არქიტექტურაში ასობით სხვადასხვა სტილი არსებობს და მათგან უმეტესობა უძველესი და ტრადიციულია. ჩვენ არქიტექტურის რამდენიმე სტილზე ადრეც ვისაუბრეთ და ახლა, მსოფლიოში კიდევ ერთ-ერთი ცნობილი არტ-დეკო უნდა შევისწავლოთ. ნახეთ, რა უნდა იცოდეთ არტ-დეკოს სტილის არქიტექტურაზე.
არტ-დეკოს სტილის არქიტექტურა პირველად 1920-1930-იან წლებში ამერიკასა და ევროპაში გამოჩნდა. ეს სტილი თავიდან საზოგადოებისთვის უცხო და მოუღებელი იყო, ხალხი შენობების ფორმებს, ექსტერიერსა და მთავარ იდეას ვერ იგებდა.
თუმცა მალევე, მაღალ საზოგადოებაში არტ-დეკოს დაფასება დაიწყეს და არქიტექტურაში მისი ბალანსი და ესთეტიურობა სხვა თვალით დაინახეს.
არქიტექტურის ეს სტილი, მოიცავს შენობებს, რომელიც თანამედროვე, ახლებური, ძველისგან განსხვავებულია და ზუსტად იმ დროს გამოხატავს, რომელ დროშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
1930-იან წლებში არტ-დეკოს სტილი ფართოდ მოედო საფრანგეთს და ამ მიმდევრობის უძველეს ნამუშევრებს დღემდე შეხვდებით პარიზის ქუჩებში.
ორნამენტები, გეომეტრიული ფიგურები ესეც არტ-დეკოსთვის არის დამახასიათებელი. ამ არქიტექტურის სტილით აშენებულ შენობებში დიდი ყურადღება ექცეოდა როგორც ინტერიერს, ასევე ექსტერიერს.
არტ-დეკო უპირატესობას ანიჭებს მკვეთრ ფერებს ასევე ინტერიერში ურევს კლასიკურ და ნეიტრალურ ფერებსაც, როგორიც არის თეთრი, შავი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი და სხვ.
ეს სტილი ინტერიერში სიმსუბუქითა და მდიდრული ელემენტებით გამოირჩევა და აერთიანებს რამდენიმე კულტურას: აფრიკულ ეგზოტიკას, ინდურ მოტივებს, ეგვიპტურ ხელოვნებას.
ხშირად არტ-დეკოს მიმდევრები სწორედ მაღალი წრის წარმომადგენლები იყვნენ და ინტერიერში ხის მასალის, ტყავის და სხვადასხვა ძვირადღირებული ავეჯის შეძენაზე უარს არ ამბობდნენ.
არქიტექტურაში ათასობით სხვადასხვა სტილი არსებობს და რამდენიმეს ცოდნა ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი, თქვენ ახლა წაიკითხეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუ რა უნდა იცოდეთ არტ-დეკოს სტილის არქიტექტურაზე. გამოგვყევით, გაეცანით, ჩვენს ბლოგებს და დაგვიჯერეთ, ჩვენთან ერთად ბევრ საინტერესო რამეს შეიტყობთ.
წინა ბლოგი – 5 რჩევა როგორ გადააკეთოთ სახლი ბიუჯეტურად