ფერთა ფსიქოლოგიაში მწვანე სიახლის, სიცოცხლისა და ხელახალი დაბადების ფერია, ეს ადრეც გვითქვამს, თუმცა მწვანე ფერის უპირატესობებსა და დადებით მხარეებზე ჯერ არ გვისაუბრია, ახლა სწორედ იმის დროა, რომ ფორტისისთვის მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ. ნახეთ, მწვანე ფერის უპირატესობა ინტერიერში.
ფსიქოლოგების თქმით, მწვანე ფერის მოყვარული ადამიანები ღია, ერთგულები და მეგობრულები არიან
თუ თქვენც ჩვენსავით გიყვართ მწვანე მაშინ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ერთგულთა და მეგობრულთა კლუბში.
მწვანე ფერი ამშვიდებს თვალს და ფსიქოლოგიაში ახსნილია, როგორც ზრდის სიმბოლო.
ეს ულამაზესი ინტერიერის დიზაინი ვერაზე შევქმენით და ჩვენი თქმა აღარ დაგჭირდებათ, თქვენც მიხვდებით, როგორი გემოვნებიანი და დახვეწილია ყველა ოთახი და ყველა კუთხე.
ვერის სახლში მწვანე ფერი მისვლისთანავე დაგვხვდა და ჩვენც აღარ შევცვალეთ ის.
თუ მომავალში სახლის მოწყობას მწვანე ფერებში გადაწყვეტთ გაითვალისწინეთ, რომ მისი მთავარი უპირატესობა გემოვნებიანი გარემოს შექმნაა.
მწვანე ფერი თითქმის ყველა სხვა, დანარჩენ ფერებს უხდება, მართლა მეგობრული ფერია, ამიტომ მისი გამოყენებით ინტერიერში გემოვნებიან გარემოს აუცილებლად შექმნით.
მწვანე ფერი განწყობას ქმნის და თუ თქვენს ინტერიერში შემოიტანთ ყოველი დღე დადებითად დაიწყება
გეცოდინებათ, რომ ადამიანის განწყობას ფერებიც განაგებს.
P.S წარმოიდგინეთ, ამ ფანჯრის რაფაზე მოკალათება რა მყუდრო და კომფორტული იქნება…
არ გამოგვრჩეს, რომ 2021 წლის ტრენდებში მწვანეს დიდი როლი უჭირავს და მისი მთავარი უპირატესობა ამ წელს სწორედ ტრენდულობაა
დაელოდეთ 2022 წელს, მწვანე კვლავ ტრენდულად დარჩება, როგორ შეიძლება მოგბეზრდეს ის !?
ინტერიერში მწვანე ფერი ერთ სივრცეს ქმნის და მთლიანობის შენარჩუნებაში ეხმარება სახლს, თუ დააკვირდებით, იქ, სადაც ეს ფერი ჩნდება, ყველაფერი შესაბამისად ჯდება ერთმანეთში და არცერთი დეტალი სტილიდან ამოვარდნილი აღარ არის.
და რაც მთავარია, მწვანე ჩვენი, ფორტისის ფერია, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელია არ გვიყვარდეს ის.
მწვანე ფერის უპირატესობა ინტერიერში იმაზე მეტია, ვიდრე აქ ჩამოვთვალეთ, თუმცა ყველაფერს ხომ არ გაგიმხელთ, რაღაცებს ჩვენთვისაც ვინახავთ. თუ უკვე მწვანე თქვენც ისევე გიყვართ, როგორც ჩვენ, მაშინ დროა, ინტერიერის სხვა დიზაინებიც შეათვალიეროთ…
წინა ბლოგი – შეარჩიეთ პოპულარული დეკორი ფენ შუის მიხედვით