კვლავ ფერებზე უნდა გესაუბროთ, ამჯერად კი მდიდრულ, მედიდურ და ბევრისთვის საყვარელ ოქროსფერს უნდა მივაკითხოთ და ჩვენი შექმნილი ინტერიერის დიზაინების მაგალითზე განახოთ, თუ რომელ ფერებს შეგიძლიათ მოუხდინოთ ოქროსფერი, რომელიც უკვე წლებია ყველა ინტერიერში ჩნდება და თავის ადგილს მარტივად იმკვიდრებს. ნახეთ რა ფერები უხდება ოქროსფერს – ტრენდული კომბინაციები 

შავი

საუკეთესო დუეტი, ოქროსფერი და შავი, ორი ფერი, რომელიც ინტერიერში ფურორს ყოველთვის ახდენს, თავის მომხიბვლელი კომბინაციით საინტერესო მიქს ქმნის და ყველას მოწონებას იმსახურებს.

თეთრი

არ გვეგულება ფერი, რომელიც თეთრს არ უხდება, რა თქმა უნდა, არც ოქროსფერია გამონაკლისი. ეს ორი ფერი ნეიტრალური, სასიამოვნო და ტრენდულია. შეგიძლიათ ინტერიერში როგორც შავი-ოქროსფერი ასევე თეთრი-ოქროსფერი და ამ სამის ერთიანი ნაზავიც სცადოთ.

მწვანე

proeqti-wynetshi-interieris-dizaini

იცოდით რომ ოქროსფერს მწვანეც უხდება? – დიახ, ეს ფერებიც ერთმანეთთან იდეალურად ეხამება და ეთ-ერთ საუკეთესო კომბინაციას ქნის. მწვანესა და ოქროსფერს ჩვენს ინტერიერში ხშირად შეხვდებით.

ნაცრისფერი

proeqti-wynetshi-interieris-dizaini

ნეიტრალურია, თუმცა დახვეწილი. ოქროსფერი და ნაცრისფერი ინტერიერში ლამაზ იერს ქმნის. მდიდრულ ელფერს ინარჩუნებს.

სამომავლოდ ამ ორი ფერის ერთმანეთში შეხამება უნდა სცადოთ. ის საძინებელს, მისაღებსა და სველ წერტილებს მოუხდება.

ლურჯი

სახლი ბაგებში | ინტერიერის დიზაინი

ლურჯისა და ოქროსფერის კომბინაცია ცოტა პრეტენზიული შესახამებელია, თუმცა თუ ლურჯი ფერის პალიტრიდან შესაფერის ლურჯს აარჩევთ, გემოვნებიან ინტერიერს აუცილებლად მიიღებთ. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლურჯი და ოქროსფერი ერთმაენთს უხდება. – რა ფერები უხდება ოქროსფერს – ტრენდული კომბინაციები 

წინა ბლოგი – რომელი მცენარე არ უნდა შეიძინოთ თქვენი ინტერიერისთვის

Facebook Instagram