შობა ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური და ფერადი დღესასწაულია დედამიწაზე. ყველა ქვეყანა ამ დღეს თავისი წესებისა და ტრადიციების დაცვით აღნიშნავს, მათ შორის საქართველოც. შობას საღამოს ყველა ოჯახში, ფანჯარასთან სანთელი ინთება, საშობაო ღვეზელები ცხვება, ჯერ კიდევ ახალ წლამდე აწყობილი ნაძვის ხე მთელი ღამით ნათდება და ქუჩაში საგალობლების სასიამოვნო ხმა ისმის. მოდით ვნახოთ, უცნაური ტრადიციები შობის დღესასწაულზე 

ფილიპინები

sxvadasxva qveynis ucnauri tradciiebi shobis dgesaswaulze

ფილიპინებზე შობა ყოველთვის გამორჩეულად ლამაზი და ფერადია, რადგან შობის კვირეულზე გიგანტური ფარნების ფესტივალი იწყება.

ყოველ წელს შობის კვირას, შაბათ დღეს,  ქალაქ სან ფარნანდოში ათასობით სხვადასხვა ფარნისგან გაკეთებული ორნამენტები ერთიანად ნათდება და ქალაქში ფერადი სასწაული დგება.

sxvadasxva qveynis ucnauri tradciiebi shobis dgesaswaulze

ფესტივალზე ერთმანეთს 11 სოფელი ეჯიბრება, თითოეული სოფელი ცდილობს, ერთმანეთზე უკეთესი, დახვეწილი ფიგურის და შუქჩრდილი შექმნას.

ამ სილამაზის სანახავად საშობაოდ სან ფარნანდოში მრავალი ტურისტი იყრის თავს.

ავსტირია

sxvadasxva qveynis ucnauri tradciiebi shobis dgesaswaulze

ავსტრიაში შობის მოახლოებსასთან ერთად ქალქაში „საზარელი“ არსება ჩნდება. მხეცის მსგავსი დემონი, რომელიც ქუჩებში დადის ბავშვებს აშინებს, ეს წმინდა ნიკოლოზის ბოროტი თანამონაწილე კრამპუსია.

sxvadasxva qveynis ucnauri tradciiebi shobis dgesaswaulze

ავსტრიაში მიიჩნევა, რომ წმინდა ნიკოლოზი ლამაზ, პატარა ბიჭებსა და გოგოებს კარგად მოქცევისთვის აჯილდოვებს.

ტრადიციის თანახმად, კრამპუსი ცუდ ბავშვებს ჭკუას ასწავლის და დეკემბრის პირველ კვირას, ახალგაზრდები კრამპუსის ფორმებში გამოწყობილები ბავშვებს აშინებენ, რომ თუ კარგად არ მოიქცევიან, კრამპუსი მათთან სახლებშიც მივა.

გერმანია

sxvadasxva qveynis ucnauri tradciiebi shobis dgesaswaulze

გერმანიაში საყვარელი, თბილი და მოსიყვარულე ადამიანი წმინდა ნიკოლასი არსებობს, რომელიც შობის წინ სახლებში დადის და ბავშვებს ტკბილეულს ურიგებს.

ტკბილეულის სანაცვლოდ, კი ბავშვები ნიკოლასს ნახატებს უხატავენ, ლექს ეუბნებიან ან საშობაო სიმღერას უმღერიან ხოლმე.

ნიკოლას ხშირად კნეცტ ტუპრეხი ანუ ეშმაკის ტანისსამოსში გამოწყობილი, ჯოხიანი კაცი დაჰყვება, რომელიც იმ ბავშვებს სჯის, რომლებიც შობის კვირეულში ცუდად მოიქცევიან.

ნორვეგია

sxvadasxva qveynis ucnauri tradciiebi shobis dgesaswaulze

ყველაზე უცნაური შობა სწორედ ნორვეგიაშია, ალბათ გაგეცინებათ, როდესაც გეტყვით, რომ შობის ღამეს ნორვეგიელთა ოჯახებში ცოცხს ვერასდ ნახავთ.

დიახ, არ მოგესმათ, შობის ღამეს ნორვეგიელები ტრადიციის თანახმად, ცოცხებს მალავენ.

ეს ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და ჯერ კიდევ იმ დროიდან მოდის, როდესაც ხალხს ჯადოქრებისა და ბოროტი სულების სჯეროდა.

მათი აზრით, უწინ ჯადოქრები და ბოროტი არსებები შობის რამეს გამოვიდოდნენ, ცოცხის მოძებნას დაიწყებდენ და ქალაქს ამ მეთოდით შემოუვლიდნენ.

დღემდე, ბევრი ადამიანი სახლის ყველაზე უსაფრთხო ადგილას ცოცხს მალავს მხოლოდ იმისთვის, რომ ის არ მოიპარონ.

ტორონტო

sxvadasxva qveynis ucnauri tradciiebi shobis dgesaswaulze

ზამთრის მოახლოებასთან ერთად კანადაში ხალხი გროვდება რადგან ტორონტოში სეზონის ყველაზე ლამაზი დღეები სინათლის აფეთქება იწყება.

1967 წლიდან დღემდე, ტორონტოში საახალწლოდ მთავარ მოედანზე 300000-ზე მეტი ფერადი გაანთებით სავსე ნაძვის ხეს დგამენ, რომელიც ახალი წლის მოსვლამდე ყოველ საღამოს ანათებს. ასევე შობამდე ყოველ საღამოს, ფოიერვერკებითა და ლამაზი შოუებით ნაძვის ხის ირგვლის უწყვეტი ფესტივალი და გართობა იწყება.

შობა ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური და ფერადი დღესასწაულია დედამიწაზე. ამ დღეს ყველა თავისებურად აღნიშნავს, ჩვენ უკვე განახეთ უცნაური ტრადიციები შობის დღესასწაულზე  ახლა კი იმის დროა გვითხართ, თქვენ როგორ ატარებთ ფერად, ჯადოსნურ და ლამაზ დღესასწაულს, შობას?

წინა ბლოგი – ყირამალა ნაძვის ხე და უცნაური შობა სახლებში

Facebook Instagram