ქართული ახალი წელი ჩვენთვის ტრადიციებთან ასოცირდება. დღესასწაულის მოსვლასთან ერთად ყველა ოჯახში ლამაზად იწყობა სუფრა, კაშკაშა ფერებით ანათებს ნაძვის ხე და უმეტესად სადღაც გამოსაჩენ ადგილას დევს ახლად გამოთლილი ჩიჩილაკი. ჩიჩილაკის გაკეთების ტრადიცია საქართველოში  საუკუნეების წინ დაიწყო და დღემდე აქტიურად გრძელდება, თუმცა ცოტამ თუ იცის ჯერ კიდევ როდის გამოჩნდა ის. ნახეთ, ქართული ნაძვის ხე – ჩიჩლაკის შექმნის ისტორია

ჩიჩილაკი ხის ფორმის რიტუალური საგანია, რომელიც საახალწლოდ მოლოცვისთვის მზადდება

თუ დღესასწაულის პერიოდში დასავლეთ საქართველოში ერთხელ მაინც მოხვედრილხართ, ალბათ იცით, რომ იქ ახალი წელი ჩიჩლაკის გარეშე არ მოდის.

1-ლი იანვარი მართმადიდებელი წმინდანის, ბასილი დიდის ხსენების დღეს ემთხვევა, ჩიჩლაკი წმინდა ბასილის სახელს უკავშირდება და რასაკვირველია, ქრისტიანობის ხანაში ის აუცილებლად უნდა დამკვიდრებულიყო.

არსებობს ჩიჩლაკის რამდენიმე სახეობა და მის მრავალფეროვან სახეს გურიაში შეხვდებით

წესისი თანახმად, ჩიჩლაკი თხილის მსხვილი ჯოხისგან მზადდება, ჯერ ჯოხს ახურებენ, რადგან თხილი მყარი ხეა და დრეკადობისთვის სიმხურვალეა საჭირო.

შემდეგ კანს აცლიან და მახვილი დანით ბოლოდან წვერისკენ იწყებენ თხელი ბურბუშელების ათლას.

ჩიჩლაკის გაკეთების პროცესი საინტერესო და სასაიმოვნო სანახავია.

ჩიჩილაკის თავი წაწვეტებული რჩება, ამ ნაწილს ძველად „ბასილას წვერს“ ეძახდნენ. სულ ბოლო შტრიხი ხის ფეხის გაკეთებაა, რომელზეც უკვე გამოთლილი ჩიჩლაკი მყავარ დადგება და ახალ წელს ამაყად შეხვდება.

რადგან დასავლეთში ხილიც ბარაქიანად მოდის, ხშირად ჩიჩლაკს ბროწეულს ან ვაშლს ჰკიდებენ და ერთი-ორი სასუსნავიც არ ავიწყდებათ.

ხშირად იმერეთში ჩიჩილაკს ენდროთი ღებავენ

ძველად ჩიჩილაკის მთავარი ატრიბუტი კალპი იყო, რომელიც მარადმწვანე და წითელმარცვლიანი კურპანტელის ლერწმისგან იწნებოდა, კალპზე ანუ პატარა დაწნულ თასზე ყველი, კვერცხი და ჯვარი იდებოდა.

კალპის მსგავსად რაჭაში მზადდებოდა გვერგი, რომელიც თითქმის იმავე ფუნქციით კეთდებოდა.

ჩოჩილაკს მაღალმთიან რეგიონებშიც ვხვდებით, ყველა კუთეში მას სხვადსხვა დეტალი და შინაარსი ემატება.

ჩიჩილაკის იდეა იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ურალოდ კაკლისგან გამოთლილი ლამაზი ბუჩქი

ეს ლამაზი ქართული ნაძვის ხე ქრისტიანობასთან არის კავშირში, ჩიჩილაკი ასოცირდებოდა და ასოცირდება ცხოვრების ხესა და ნაყოფიერებასთან და სახლში მისი გაკეთება და მოტანა, ერთგარი ბედნიერი, ბარაქიანი და ჯანმრთელობით სავსე წელის გარანტია იყო.

ეს იყო, ნაძვის ხე – ჩიჩლაკის შექმნის ისტორია, თქვენ რა იცოდით ჩიჩლაკზე?

ისე ამბობენ, რომ ახალ იწლის მერე ჩიჩლაკი უნდა დავწვათ, რადგან ჩვენი სურვილები სხვამ ბოროტად არ გამოიყენოს.

ასევე მეორე ვერსიით, წყალკურთხევამდე (6 იანვარი) ჩიჩილაკი სახლში უნდა იყოს შემდეგ კი მიწაში ჩაიმარხოს და სამუდამოდ დარჩეს იქ.

წინა ბლოგი – სხვადასხვა ქვეყნის უცნაური ტრადიციები შობის დღესასწაულზე 

Facebook Instagram