შემოდგომაც მოვიდა, წლევანდელი ზაფხული თავისი ცოცხალი ფერებითა და ტრენდული დეტალებით დაგვემშვიდობა და ახლა დროა, კარი ყვითელ, წითელ ფერებსა და ქარიან ამინდებს გავუღოთ. შემოდგომის მოსვლას ინტერიერის დიზაინერებიც მომზადებულები ხვდებიან და თქვენთვის 2021 წლის საშემოდგომო ტრენდების ხუთეული შევკრიბეთ.  ნახეთ, 2021 წლის შემოდგომის 5 მთავარი ტრენდი თქვენი ინტერიერისთვის.

თბილი ფერები, ნატურალური გადაწყვეტები

ინტერიერში თბილი ფერები არ გვტოვებენ, 2021 წელს საშემოდგომოდ თბილი პალიტრის ყველა ფერი გაითვალისწინეთ. ნატურალური გადაწყვეტები კვლავ მოდაშია.

ყვითელი, სტაფილოსფერი, წითელი, კრემისფერი და სხვა მსგავსი ფერები შემოდგომას იბყრობს.

ვინტაჟური დეკორი

kerdzo saxli dighomshi

ეძიეთ კომფორტი იმაში, რაც წლებია სახლში გაქვთ და უყურადღებოდ არ დატოვოთ ვინტაჟური ნივთები.

წელს შემოდგომაზე ვინტაჟი კვლავ უბრუნდება აქტუალური დეტალების სიას, ასე რომ კარგად ნაცნობისა და მივიწყებული ძველი ნივთების, ფერებისა და ავეჯის მოძებნის დროა.

კომფორტული და თბილი მატერიები

kerdzo saxli dighomshi

არსებობს ერთი რამ, რაც თითქმის ყველა დიზაინერს ეხმარება – ეს ულტრა რბილი ქსოვილები და ბუნებრივი მატერიებია.

შემოდგომის 5 ტრენდს შორის მატერიებიც შედის, შეარჩიეთ ახალი გადასაფარებლები, ფარდები, პლედები და შემოდგომას მომზადებული შეხვდით.

ფუმფულა საწოლი

kerdzo saxli dighomshi

რაც არ უნდა სახალისო იყოს, ინტერიერის ტრენდებში ფუნფულა, ფენებად გაშლილი საწოლიც მოხვდა.

აი ისეთი, ფილმებში რომ ვნახულობთ ხოლმე, ბევრი ბალიშით, რამდენიმე პლედითა და ცოტა ქაოსური სტილით.

ფენებად გაშლილი ლოგინი, ბევრი ბალიშით, გრილ დღეებში ყველაზე კომფორტული არჩევანია და ყვითელ-წითელ სეზონს ძალიან უხდება.

დეტალები ბუნებიდან

kerdzo saxli dighomshi

და ბოლო ტრენდი, რომელიც ამ წელს არ უნდა გამოგრჩეთ ბუნებას უკავშირდება. შეაგროვეთ ფოთლები, საშემოდგომო ყვავილები და ინტერიერში ალაგ-ალაგ გადაანაწილეთ.

თუ სახლში სეზონის შესაფერისი განწყობის შექმნა გინდათ, გამხმარი ფოთლები, ქოთნის ყვავილები და სეზონიური ხილი ლარნაკზე საუკეთესო არჩევანია. – 2021 წლის შემოდგომის 5 მთავარი ტრენდი თქვენი ინტერიერისთვის

წინა ბლოგი – რატომ უნდა აირჩიოთ სახლის მოწყობისა და აშენებისთვის ხის მასალა

Facebook Instagram