ხომ გაგიგიათ გამოთქმა, ყველაფერს ორი მხარე აქვსო ხოდა ამ მეორე მხარეს საზოგადოების ის ნაწილი აღმოჩნდა, რომლისთვისაც პანდემიამ რაღაც დადებითიც მოიტანა. მექაში წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასტუმროს მშენებლობა გაგრძელდება, მშენებლობა პანდემიის დროს დაიწყო, შემდეგ დროებით შეჩერდა, თუმცა მალე მსოფლიო მორიგ საოცრებას იხილავს. ნახეთ – 70 რესტორანი და შოპინგცენტრები – მექაში მსოფლიოს უდიდესი სასტუმრო შენდება
აბრაჯ კუდაი ასე ჰქვია გრანდიოზულ სასტუმროს, რომელიც მექაში სულ მალე უნდა გაიხსნას, სასტუმრო ერთ-ერი ყველაზე დიდი ნაგებობა იქნება მსოფლიოში.
მექაში აშენებულ არაბულ მშვენებას 70-მდე რესტორანი, 10 000 სასტუმროს ოთახი, საუდის სამეფო ოჯახის მექის დიდი რეზიდენცია, კინოთეატრები და შოპინფცენტრები ექნება.
როგორც უცხოური მედია წერს, სასტუმროში ასევე ოფისები, სავარჯიშო ცენტრები და 4 შვეულმფრენის ასაფრენი იქნება მოწყობილი.
მექა დიდი ნაგებობებით არ გამოირჩევა, სასტუმრო კი ამ მხარეში ინოვაციასთან ერთად დიდი მიღევაც უნდა იყოს.
მუსლიმთა პილიგრიმობის დროს, მექას საშუალოდ, 2 მილიონი პილიგრიმი სტუმრობს, ამ დროს კი ღამის გასათევი ადგილი დიდი პრობლემაა, მალე აბრაჯ კუდაი ნებისმიერ სტუმარს მიიღებს და მექაში ეს პრობლემაც მოგვარდება.
როგორც ამბობენ სასტუმროს ბიუჯეტი, 3,5 მილიარდი დოლარია, ეს თანხა არც ისე ბევრია იმ ზომისა და მოცულობის ნაგებობისთვის, რომელსაც მექა აშენებს…
ვისაუბროთ სასტუმროს ექსტერიერზეც, მწვანე ფერისა და ოქროსფერის კომბინაცია მექას ინტერიერს შეესაბამება, სასტუმრო მდიდრულია და არაბული სტილის შესაფერისი დეტალებით არის შექმნილი.
სასტუმროს გრანდიოზულობა ინტერიერშიც და მის გარეთად იკვეთება. – 70 რესტორანი და შოპინგცენტრები – მექაში მსოფლიოს უდიდესი სასტუმრო შენდება
წინა ბლოგი – რატომ უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში ნაცრისფერი