სულ ახალ წელზე ლაპარაკით რომ არ მოგაბეზროთ თავი, გადავწყვიტეთ, თქვენთან ერთად ერთი საინტერესო თემა განვიხილოთ. როგორ გამოიყურება თქვენი სამზარეულო? ისეთივე გემოვნებიანია, როგორიც ფორტისში ვქმნით ხოლმე?, თუმცა როგორიც არ უნდა იყო, მოდით ერთად ვნახოთ, როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ფორტისის ინტერიერის დიზაინების მიხედვით

სახლი ლისზე

lisi-veranda-interieris-dizaini 

პირველი სამზარეულო, რომელზეც ორიოდე სიტყვას გეტყვით ლისი ვერანდაზე მდებარეობს. თუ ამ პროექტს გადაავლებთ თვალს, ნახავთ რომ მთლაინი ინტერიერი სადა, მოკრემისფრო ფერებშია გადაწყვეტილი და შესაბამისად სამზარეულოც სხვა ოთახების მსგავსია.

თუ თქვენი სახლიც ასეთივე სტილშია, მაშინ ჩვენი რჩევა იქნება ინტერიერში ეს დეტალები გაითვალისწინოთ. ხედავთ ხის კანტებს? ეს ერთგვარი თაღია, რომელიც სამზარეულოს სხვა ოთახებისგან გამოყოფს.

კუთხეში მცენარე ხომ დაინახეთ, ჩვენი ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ, რომ მცენარეები სახლის მოწყობისას ხშირად გამოიყენოთ. სიმწვანე განსკუთრებით სწორედ სამზარეულოს უხდება. 

სახლი ნორიოში

norio-saxlis-interieris-dizaini

ლისიდან ნორიოში გადმოვედით და კვალვ ღია ფერის სამზარეულოში გადმოვინაცვლეთ…

როდესაც ამ სახლს ვაწყობდით, სივრცის სრულად გამოყენებაზე ბევრი ვიფიქრეთ და სწორი გადაწყვეტილებაც მივიღეთ. 

არ დაგავიწყდეთ, რომ სამზარეულოს და ზოგადად სახლის მოწყობისას ყველა დეტალის გათვალისწინება უმნიშნველოვანესია. 

სახლი თამარაშვილზე

ესეც მესამე სამზარეულო ფორტისისგან, რომელიც ჩვენთვის საყვარელ ფერებში შევქმენით.

თუ დაკვირვებიხართ, მწვანე ფერის სამზარეულო ინტერიერში იშვიათი, თუმცა უმეტესად გამორჩეული და გემოვნებიანია. 

იმავე სამზარეულოს თეთრ ვერსიაზე რას იტყვით? უნდა ვაღიაროთ რომ სახლს ორივე ძალიან უხდება.

 ეს ფერები მეტ ესეთეტიურობას, სინაზეს და სრულყოფილებას სძენს სახლის უმნიშვნელოვანეს ადგილს, სამზარეულოს. 

სახლი წყნეთში

proeqti-wynetshi-interieris-dizaini

ცოტა მუქ ფერებზეც ვისაუბროთ, ეს კერძო სახლი წყნეთში მდებარეობს. ოთახში ინტერიერში თეთრისა და ყავისფერის კომბინაცია იდეალურად მოუხდა ყველაფერს.

კამები, მასალა და თითოეული დეტალი ძალიან გემოვნებიანია და სახლის თემატიკაშიც ზუსტად ჯდება. 

proeqti-wynetshi-interieris-dizaini

კიდევ ერთ რჩევას მოგცემთ…

ალბათ, ზევით თეთრ კარადებს შეამჩნევდით, დიახ ასე გაკეტება ჩვეულებრივად შეიძლება. თუ ინტერიერში ფერები ერთმანეთს უხდება, მაშინ ჯობს, ორი ან მეტი ფერი გამოიყენოთ, ვიზუალური ეფექტისთვის ასეთი გადასვლა საუკეთესოა. 

სახლი ლისზე

ამ ინტერიერის დანახვისას სიტყვა ელეგანტური გვახსენდება, რადგან მწვანისა და შავი ფერის ერთიანობა ელეგანტურობის უმაღლეს საფეხურს ქმნის. 

თუ მუქი ფერის ინტერიერი გაქვთ, შეგიძლიათ ეს ფერები თამამად გამოიყენოთ და მცენარეებიც დადგათ რომელიმე კუთხეში

ამ სტილს დიდი, ფართოფოთლოანი ბუჩქები მეტ ეგზოტიკურობას შესძენს. 

სახლი ძველ თბილისში

ჩვენს ინტერიერის დიზაინებს რომ ვუყურებთ გვინდა ყველა სათითაოდ დაგათვალიერებინოთ, თუმცა ამასაც განახებთ და ამით დავასრულოთ.

როდესაც ძველ თბილისში ამ ულამაზეს სახლს ვაწყობდით, ხედზე ბევრი ვიფირეთ და აქცენტი სწორედ თბილისის უმშვენიერეს ფონზე გავაკეთეთ.  

სამზარეულო მხოლოდ საჭმლის გასაკეთებელი ადგილი არ არის, აქ დღის გარკვეულ მონაკვეთს ყველა ვატარებთ, ვსადილობთ და სხვადსხვა თემებზე სწორედ სამზარეულოში ვსაუბრობთ. სახლში კომფორტი ყველა კუთხეში აუცილებელია, მითუმეტეს ასეთ მნიშვნელოვან ადგილას.

მოდით აქ დავასრულოთ. ჩვენ უკვე ვიცით, როგორ მოვაწყოთ სამზარეულო ფორტისის ინტერიერის დიზაინების მიხედვით და თქვენ რას გვეტყვით?

წინა ბლოგი – ქართული ნაძვის ხე – ჩიჩლაკის შექმნის ისტორია

Facebook Instagram