როდესაც სახლის მოწყობაზე ვიწყებთ ფიქრს, თავში ასობით სხვადასხვა საინტერესო აზრი მოგვდის, როგორი ავეჯი, ფერები და სტილი უნდა შევქმნათ ჩემი მომავალი გარემოსთვის. თითქმის ყოველთვის, სახლის მოწყობის შემდეგ, ერთი პატარა ადგილი ცარიელი რჩება და ეს პატარა ადგილი კიბის ქვეშ სივრცეა, რომელიც სულ არ იმსახურებს ჩვენს დაჩაგვრდას. თუ თქვენს სახლშიც ასეა, მაშინ ყურადღებით წაიკითხეთ ბლოგი, ჩვენი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ. ნახეთ, როგორ მოვაწყოთ კიბის ქვეშ ცარიელი სივრცე 

დადგით მცენარეები

rogor movawyot kibis qvesh carieli sivrce

თუ სახლში ჩრდილის მოყვარული მცენარეები გაქვთ, შეგიძლიათ ეს პატარა სივრცე სწორედ მათი დახმარებით ამოავსოთ და სახლის ინტერიერს სიცოცხლე და ხალისი შემატოთ.

ხომ გახსოვთ, მცენარეები ყველა სახლში აუცილებელია და რა ჯობია, თუ მათთვის კუთხეს კიბის ქვეშ შექმნით.

მოაწყვეთ ბიბლიოთეკა

rogor movawyot kibis qvesh carieli sivrce

მსოფლიოში საუკეთესო გზა კიბის ქვეშ ცარიელი სივრცის შესაქმნელად ბიბლიოთეკის მოწყობაა, დაგვერწმუნეთ ამაზე მყუდრო კუთხე სახლში მეორე არ იქნება.

უბრალოდ შეავსეთ ცარიელი სირვცე თაროებით და თქვენთვის საყვარელი წიგნები, აქსესუარები და სურნელოვანი სანთლები დააწყვეთ, ბიბლიოთეკა ყველა ინტერიერს მოუხდება.

რას იტყვით დამატებით კარადებზე?

rogor movawyot kibis qvesh carieli sivrce

კარადა და ცარიელი ადგილი არასდროს არის ზედმეტი და თუ კიბის ქვეშ სივრცე მაინც ცარიელი გაქვთ, შეგიძლიათ ასე მარტივად, თქვენთვის სასურველი ზომის უჯრებით ამოავსოთ ტერიტორია და დამატებითი ადგილები შექმნათ სახლში.

თქვენ მთავარია არჩევანი გააკეთოთ, სტილსა და გემოვნებაზე ჩვენთან იზრუნებენ.

მოიწყვეთ სამუშაო სივრცე

rogor movawyot kibis qvesh carieli sivrce

კიდევ ერთი საშუალება კიბის ქვეშ ცარიელი სივრცის შესავსებად საოფისე კუთხის მოწყობაა, რომელიც იდეალურად ჩაჯდება პატარა ადგილასაც კი.

ერთი მაგიდა, სკამი და კომპიუტერი სრულიად საკმარისია, კიბის ქვეშ სივრცე უკვე მოწყობილი იქნება.

რას იტყვით მინიატურულ მარანზე

rogor movawyot kibis qvesh carieli sivrce

ბოლო საოცარი იდეა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, ღვინის მარანია. მართალია  არც ისე დიდი, თუმცა ორიგინალური და კრეატიული.

სახლში მოსული ნებისმიერი სტუმარი ამ სივრცის ორიგინალურ დატვირთვას აუცილებლად შენიშნავს.

ადრე კიბის ქვეშ ადგილს ერთი დატვირთვა ჰქონდა ის ბავშვებისთვის სახლში მოწყობილი შტაბი იყო, თუმცა ბავშვები ხომ იზრდებიან და შტაბი უბრალოდ ძველდება. ამიტომ ცარიელი ადგილი თქვენთვის სასურველი იდეის განსახორციელებლად უნდა გამოიყენოთ.

ამისთვის კი მოდით, კიდევ ერთხელ გადახედეთ ჩვენს რჩევებს, თუ როგორ მოვაწყოთ კიბის ქვეშ ცარიელი სივრცე – აბა დროებით!

წინა ბლოგი – 5 სამარცხვინო შეცდომა არქიტექტურის ისტორიაში

Facebook Instagram