ზოდიაქოს ნიშნები, პლანეტები და დიადი ფენ შუი ეს ყველას საყვარელი საკითხია. ალბათ, ერთხელ მაინც წაგიკითხავთ, როგორი თვე გექნებათ ჰოროსკოპის მიხედვით ან რომელი ზოდიაქოს ნიშანს ეწყობით ყველაზე კარგად, დიახ, ეს თემა მართლაც ყველას აინტერესებს. ზოდიაქო ინტერიერშიც ხშირად გვხვდება და გადავწყვიტეთ, რამდენიმე საინტერესო რამ გვეთქვა. ნახეთ, ნივთები რომლებიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით საძინებელში უნდა გქონდეთ. 

ვერძი

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet
თუ ზოდიაქოთი ვერძი ხართ, მაშინ დროა, ფარდებისთვის ლედ განათება შეიძინოთ და მთელ სიგრძეზე ჩამოკიდეთ ის.

ვერძებს კაშკაშა, ცოცხალი და სინათლის მომცემი ნივთები იზიდავთ, საძინებელში კი ერთ-ერთი საუკეთესო დეკორი ვერძისთვის მანათობელი ფარდაა, რომლის გაკეთება თქვენი ხელით შეგიძლიათ.

კურო

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet
დედამიწის ნიშანი კურო თავის საძინებელ ოთახზე ყოველთვის შეყვარებულია, მას საძინებელში სრულყოფილი ინტერიერის მისაღებად ხელნაკეთი, ნაქსოვი დეკორი სჭირდება.

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet

შეიძინეთ კედლის ნაქსოვი ხალიჩა, ან სიზმრების დამჭერი, ეს კუროებს სიმშვიდესა და ჰარმონიას მოგიტანთ.

ტყუპები

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet
ტყუპები საძნებელში ბევრს არაფერს ითხოვენ, ამ ზოდიაქოს წარმომადგენლებს მხოლოდ რამდენიმე პლედი, გადასაფარებელი და ღუნღულა ნივთი სჭირდებათ.

ტყუპები გიჟდებიან სავსე ლოგინზე, როდესაც ერთის მაგივრად ოთახში რამდენიმე გადასაფარებელი და ბალიშებია.

კირჩხიბი

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet
ტყუპების მსგავსად კირჩხიბებიც გიჟდებიან ბალიშებზე, მათ საძინებელში ლოგინი დეკორატიული, ფუმფულა ბალიშებით უნდა იყოს სავსე, რადგან მათ ბალიშები კომფორტსა და დაცულობის შეგრძნებას უჩენს.

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet

შეარჩიეთ რამდენიმე ფერის ბალიში და ნუ იქნებით მოსაწყენი, კირჩხიბები ერთი ფერის ინტერიერს არსდროს ირჩევენ, ფერები მათი მოწოდებაა.

ლომი

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet
ლომებო, სარკეების შესარჩევად მოემზადეთ, თქვენ ზოდიაქოს ძირს დადგმული მაღალი სარკეები მოსწონთ, რომელიც იატაკსაც და ჭერსაც ირეკლავს და ამავდროულად მთლიანად გამოაჩენს თქვენს ვიზუალს.

ერთადერთი რაც ლომ ქალებს სჭრდებათ „სელფებია“ ხოლო ლომი მამამკაცები თავის თავს დიდ სარკეში უკეთ აღიქვამენ.

ქალწული

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet
ქალწულებს კითხვა უყვართ, საძინებელში წიგნების მოყვარული ადამიანისთვის შესაფერისი ინტერიერი აუცილებლად უნდა ჰქოდნეთ.

დადგით, წიგნების თარო, ან უბრალოდ რამდენიმე საკითხავი ლიტერატურა თაროზე შემოდეთ და ქალწული ბედნიერად და მშვიდად დაიძინებს.

სასწორი

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet
სასწორმა ბევრი იფიქრა და გადაწყვიტა, რომ ბუნება უყვარს და საძინებელში ოთახის მცენარეები სჭირდება.

თუ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი სასწორია, მაშინ საძინებელში რამდენიმე მცენარე დაიდგით, მათი მოვლა ისწავლეთ და ტკბილი ძილი, მშვიდი ატმოსფერო გარანტირებული გექნებათ.

მორიელი

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet
ეს ზოდიაქოს ნიშანი მისტიური და ჩაკეტილია, მორიელები ყველასგან გამორჩეულები არიან და ზუსტად იციან რა და როგორ სჭირდებათ.

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet

პირველ რიგში შეიძინეთ მუქი ფერის ფარდები, რომელიც ოთახში მზის სხივს არ შემოუშვებს, რადგან გამთენიას მზემ არ გაგაღვიძოთ.

უმჯობესი იქნება, თუ ჟალუზებზეც იფიქრებთ, მორიელები კომფორტის მოყვარულები არიან, მუქი ფერები და ბნელი ინტერიერი გამორჩეულად იზიდავთ.

მშვილდოსანი

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet
მშვილდოსნები ბუნებრივ მასალას ეტრფიან, მათთვის ბამბა, ხე, აბრეშუმი უმნიშნველოვანესია, შესაბამისად, საძნებელში ხის ავეჯსა და აბრეშუმის თეთრეულს ამჯობინებენ.

თუ თქვენ მშვილდოსანი ხართ, ხის ავეჯით ოთახის მოწყობა უნდა სცადოთ.

თხის რქა

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet
მაღვიძარა, კედლის საათი, ქვიშისსაათი, დროის მაჩვენებლი ყველა მოწყობილობა გვჭირდება.

თხის რქებს დროის კონტროლი და მოწესრიგებული დღის რაციონი უყვართ. ასე რომ საძინებელში საათებისთვის ადგილი შემოინახეთ.

მერწყული

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet
ამ ზოდიაქოს ნიშნებს განსხვავებულობა უყვართ, თუმცა ზედმეტი განსხვავებულობა მაშინვე აღიზიანებთ, ამიტომ დაიცავით ბალანსი.

შეიძინეთ რაიმე ლამაზი ხალიჩა, სანათი ან ხელნაკეთი ავეჯი და ოთახი ამ მცირე დეტალით გაალამაზეთ.

თევზები

nivtebi romlebic zodiakos nishnis mixedvit dadzinebelshi unda gkondet
თევზები მეოცნებეები არიან და ინტერიეში ისეთი ნივთები სჭირდებათ, რომლებიც ოცნებას რეალობად უქცევს და ოთახს ზღაპრულ იერს შესძენს.

შეიძენეთ ვარსკვლავებიანი სანათი, ბრჭყვიალა ნივთები და საოცნებო ოთახი მოაწყვეთ. ნივთები რომლებიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით საძინებელში უნდა გქონდეთ.

წინა ბლოგი – 5 წესი რომელიც ავეჯის განლაგების დროს უნდა დაიცვათ

Facebook Instagram