ყველა გოგოს ერთხელ მაინც უოცნებია ოთახში თეთრი ან ვარდისფერი სარკეებიანი კოსმეტიკის მაგიდა ჰქონოდა, აი ისეთი, ფილმებში რომ აქვთ ხოლმე ზღაპრულ გოგოებს. 21-ე საუკუნეში მიუწვდომელი და რთული აღარაფერია და, რა თქმა უნდა, თანამედროვე ინტერიერში მსგავს ზღაპრულ კოსმეტიკის მაგიდებს აუცილებლად შეხვდებით, თუმცა სახლში ხომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და ასეთი მაგიდისთვისაც უნდა გამოვნახოთ შესაფერისი სივრცე. ნახეთ, რჩევები როგორ და სად დავდგათ კოსმეტიკის მაგიდა საძინებელში

კოსმეტიკის, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებების რიცხვი დღითიდღე მატულობს, ამ ყველა ძვირფასი საშუალებისთვის კი ერთი დიდი სივრცის გამოყოფა ყველაზე ჭკვიანური გადაწყვეტილებაა. სად, რომელ კუთხეში შეიძლება დაიდგას ის

ტუმბო და კოსმეტიკის მაგიდა

rhcvebi rogor da sad davdgat kosmetikis magida sadzinebelshi

თუ ოთახში ბევრი სივრცე არ გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ავეჯს ორმაგი ფუნქცია შესძინოთ, კოსმეტიკის მაგიდა ზუსტად ლოგინის გვერდით დადგათ და ტუმბოს პარალელურად მაგიდაც გამოიყენოთ.

შეიძინეთ ან დაამზადეთ შედარებით დიდი ტუმბო, ისეთი ბევრი სათავსო და სარკე რომ ექნება…

კოსმეტიკის მაგიდა ფანჯარასთან

rhcvebi rogor da sad davdgat kosmetikis magida sadzinebelshi

რა არის მნიშვნელოვანი მაკიაჟის გაკეთებისა და მოწესრიგების დროს, კარგი სინათლე ამიტომ ოთახში კოსმეტიკის მაგიდის ადგილი ზუსტად ფანჯარასთან ან მის მიმდებარედ უნდა გამოყოთ, ასე სანათს დამატებით ბუნებრივი ნათება, მზე დაემატება და იდეალურ შუქს მიიღებთ.

მაგიდა და კარადა ერთად

rhcvebi rogor da sad davdgat kosmetikis magida sadzinebelshi

პატარა სივრცის ოთახში შესაძლებელია კარადასთან ერთად კოსმეტიკის მაგიდაც მოთავსდეს, თან ისე რომ ოთახში სივრცე დაიზოგოს და სასურველ შედეგსაც მივაღწიოთ. ხომ ვამბობთ, გამოსავალი ყოვლეთვის არსებობს.

კოსმეტიკის მაგიდა კუთხეში

rhcvebi rogor da sad davdgat kosmetikis magida sadzinebelshi

კუთხე შესანიშნავი არჩევანია მაგიდის დასადგამად, ოთახში სივრცეს ზუსტად მოერგება და ინტერიერში ზედმეტი არ იქნება.

კოსმეტიკის მაგიდა ტიხარში

rhcvebi rogor da sad davdgat kosmetikis magida sadzinebelshi

ბოლო ვერსია ტიხარია, ის კუთხე არასდროს რომ არ ვიცით რა მოვუხერხოთ…

ასეთი ადგილები კოსმეტიკის მაგიდისთვის გამოიყენეთ და ის ერთი შეხედვით გამოუსადეგარი ტიხარი გამოსადეგარად აქციეთ.

რჩევები როგორ და სად დავდგათ კოსმეტიკის მაგიდა საძინებელში

წინა ბლოგი –  მექაში მსოფლიოს უდიდესი სასტუმრო შენდება 

Facebook Instagram