიული ვარდისფერი არც ამ შემოდგომას გვავიწყდება. 2021 წელს ინტერიერში ვარდისფერ დეტალებსაც შენიშნავთ.
ვარდისფერის ტონალობები, ჭუჭყიანი ვარდისფერი, ღია და მუქი ვარდისფერები ერთმანეთს უხდება და ინტერიერშიც ლამაზ, დახვეწილ იერს ქმნის.
ბეჟი ფერები
და ბოლოს შემოდგომის და არამარტო შემოდგომის, მინიმალიზმისა და ინტერიერსი საყვარელი ბეჟი ფერებიც განვიხილოთ.
მინიმალისტებს ბეჟი ფერები გამორჩეულად უყვართ, ღია ყავისფერი, კრემისფერი, მარგალიტისფერი თეთრი და სხვა ბაცი ფერები შემოდგომასთან ასოცირდება.
ბეჟ ფერთა ტონალობები ამშვიდებს თვალს და ნეიტრალურ ინტერიერს ქმნის, რაც ავეჯის შერჩევასა და სახლის მოწყობაში დაგეხმარებათ. – ფერები რომლებსაც შემოდგომის ინტერიერში შეხვდებით
წინა ბლოგი – 2021 წლის შემოდგომის 5 მთავარი ტრენდი თქვენი ინტერიერისთვის