არქიტექტურაში ასობით სხვადასხვა სტილი არსებობს და მათგან უმეტესობა უძველესი და ტრადიციულია. ჩვენ არქიტექტურის რამდენიმე სტილზე ადრეც ვისაუბრეთ და ახლა, მსოფლიოში კიდევ ერთ-ერთი ცნობილი არტ-დეკო უნდა შევისწავლოთ. ნახეთ, რა უნდა იცოდეთ არტ-დეკოს სტილის არქიტექტურაზე. 

ra unda icodet art-dekos stilis arkitekrutaze

არტ-დეკოს სტილის არქიტექტურა პირველად  1920-1930-იან წლებში ამერიკასა და ევროპაში გამოჩნდა. ეს სტილი თავიდან საზოგადოებისთვის უცხო და მოუღებელი იყო, ხალხი შენობების ფორმებს, ექსტერიერსა და მთავარ იდეას ვერ იგებდა.

თუმცა მალევე, მაღალ საზოგადოებაში არტ-დეკოს დაფასება დაიწყეს და არქიტექტურაში მისი ბალანსი და ესთეტიურობა სხვა თვალით დაინახეს.

ra unda icodet art-dekos stilis arkitekrutaze

არქიტექტურის ეს სტილი, მოიცავს შენობებს, რომელიც თანამედროვე, ახლებური, ძველისგან განსხვავებულია და ზუსტად იმ დროს გამოხატავს, რომელ დროშიც ჩვენ ვცხოვრობთ.

1930-იან წლებში არტ-დეკოს სტილი ფართოდ მოედო საფრანგეთს და ამ მიმდევრობის უძველეს ნამუშევრებს დღემდე შეხვდებით პარიზის ქუჩებში.

არტ-დეკოსთვის რამდენიმე ნიშანთვისებაა დამახასიათებელი მათ შორის ის თანამედროვე და თან ტრადიციულია. დეკორატიული შუშის, ალუმინისა და სხვადახვა მასალის გამოყენება ამ სტილში მეტად გავრცელებულია.

ორნამენტები, გეომეტრიული ფიგურები ესეც არტ-დეკოსთვის არის დამახასიათებელი. ამ არქიტექტურის სტილით აშენებულ შენობებში დიდი ყურადღება ექცეოდა როგორც ინტერიერს, ასევე ექსტერიერს.

ra unda icodet art-dekos stilis arkitekrutaze

არტ-დეკო უპირატესობას ანიჭებს მკვეთრ ფერებს ასევე ინტერიერში ურევს კლასიკურ და ნეიტრალურ ფერებსაც, როგორიც არის თეთრი, შავი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და სხვ.

ეს სტილი ინტერიერში სიმსუბუქითა და მდიდრული ელემენტებით გამოირჩევა და აერთიანებს რამდენიმე კულტურას: აფრიკულ ეგზოტიკას, ინდურ მოტივებს, ეგვიპტურ ხელოვნებას.

ra unda icodet art-dekos stilis arkitekrutaze

ხშირად არტ-დეკოს მიმდევრები სწორედ მაღალი წრის წარმომადგენლები იყვნენ და ინტერიერში ხის მასალის, ტყავის და სხვადასხვა ძვირადღირებული ავეჯის შეძენაზე უარს არ ამბობდნენ.

ra unda icodet art-dekos stilis arkitekrutaze

არქიტექტურაში ათასობით სხვადასხვა სტილი არსებობს და რამდენიმეს ცოდნა ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი, თქვენ ახლა წაიკითხეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ  რა უნდა იცოდეთ არტ-დეკოს სტილის არქიტექტურაზე. გამოგვყევით, გაეცანით, ჩვენს ბლოგებს და დაგვიჯერეთ, ჩვენთან ერთად ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ.

წინა ბლოგი –  5 რჩევა როგორ გადააკეთოთ სახლი ბიუჯეტურად

Facebook Instagram