სანამ კიმ კარდაშიან ვესტი ოფიციალურად კარდაშიანი გამხდარა და ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცოლ-ქმარი დაშორებულან, მათი ლონ-ანჯელესის ზღაპრული სახლი დავათვალიეროთ. ერთი წლის წინ, კარდაშანების ქონდება ვნახეთ, თუმცა ეს სხვა სახლია, აქ კიმი, ქანიე და მათი 4 შვილი ცხოვრობენ, თუმცა მალე სახლში მხოლოდ კიმი და ბავშვები ან მხოლოდ ქანიე დარჩება, რადგან წყვილმა დაშორება მკაცრად გადაწყვიტა. ნახეთ, კიმ კარდაშიანის საოცარი სახლი ლოს-ანჯელესში.

2013 წელს ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და განხილვადი წყვილი ახალ სახლში, ლოს-ანჯელესში გადმოვიდა საცხოვრებლად

თუმცა ეს მათი ქონების მეოთხედია და არავინ იცის,  ამის გარდა კიდევ რამდენი სახლი აქვთ კარდაშიან-ვესტებს…

კიმის ბავშვებისთვის ერთი სივრცის შექმნა სურდა, უნდოდა ისინი გარემოს შეგუებოდნენ და ბევრი სიარულის შემდეგ, ლოს-ანჯელესში დაბინავდნენ

ვერ ვიტყვით რომ მოკრძალებულ სახლში ცხოვრობენ, მათი ინტერიერი და გემოვნება თქვენ თვითონ შეაფასეთ…

„როდესაც ჩიკაგოში ვიზრდებოდი, მივდიოდი მაღაზიებში და ჟურნალ-გაზეთებში სახლებს ვათვალიერებდი, მინდოდა მეც ზღაპრული სახლი მქონოდა და ისიც შევქმენი“ – ქანიე ვესტი.

რეპერმა ბავშობის დროინდელი ოცნება აისრულა და ლოს ანჯელესში თავისი სურვილით ფერები, სტილი და ინტერიერი შეარჩია.

მთავარი მოთხოვნა, რაც ქანიემ სახლის მოწყობისას გააჟღერა, თეთრი ფერები იყო, მინიმალიზმი კი სრულად კიმის სურვილი აღმოჩნდა და საბოლოოდ კარდაშიან-ვესტების სახლი მეტად უცნაური, თუმცა დახვეწილი გამოვიდა.

სახლში რამდენიმე საძინებელი, საგარდერობე ოთახები, სართულებზე გაშლილი დიდი სივრცე და საცურაო აუზია. რა თქმა უნდა, კიმს სავარჯიშო სივრცე და პატარა კინოთეატრიც აქვს მოწყობილი.

სახლის მთელი ინტერიერი თეთრია, ალაგ-ალაგ ავეჯი რეტრო, ძველებურ სტილშია არჩეული და მთლიანი სახლის იერი როგორც ძველებური ასევე თანამედროვეა.

როგორც ამბობენ, რეპერს მძიმე ხასიათი აქვს, თავისი სურვილები და მოთხოვნები კიმთან ურთიერთობის დაწყებიდან ჰქონდა

სახლის მოწყობისას კიმმა ზუსტად იცოდა სად რომელი ავეჯი და რა ფერის კედლები უნდა ჰქონოდათ…

სახლის ირგვლივ ბევრ მცენარეს შეამჩნევთ, ეგზოტიკური ხეები და საცურაო აუზი ლოს-ანჯელესის ჰავას ძალიან უხდება.

ერთი შეხედვით სახლი ცარიელს გავს, რადგან დერეფანში და ბუხრის ოთახში მინიმალიზმი ინტერიერს ცარიელს ტოვებს. 

კიმ კარდაშიანის საოცარი სახლი ლოს-ანჯელესში იმაზე დიდია ვიდრე ამ ფოტოებზეა ასახული, თუმცა ქანიე და მისი მეუღლე სახლის სხვა ოთახებს საზოგადოებისთვის უცნობს ტოვებენ, ასე გამოდის ამ ფოტოებს უნდა დავჯერდეთ.

წინა ბლოგი – მწვანე ფერის უპირატესობა ინტერიერში

Facebook Instagram