სახლის მოწყობისას ბოლო დეტალებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან საბოლოო შტრიხები ინტერიერს სრულყოფილ სახეს აძლევს და სრული შედეგის მიღებაში გვეხმარება. ბოლო დეტალებში ტელევიზორის, სურათებისა და სხვა დეკორის შემოტანაც იგულისხმება. სად აპირებთ ახალ სახლში ტელევიზორის დადგმას, იქნებ ჯობს ინტერიერის ხრიკები გამოიყენოთ და ტელევიზორი კედელზე ჩამოკიდოთ ? – ნახეთ, რჩევები რატომ უნდა ჩამოკიდოთ ტელევიზორი კედელზე

თქვენ დაზოგავთ სივრცეს

ინტერიერის დიზაინი | ბინა რამიშვილზე

რატომ უნდა დახარჯოთ სივრცე ტელევიზორის დადგმისას, როდესაც შეგიძლიათ ის მარტივად რომელიმე კედელზე ჩამოკიდოთ. კედელზე დაკიდებული ტელევიზორი 100%-ით ზოგავს სივრცეს, ლამაზი, კომფორტული და მოსახერხებელია.

გააუმჯობესებთ გარემოს

ტელევიზორის ჩამოკიდება აუმჯობესებს გარემოს – თითქოს დაუჯერებლად ჟღერს, თუმცა დაფიქრდით…

თუ სახლში შინაური ცხოველი ან პატარა ბავშვი გყავთ მაშინ ტელევიზორის დადგმაზე არც უნდა იფიქროთ…

გაითვალისწინეთ რომ მისი გადმოგდების, დაზიანების და გატეხვის დიდი ალბათობა არსებობს და უსაფრთხო გარემო ყველა სახლში უმნიშვნელოვანესი პირობაა.

ჩამოკიდებული ტელევიზორი ესთეტიურ გარემოს ქმნის

დაკვირვებიხართ, კედელზე დაკიდებული ტელევიზორი ესთეტიურად ლამაზ ინტერიერს ქმნის და სახლს თანამედროვე, ლამაზ იერს სძენს.

უმჯობესია ჯანმრთელობისთვის

5 martivi wesi romelic avejis ganlagebis dros unda daicvat

ექიმები გვირჩევენ, რომ ტელევიზორი ისე განვათავსოთ რომ კისერი გამართულ მდგომარეობაში, მოსვენებულად გვქონდეს. დასადგამი ტელევიზორები ხშრად დაბლაა, რის გამოც თავის, კისრის მოხრა გვიწევს.

ჩამოკიდეთ ტელევიზორი იმისთვის რომ რამდენიმე წელში კისრის დაჭიმულობა და ტკივილი აირიდოთ.

კომფორტული  და მოსახერხებელია

individualuri sacxovrebeli saxli kiketshi

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გარდა, ჩამოკიდებული ტელევიზორი კომფორტული და მოსახერხებელია, რადგან ჩამოსაკიდი რკინა რეგულირდება, შეგიძლიათ ტელევიზორი ნებისმიერი მიმართულებით მოაბრუნოთ და ნებისმიერი კუთხიდან უყუროთ მას.

წინა ბლოგი – 3 რომანტიული ნაგებობა – არქიტექტურა და სიყვარული ერთ სივრცეში

Facebook Instagram