სახლში მცენარეებს ინტერიერის გასალამაზებლად, ჩვენი გაწყობის ასამაღლებლად და სხვა მილიონი მიზეზით ვდგამთ. მათ დიდი ყურადღებითა და მონდომებით ვარჩევთ შემდეგ კი ასევე დიდი ყურადღებით ვუვლით თითოეულს. მცენარეები ნამდვილად კარგია, თუმცა არსებობს რამდენიმე ჯიშის ყვავილი და ბუჩქნარი რომელიც სახლში არ უნდა დადგათ. ნახეთ, რომელი მცენარე არ უნდა შეიძინოთ თქვენი ინტერიერისთვის
ინგლისური სურო
რა კარგია სურო, სახლის სახურავამდე გაიზრდება და ლამაზ ექსტერიერსაც შექმნის.
არა, სურო და თან ინგლისური კარგი ნამდვილად არ არის, ეს მცენარე ზოგიერთ ადამიანში მძიმე ალერგიულ რეაქციას იწვევს, ისეთ ალერგიას, რომელსაც გამონაყარი და სხეულის ქავილი მოყვება თან.
თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ, დაიმახსოვრეთ რომ ინგლისური სურო მათთვის განსაკუთრებით საზიანოა…
თუკი მას ცხოველი შეჭამს შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები დამბლა და უარეს შემთხვევაში კომა.
ფიკუსის ხე
ფიკუსის ხეები ჩვეულებრივ სახლის მცენარეებად არის ცნობილი და ამ მცენარეზე ბევრს არ ვისაუბრებთ…
უბრალოდ გახსოვდეთ რომ ფიკუსი იკრავს მტვერს, მისი ფოთლები მუდამ სავსეა სახლში არსებული ყველა მტვრის ნაწილაკით და რეგულარული გაწმენდის შემთხვევაშიც რთულია მუდმივი მტვერის მოშორება.
თუ ფიკუსს იყიდით მზად იყავით მუდმივი მტვრისა და ალერგიისთვის…
არეკა პალმები
სახლში პალმების ყოფნა გვაგრძნობინებს რომ ჩვენ ტროპიკებში ვართ, თუმცა ყველა პალმის დადგმა არ არის მიზანშეწონილი.
არეკა პალმები ცნობილია ობის ტკიპებით, რომელიც მას წამოზრდიდან რამდენიმე თვეში უჩნდება და მთლიანად ანადგურებს მცენარეს.
თუ არეკა პალმებს შეიძენთ, იცოდეთ რომ მისი ფოთლები განადგურებას დაიწყებს და ეს ტკიპების ბრალი იქნება…
სპილოს ყური
კიდევ ერთი ლამაზი და საინტერესო მცენარე, რომელსაც ბევრ ინტერიერში შეხვდებით.
ფრთხილად იყავით, ის საკმაოდ ლამაზია მაგრამ ამავდროულად ტოქსიკური მცენარის სახელით არის ცნობილი.
თუ სახლში შინაური ცხოველი გყავთ შეიძლება მისმა ფოთლებმა თქვენს ძაღლებსა და კატებში ალერგიული რეაქცია პირისა და ენის წვა და შეშუპება გამოიწვიოს.
ბანანის ხე
ბოლო მცენარე, ყველასთვის ნაცნობი და ტრენდული ბანანის ხე, რომელსაც საქარველოშიც ხშირად შეხვდებით. შავი ზღვისპირეთს თუ გადახედავთ ბანანის ხეები ყველგან დგას, თუმცა მის მოვლაზე არავინ არაფერი იცის.
დაიმახსოვრებთ, რომ ბანანის ხეს მუდმივი სითბო, ტენი და მზე სჭირდება, ზამთარში მას შესაბამისი გარემო უნდა შეუქმნათ, ასევე ბანანის ხე მწერების დიდი მოყვარულია და მზად იყავით სხვადასხვა მწერის მოგერიებისთვის. – რომელი მცენარე არ უნდა შეიძინოთ თქვენი ინტერიერისთვის
წინა ბლოგი – რჩევები რატომ უნდა ჩამოკიდოთ ტელევიზორი კედელზე