სანამ ზაფხულს გავაცილებთ ბოლოჯერ შეგვიძლია ამ სეზონზე სახლი განვაახლოთ და ტრენდების მიხედვით რომელიმე ოთახი რადიკალურად შევცვალოთ. ფერები, ტექსტილი და ავეჯი – ნახეთ, 2021 წლის 6 მთავარი ტრენდი რომელიც ზაფხულში უნდა სცადოთ.

გამოიყენეთ ინტერიერში ლურჯი ფერი

6 mtavari trendi romelic zafxulshi unda scadot

პირველი რჩევა ტრენდების მოყვარულებს – რამდენიმე კვირა დაგრჩათ, შეარჩიეთ ლურჯი ფერის დეკორი, შეცვალეთ ბალიშები ან ხალიჩა. ინტერიერში რაიმე ლურჯი ფერის შემოიტანეთ.

გადაეწყვეთ მინიმალიზმზე

6 mtavari trendi romelic zafxulshi unda scadot

წელს ზაფხულში მინიმალიზმია მოდაში, გაიტანეთ ზედემტი ავეჯი, ჩამოხსენით ზედმეტი ფოტოები და სცადეთ, ერთი თვით მაინც შექმნათ მინიმალისტური გარემო.

შემოიტანეთ ინტერიერში ნეიტრალური ფერები

6 mtavari trendi romelic zafxulshi unda scadot

ლურჯი დეტალებისა და მინიმალიზმის შემდეგ დროა, ყველა მკვეთრი, კაშკააშა ფერები გააქროთ და ტრენდების მიხედვით, ინტერიერში ნეიტრალური ფერები შემოიტანოთ. მაგალითად, ღია ყავისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი კარგი არჩევანია….

სახლს ნატურალური ელემენტები არ აწყენდა

6 mtavari trendi romelic zafxulshi unda scadot

ზაფხული სიცოცხლის და ენერგიის მაჩვენებელია, შესაბამისად სახლში ყვავილები, სხვა მცენენარეები და ცოცხალი ელემენტები შემოიტანეთ, ეს მცირე ნაბიჯი ინტერიერში ზაფხულის განწყობას შექმნის და ამავდროულად სახლი ტრენდული, მოდური დეტალებით გაივსება.

სცადეთ თხელი, გრილი ტექსტილი

6 mtavari trendi romelic zafxulshi unda scadot

გრილი და სასიამოვნო – ამ სიტყვებით უნდა შევაფასოთ ზაფხულის ტრენდული ტექსტილები, რომლებიც ცოტა გამჭვირვლე, სადა და სასიამოვნო შთაბეჭდილებას ქმნის. შეცვალეთ ფარდები, ლოგინის გადასაფარებლები, სქელი და თბილი, ნეიტრალური ფერებითა და თხელი ნაჭრებით ჩაანაცვლეთ.

შემოუშვით ოთახში მეტი შუქი

6 mtavari trendi romelic zafxulshi unda scadot

და ბოლოს ზაფხულში მზე აუცილებლად უნდა დავაფასოთ გააღეთ ფანჯრები, გადაწიეთ ფარდები და ინტერიერში ბუნებრივი ნათება შემოუშვით, დროა, გასაქანი მივცეთ ნატურალიზმს.

6 მთავარი ტრენდი რომელიც ზაფხულში უნდა სცადოთ

წინა ბლოგი – 5 მიზეზი რატომ უნდა ვანდოთ ჩვენი სახლი ინტერიერის დიზაინერს

Facebook Instagram