„არ მინდა ინტერიერის დიზაინერის დახმარება, სახლს ჩემით მოვაწყობ“ – ეს ის ფრაზაა, რომელსაც ერთხელ მაინც აუცილებლად გაიგებთ. გსურთ თუ არა ინტერიერის დიზაინერის დახმარება ეს თქვენი არჩევანია, თუმცა რამდენიმე მიზეზს გეტყვით თუ რატომ უნდა ენდოთ ამ საქმეში გამოცდილ ადამიანს და რა დადებითს მოგიტანთ ეს თქვენ – 5 მიზეზი რატომ უნდა ვანდოთ ჩვენი სახლი ინტერიერის დიზაინერს.
-
ინტერიერის დიზაინერი აგარიდებთ შეცდომებს
რემონტის გაკეთება, სახლის მოწყობა და სასურველი შედეგის მიღება იმაზე რთული ჩანს ვიდრე ამას ერთი შეხდვით შეატყობთ. ხშირად ადამიანები სახლის გარემონტება – მოწყობის დროს უამრავ ნივთს ყიდულობენ, ისე რომ საერთო სურათს არც კი წარმოიდგენენ.
ინტერიერში ასობით დეტალია, რომელის გასათვალისწინებლად ინტერიერის დიზაინერის დახმარებაა საჭირო. რომელი საფეხურებით უნდა დაიწყოთ რემონტი, როგორ ჯობს მოაწყოთ პატარა სახლი ისე რომ სივრცე გაზარდოთ და რომელი ავეჯი მოუხდება თქვენს სახლს.
-
ინტერიერის დიზაინერები გეხმარებიან სასურველ ბიუჯეტში ჩაეტიოთ
რემონტი გაუთვალისწინებელი ხარჯების დიდ ტომარას ჰგავს, რომელშიც არავინ იცის რამდენი თანხა იხარჯება. სწორად შექმნილი ინტერიერის მოდელი და გათვლილი დეტალები დამატებით ხარჯებს აგარიდებთ თავიდან და ინტერიერის დიზაინერის დახმარებით სასურველ ბიუჯეტში ჩაჯდებით.
-
ინტერიერის დიზაინერი დროს დაგაზოგინებთ
მასალებზე, ფერებსა და დიზაინზე ფიქრს დიდი დრო მიაქვს, ამიტომ ეს საქმე გამოცდილ და შესაფერისი პროფესიის ხალხს უნდა მიანდოთ. ინტერიერის დიზაინერს შეუძლია თქვენი დრო დაზოგოს და უკვე გამზადებული ოცნების სახლი ჩაგაბაროთ.
-
ინტერიერის დიზაინერები პასუხისმგებლები არიან თავიანთ პროექტებზე
ყველა იმ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, ინტერიერის დიზაინერები პასუხისმგებლები არიან თავიანთ პროექტებზე ხარისხსა და სიზუსტეზე, ამიტომ მათი ნდობა ნამდვილად ღირს.
-
ინტერიერის დიზაინერები სურვილების რეალობად ქცევაში გეხმარებიან
ალბათ დილემის წინაშე ყოფილხართ, როდესაც სახლში ვინტაჟური სტილიც მოგწონთ, რეტროც და სუპერ თანამედროვეც. სწორედ ამაში დაგეხმარებათ ინტერიერის დიზაინერი, ის თქვენს სურვილებს რეალობად აქცევს და სახლში ყველა ჩანაფიქრს განახორციელებს.
5 მიზეზი რატომ უნდა ვანდოთ ჩვენი სახლი ინტერიერის დიზაინერს
წინა ბლოგი – რჩევები როგორ და სად დავდგათ კოსმეტიკის მაგიდა საძინებელში