ჩვენი ინტერიერის დიზაინები მხოლოდ სახლებსა და აგარაკებს არ მოიცავს, ფორტისში ნებისმიერი სივრცის გალამაზება და კეთილმოწყობაა შესაძლებელი და ამის დასამტკიცებლად, სილამაზის სალონის ინტერიერზე უნდა გესაუბროთ. ინტერიერზე საუბარს კი კვლავ რჩევებით დავიწყებთ. 5 რჩევა რომელიც სილამაზის სალონის მოწყობაში დაგეხმარებათ
აირჩიეთ ინტერიერის თემატიკა
უნდა ვაღიაროთ, რომ სილამაზის სალონში ერთ-ერთ უმთავრეს როლს სწორედ დახვეწილი, ლამაზი ინტერიერი თამაშობს, ამიტომ მისი სწორად მოწყობისთვის პირველ რიგში თქვენი სალონის თემატიკა უნდა შეარჩიოთ.
შეარჩიეთ მიახლოებით რა სტილის წარმოგიდგენიათ სამუშაო სივრცე, რა პროცედურები დახვდებათ თქვენთან მოსულ სტუმრებს და როდესაც თემას შეარჩევთ, მიჰყევით მას.
თემის არჩევა ფერების კონტრასტსაც უკავშირდება. თუ სადა ფერები გსურთ, დაიცავით ბალანსი და მკვეთრ გადასვლებს ნუ გააკეთებთ, ასევე სცადეთ იყოთ ინოვაციურები, ეს თქვენს სალონს აუცილებლად გამოარჩევს.
შექმენით სრულყოფილი განათება
სალონი განათების გარეშე? – არა, წარმოუდგენელია. განათება სილამაზის სალონის მნიშვნელოვანი მახასიათებელია.
თუ თქვენი სივრცე დიდი ფანჯრებითა და ნათელი ვიტრინებით არის დატვირთული მაშინ გაგიმართლათ, ბუნებრივი ნათება თქვენი გასაღებია
თუ არა, მაშინ სანათები და კედელზე გაყოლებული მკვეთრი შუქები არ დაიშუროთ.
სალონის მოწყობისას სასურველი იქნება, თუ ცივ და თბილ განათებას, ორივეს კონტრასტულად გამოიყენებთ.
არ დაგავიწყდეთ სიმწვანე, დადგით მცენარეები
უნდა გამოგიტყდეთ მცენარეების გამოყენება ყველა ინტერიერში გვიყვარს, რადგან ეს სიმწვანე მართლაც ყველა სივრცეს ერგება, მათ შორის სილამაზის სალონს.
დადგით ცოცხალი მცენარეები, ისინი არა მხოლოდ გაახალისებენ თქვენს სივრცეს, არამედ გაწმენდენ ჰაერს და თქვენ უფრო ჯანსაღ, ბუნებრივ გარემოს შექმნით.
გახსოვდეთ, ინტერიერში მცენარეების შემოტანა საუკეთესო საშუალებაა ბუნებრივი დამამშვიდებელი შეგრძენებების შესაქმნელად, რაც სალონს ნამდვილად სჭირდება.
სწორად შეარჩეით ავეჯი
სილამაზის სამყაროს შესაქმნელად ყველა ტიპის ავეჯი ნამდვილად არ გამოგადგებათ, თქვენ დიდი დაკვირვებითა და საჭიროების მიხედვით უნდა შეარჩიოთ ის.
სწორი ავეჯის შერჩევით თქვენ უზრუნველყოფთ კლინეტის კომფორტს, ასევე ალამაზებთ საერთო ინტერიერს და ქმნით სტილსა თუ თემატიკას.
თქვენ მიერ შერჩეული ავეჯი უნდა იძლეოდეს საშუალებას, ნებისმიერი სტუმარი საათობით კომფორტულად იჯდეს სავარძლებში და დასვენებისა და განტვირთვის გარდა არაფერზე ფიქრობდეს.
დეკორი, დეკორი და ისევ დეკორი
ხელოვნება ყველას გვიყვარს და ხელოვნების სწორი არჩევანი თქვენს სალონს უფრო მისასალმებელ, თანამედროვე და ინტერესიან სივრცედ აქცევს.
სანამ ინტერიერის მოწყობას საბოლოოდ დაასრულებთ ერთი-ორი სადა ნახატი, რამდენიმე დეკორატიული ნივთი და შესაფერისი დეკორი შეარჩიეთ.
ამ ყველა ზემოთ ჩამოთვლილის შემდეგ კი შეგიძლიათ თქვენი სრულყოფილი სილამაზის სალონი გახსნისთვის მოამზადოთ.
5 რჩევა რომელიც სილამაზის სალონის მოწყობაში დაგეხმარებათ
წინა ბლოგი – ფერები რომლებსაც შემოდგომის ინტერიერში შეხვდებით