მსოფლიოს ასობით ადგილი მოვიარეთ, თითქმის ყველა ცნობილ ნაგებობებზე ვისაუბრეთ და ამდენ ლაპარაკში ჩვენი ქვეყნის არქიტექტურა ცოტა უყურადღებოდ დაგვრჩა. მოდით ახლა თბილისში ერთ-ერთ პატივსაცემ, ისტორიულ ნაგებობაზე ვისაუბროთ. დროა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოცარი არქიტექტურა მიმოვიხილოთ.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი უკვე 160-ზე მეტ წელს ითვლის.
1851 წლეს კავკასიის მთავრსარდლის მიხაილ ვორონცოვის ინიციატივითა და მონდომებით, გრანდიოზულად, მეჯლისით გაიხსნა იმ დროისთვის ყველაზე დიდი კულტურული ცენტრი.
დროთა განმავლობაში ოპერა ბევრად მეტი აღმოჩნდა ვიდრე უბრალოდ გასართობი შენობა და მისი კულტურული ღირებულება წლებთან ერთად გაიზარდა.
ოპერამ რადიკალურად შეცვალა თბილისი, აბანოთუბნებიდან საზოგადოებამ ოპერისკენ გადმოინაცვლა.
მისი ყველა მნახველი აღფრთხოვანებული იყო შენობის სიდიადით, დახვეწილი სტილითა და გამორჩეული არქიტექტურული ორნამენტებით.
ოპერის გახსნის დღიდან, თბილისში მომრავლდა უცხოური მაღაზიები, ქალაქში გაჩნდნენ მეყვავილეები და თითქოს მთელმა თბილისმა ოპერის ირგვლივ დაიწყო ტრიალი.
როდესაც ოპერის კართან აფიშა გამოეკვრებოდა, ქალაქში ახალი მელოდია ისმოდა და ყველა ვისაც სიმღერა შეეძლო და სურდა, ახალ არიას ღიღინებდა.
არავის წარმოედგინა, რომ პოლიტიკაზე შეყვარებული ქვეყანა ასე ჩაერთვებოდა კულტურის აყვავებაში.
როგორც ჩანს, ოპერაზე შეყვარებულ ერს ამ ავბედით დღეზე არასდროს უფიქრია.
1874 წელს ოპერა ხალხის უყურადრებობით დაიწყვა. მაღაზიაში გაჩენილი ცეცხლი კულტურის ამ უზარმაზარ ნაგებობას გადაედო, უწყლოდ დარჩენილი მეხანძრეები და მთელი თბილისი უყურებდა როგორ იწვოდა ისტორია და თბილისისი მნიშვნელოვანი ნაწილი.
შენობაში დაიწყვა ისტორიული ჭაღი, ხელით მოხატული ფარდა და უიშვიათესი ინტერიერი.
წლების შემდეგ, ოპერისა და ბალეტის თეატრი აღადგინეს, თუმცა 1973 წელს მეორედ გაჩენილმა ხანძარმა კვლავ დიდი ზიანი მოუტანა თეატრს.
2010 წელს შენობის რემონტი დაიწყეს, თეატრის ძირითადი შენობა განაახლეს, მოაწყვეს გარე ტერიტორია, ააბრდღვიალეს 100 ნათურიანი ბროლის ჭაღი და 2016 წელს ოპერის თეატრი საზეიმოდ გაიხსნა „აბესალომ და ეთერის“ დადგმით.
გახსნის დღიდან ყველა, ოპერის ღვთაებრივ ინტერიერზე საუბრობდა. დღეს შენობაში ათობით სხვადახვა ფერი ირევა და კედლები ძველი ქართული ტრადიციული სტილით არის შესრულებული.
დააკვირდით ინტერიერს, მართლაც გრანდიოზულია ეს შენობა. ვიტრაჟები, საგამოფენო სივრცე და კიბეებიც კი იმდენად დახვეწილია, რომ რთულია ერთი კონკრეტული ადგილი გამოარჩიო.
ჩვენ ახლა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოცარი არქიტექტურა დავათვალიერეთ. დღეს ოპერის თეატრი აქტიურად ფუნქციონირებს და ტურისტებისა და მკვიდრი მაცხოვრებლების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. თბილისი ოპერისა და ბალეტის შენობის არქიტექტორიები იყვნენ, ჯოვანი სკედიერი და ვიქტორ შრეტერი იყვნენ.
წინა ბლოგი – 5 ულამაზესი ჭერი მსოფლიო არქიტექტურაში