ყვავილები ინტერიერში დეკორის შექმნის მიზნით ხშირად გამოიყენება, ცარიელი კუთხეების, თაროებისა და სივცრის შესავსებად ოთახის მცენარეები მართლაც მშვენიერია, თუმცა ადამიანების ნაწილი სახლის მოწყობისას არა ბუნებრივს არამედ, ხელოვნურ ყვავილებს ამჯობინებენ. ნახეთ, მიზეზები თუ რატომ უნდა აირჩიოთ ხელოვნური ყვავილები ინტერიერისთვის 

ხელოვნურ ყვავილებს სეზონი არ სჭირდება

ratom unda airchiot xelovnuri yvavilebi saxlis mowyobisas

კონკრეტული ყვავილი მაგალითად: იასამანი, ტიტები თუ სხვა, მხოლოდ კონკრეტულ სეზონზე ხარობს, რაც ბუნებრივი ყვავილების მოყვარულებისთვის დანაკლისია.

ხელოვნურ ყვავილებს ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეუძლია, თქვენთვის სასურველი ყვავილი ყველა სეზონზე ინტერიერს დაგიმშვენებთ თან ისე, რომ ზაფხულისა და ზამთრის მოლოდინი საჭირო აღარ იქნება.

ხელოვნური ყვავილები ყველგან ცოცხლობს

ratom unda airchiot xelovnuri yvavilebi saxlis mowyobisas

ეს მართლაც ასეა, სცადეთ და დადგით მზის მოყვარული ყვავილი ბნელ ოთახში, ის აუცილებლად მოიწყენს…

ხელოვნურ ყვავილს კი უპირატესობა აქვს, სადაც არ უნდა დადგათ ის მაინც ისეთი იქნება, როგორიც სახლში მოტანის დღეს იყო.

ხელოვნური ყვავილები რეალურს ჰგავს

ratom unda airchiot xelovnuri yvavilebi saxlis mowyobisas

ასეთი ყვავილების მოვალეობა სწორედ ის არის, რომ ბუნებრივს ჰგავდეს და სახლში მოსულმა სტუმარმა ფერებით, ვიზუალითა და სტილით ნამდვილი ყვავილი ხელოვნურისგან ვერ გაარჩიოს.

კარგი ხელოვნური ყვავილები მართლაც, ძალიან ჰგავს ბუნებრივს და არასდროს, არასდროს ჭკნება.

ხელოვნური ყვავილები არაალერგიულია

ratom unda airchiot xelovnuri yvavilebi saxlis mowyobisas

ხშირად ადამიანები ლამაზ ყვავილებზე უარს იმიტომ ამბობენ, რომ ალერგია სუნის შეგრძნებისა და მისით ტკბობის საშუალებას არ აძლევთ.

ამ შემთხვევაში ინტერიერში უნივერსალური გამოსავალი ხელოვნური ყვავილებით, ლამაზი თაიგულის შექმნაა, რომელიც ოთახში სინაზისა და გახაფხულის ხალისს შემოიტანს.

ხელოვნური ყვავილები ბიუჯეტური და ეკომეგობრულია

ratom unda airchiot xelovnuri yvavilebi saxlis mowyobisas

რატომ უნდა მოვკრიფოთ ყვავილები და 4-5 დღე ლარნაკში გასახმობად გავიმეტოთ, როდესაც ხელოვნური ყვავილიც იგივე ფუნქციას შეასრულებს, ლამაზი იქნება, ბიუჯეტურადაც ნაკლები დაგიჯდებათ და გარემოსაც გადაარჩენთ.

თქვენ უკვე იცით რატომ უნდა აირჩიოთ ხელოვნური ყვავილები ინტერიერისთვის და დროა კარგი ყვავილების მაღაზიისა და ლარნაკების ძებნა დაიწყოთ…

წინა ბლოგი – ინტერიერის დიზაინერების რჩევები – 5 ფერი სამზარეულოს მოსაწყობად

Facebook Instagram