ფერთა ფსიქოლოგიაში მწვანე სიახლის, სიცოცხლისა და ხელახალი დაბადების ფერია, ეს ადრეც გვითქვამს, თუმცა მწვანე ფერის უპირატესობებსა და დადებით მხარეებზე ჯერ არ გვისაუბრია, ახლა სწორედ იმის დროა, რომ ფორტისისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ. ნახეთ, მწვანე ფერის უპირატესობა ინტერიერში.

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

ფსიქოლოგების თქმით, მწვანე ფერის მოყვარული ადამიანები ღია, ერთგულები და მეგობრულები არიან

თუ თქვენც ჩვენსავით გიყვართ მწვანე მაშინ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ერთგულთა და მეგობრულთა კლუბში.

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

მწვანე ფერი ამშვიდებს თვალს და ფსიქოლოგიაში ახსნილია, როგორც ზრდის სიმბოლო.

ეს ულამაზესი ინტერიერის დიზაინი ვერაზე შევქმენით და ჩვენი თქმა აღარ დაგჭირდებათ, თქვენც მიხვდებით, როგორი გემოვნებიანი და დახვეწილია ყველა ოთახი და ყველა კუთხე.

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

ვერის სახლში მწვანე ფერი მისვლისთანავე დაგვხვდა და ჩვენც აღარ შევცვალეთ ის.

თუ მომავალში სახლის მოწყობას მწვანე ფერებში გადაწყვეტთ გაითვალისწინეთ, რომ მისი მთავარი უპირატესობა გემოვნებიანი გარემოს შექმნაა.

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

მწვანე ფერი თითქმის ყველა სხვა, დანარჩენ ფერებს უხდება, მართლა მეგობრული ფერია,  ამიტომ მისი გამოყენებით ინტერიერში გემოვნებიან გარემოს აუცილებლად შექმნით.

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

მწვანე ფერი განწყობას ქმნის და თუ თქვენს ინტერიერში შემოიტანთ ყოველი დღე დადებითად დაიწყება

გეცოდინებათ, რომ ადამიანის განწყობას ფერებიც განაგებს.

P.S წარმოიდგინეთ, ამ ფანჯრის რაფაზე მოკალათება რა მყუდრო და კომფორტული იქნება…

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

არ გამოგვრჩეს, რომ 2021 წლის ტრენდებში მწვანეს დიდი როლი უჭირავს და მისი მთავარი უპირატესობა ამ წელს სწორედ ტრენდულობაა

დაელოდეთ 2022 წელს, მწვანე კვლავ ტრენდულად დარჩება, როგორ შეიძლება მოგბეზრდეს ის !?

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

ინტერიერში მწვანე ფერი ერთ სივრცეს ქმნის და მთლიანობის შენარჩუნებაში ეხმარება სახლს, თუ დააკვირდებით, იქ, სადაც ეს ფერი ჩნდება, ყველაფერი შესაბამისად ჯდება ერთმანეთში და არცერთი დეტალი სტილიდან ამოვარდნილი აღარ არის.

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

და რაც მთავარია, მწვანე ჩვენი, ფორტისის ფერია,  რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია არ გვიყვარდეს ის.

სახლი ვერაზე - ინტერიერის დიზაინ პროექტი

მწვანე ფერის უპირატესობა ინტერიერში იმაზე მეტია, ვიდრე აქ ჩამოვთვალეთ, თუმცა ყველაფერს ხომ არ გაგიმხელთ, რაღაცებს ჩვენთვისაც ვინახავთ. თუ უკვე მწვანე თქვენც ისევე გიყვართ, როგორც ჩვენ, მაშინ დროა, ინტერიერის სხვა დიზაინებიც შეათვალიეროთ…

წინა ბლოგი – შეარჩიეთ პოპულარული დეკორი ფენ შუის მიხედვით

Facebook Instagram