ერთი შეხედვით სახლი კედლებისა და ავეჯისგან აწყობილი ოთახებია, თუმცა ამავდროულად სახლი ის ადგილია, სადაც ოჯახი და სიმყუდროვე, სიყვარული და სითბო ყოველთვის დაგხვდებათ. Fortis-ში ხშირად ვამბობთ, რომ ინტერიერის მოწყობა მარტივი და უმნიშვნელო პროცესი ნამდვილად არ არის, აუცილებელია სახლში ყველა დეტალი ყურადღებით ავარჩიოთ და ისეთი გარემო შევქმნათ, სადაც უზრუნველი ცხოვრების გარდა გემოვნებიანი და ლამაზი სივრცეც გვექნება. ასეთ სივრცეს კი სწორედ ფერები და საინტერესო ავეჯი ქმნის. მოდით ვნახოთ, რატომ უნდა შეარჩიოთ განსხვავებული სტილის ავეჯი ინტერიერისთვის.  

ჩვენ გადავწყვიტეთ ამ ბლოგში 5 მთავარი მიზეზი ჩამოგითვალოთ და განსხვავებული სტილის ავეჯის არჩევაზეც დაგაფიქროთ. 

განსხვავებული ავეჯი კრეატიურლობის პირველი საფეხურია

ეს სახლი წყნეთში ერთად შევქმენით და ოთახების ფერებსა და შესაბამის ავეჯზე ბევრი ვიფიქრეთ.

ოთახში ამ განსხვავებულ და სიანტერესო ხის მაგიდას მაშინვე შეაჩნევდით, დიახ, ეს ამ ინტერიერის განუყოფელი ნაწილია.

როგორი იქნებოდა ეს ოთახი ჩვეულებრივი შავი ფერის ან შუშის მაგიდა რომ დაგვედგა? 

ჩვეულებრივი მაგიდა ბუხარს იერს წაართმევდა, ხალიჩის მთელ ხიბლს გააუბრალოებდა და ოთახის თემატიკიდანაც ამოვარდნილი იქნბოდა, ამიტომ ასე გადავწყვითეთ კრეატიულობა არ დაგვევიწყებინა და ხის მაგიდებს შორის ეს ვარჩიეთ.

ოთახში ყველა ავეჯი და კედლის ფერები შეხამებულია და მაგიდა კიდევ უფრო ალამაზებს აქაურობას, ამიტომ განსხვავებული ავეჯის დადგმაზე ხშირად იფიქრეთ, იყავით კრეატიულები. 

განსხვავებული ავეჯი ბევრს არ ექნება

გარდერობი ყველა საძნებელშია, თუმცა შუშებიანი და გამჭვირვალე გარდერობი ცოტას თუ ექნება ოთახში.

ხანდახან ისეთი ნივთები, რომელიც ყოველ მეორე სახლშია მოსაბეზრებელი ხდება. განსხვავებული ავეჯის შერჩევისას კი ამაზე ფიქრიც კი არ მოგიწევთ. 

განსხვავებული ავეჯი კარგ განწყობაზე დაგაყენებთ

თუ ჩვენს ბლოგებს კითხულობთ, გემახსოვრებათ…

ადრე გითხარით, რომ სახლი მხოლოდ ავეჯი და კედლები არ არის. სახლი ესაა სივრცე, სადაც თავი კომფორტულად, ბედნიერად და გამორჩეულად უნდა იგრძნოთ.

განსხვავებული სტილის ავეჯი ამის საშუალებას მოგცემთ, არ დაგვავიწყდეს, რომ ინტერიერი ჩვენს განწყობაზე ძალიან ძლიერად მოქმედებს  

როგორ შეიძლება ასეთ სახლში გაიღვიძო და ცუდი განწყობით დაიწყო დილა.

ნახეთ, ამ ლურჯ განსხვავებულ სავარძელს ინტერიერში სიცოცხლე და ენერგია შემოაქვს. 

განსხვავებული ავეჯი ინტერიერს სრულყოფილად აქცევს

ფერადი ინტერიერი კარგია, თუმცა თუ თქვენს ოთახს განსხვავებულ ავეჯს არ დაამატებთ, რთული იქნება სრულყოფილი ინტერიერი მიიღოთ.

დააკვირდით ოთახს, იგი საქანელის გარეშე ხომ უბრალო ინტერიერი იქნებოდა, ამიტომ ინტერიერის მოწყობისასს განსხვავებული ავეჯის არჩევა არ დაგვავიწყდა.

განსხვავებული ავეჯი სახლში ყოფნას მოგანდომებთ

ესეც ბოლო მიზეზი, თუ რატომ უნდა იქონიოთ განსხვავებული ავეჯი თქვენს ახალ სახლში. დაიმახსოვრეთ იგი კრეატიულად მოწყობილ და დახვეწილ ინტერიერში ყოფნას მოგანდომებთ.

ასევე განსხვავებული ინტერიერი ბევრი საინტერესო იდეის მოფიქრებაშიც დაგეხმარებათ, ამიტომ დროა სახლის გადაკეთება ან ხელახლა მოწყობა დავიწყოთ.

წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ფორტისის ინტერიერის დიზაინების მიხედვით

Facebook Instagram