ასე ამბობენ, შეცდომები ყველას მოსდისო, მართალია, დედამიწაზე უშეცდომო არავინაა, თუმცა არქიტექტორების შეცდომები სამწუხაროდ, იმაზე ცუდად ჩანს ვიდრე რაიმე სხვა და იმაზე მეტად აღსანიშნავია ვიდრე ნებისმიერი სხვა შეცდომა. თუ არქიტექტურის ისტორიას გადაავლებთ თვალს, რამდენიმე სასაცილო შეცდომას ნახავთ და რადგან ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია, ახლა ერთად ვნახოთ, 5 სამარცხვინო შეცდომა არქიტექტურის ისტორიაში.

ლეგენდარული პიზის კოშკი

5 samarcxvino shecdoma arkitekturis istoriashi

თუ შეცდომებზე ვსაუბრობთ, პირველი ლეგენდარული პიზის კოშკი უნდა ვახსენოთ, რომელიც არქიტექტურის ისტორიის მართლაც რომ უდიდესი კრახია.

პიზის კოშკი 1171 წელს აშენდა, მშენებლობის დროს ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა შეუსაბამო ნიადაგმა და არასწორმა კონსტრუქციამ ნელ-ნელა მოძრაობა დაიწყო და გადაიხარა.

5 samarcxvino shecdoma arkitekturis istoriashi

როგორც ამბობდნენ, პიზის კოშკი ყოველ წელს 1 მილიმეტრით ჩადიოდა მიწაში, 2008 წელს კი მოძრაობა შეაჩერა და ასე, სასაცილოდ, ნახევრად გადახრილი დარჩა ისტორიას.

კოშკი 294 საფეხურისგან შედგება და არქიტექტურის ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინო შეცდომის თვალსაჩინო მაგალითია.

ტაკომა ნაროუსის ხიდი

5 samarcxvino shecdoma arkitekturis istoriashi

არქიტექტურის ისტორიაში მეორე სამარცხვინო შეცდომა ვაშინგტონში მოხდა, თუმცა ამ შეცდომას ტრაგედიას უფრო უწოდებენ.

1940 წელს ვაშინგტონში მსოფლიოში მესამე უგრძესი ხიდი გაიხსნა  და რამდენივე თვეში ჩაიკეტა, რადგან ხიდის გახსნიდან მალევე, უზარმაზარი კონსტრუქციის შუა ნაწილი მოწყდა და ოკეანეში ჩავარდა.

5 samarcxvino shecdoma arkitekturis istoriashi

ხიდის გაწყვეტის მიზეზი ქარი და არასწორად ნაშენები გზა იყო.

სამწუხაროდ ამ ტრაგედიას რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და ქვეყანას მილიარდობით დოლარის ზარალის ანაზღაურება მოუხდა.

ვოლკი ტალკის ნაგებობა

5 samarcxvino shecdoma arkitekturis istoriashi

გაიხედეთ, თალი არ მოგჭრათო, ასე ხუმრობენ ლონდონის ცენტრში აღმართულ ნაგებობაზე, რომელიც არქიტექტურის ისტორიაში სასაცილო და სამარცხვინო შეცდომების რიგს განეკუთვნება.

2014 წელს არქიტექტორმა ლიი კუმ ლონდონის ცენტრში ეს არაჩვეულებრივი ნაგებობა ააგო და ბრიტანელებს სიამაყით აცნობა, რომ ქალაქს კიდევ ერთი გამორჩეული შენობა შეუერთდა.

34 სართულიანი ცათამბჯენი, არქიტექტორმა სულ შუშებში ჩასვა.

5 samarcxvino shecdoma arkitekturis istoriashi

შენობის გახსნიდან 2-3 დღეში ვოლკი ტალკის ნაგებობასთან ახლოს, პარალელურ ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა, პარკინგზე მდგომ მანქანას უეცრად გაუჩნდა ცეცხლი. მიზეზი კი უცნობი იყო.

მალევე, ამ ინციდენტს კიდევ რამდენიმე ხანძარი შეემატა, ხალხი კი ამბობდა, რომ ვოლკი ტალკის მიმდებარედ ძალიან, ძალიან ცხელოდა.

რამდენიმე თვეში გაირკვა, რომ 34 სართულიანი ნაგებობა მზის სხივებს ირეკლავდა, რაც მანქანების დამწვრობას, მაღალ ტემპერატურასა და უბრალოდ გაუსაძლის პირობებს ქმნიდა.

დღეს, შენობა არქიტექტურის ისტორიის სამარცხვინო შედევრია.

დუ ბოის ბიბლიოთეკა

5 samarcxvino shecdoma arkitekturis istoriashi

მასაჩუსეტის უნივერსიტეტმა წლების წინ, ამერიკაში რიგით 26-ე ყველაზე დიდი ბიბლიოთეკა ააშენა.

ბიბლიოთეკა მრავალსართულიანი, კეთილმოწყობილი და სტუდენტებზე მორგებული უნდა ყოფილიყო, თუმცა სამარცხვინო შეცდომამ ყველაფერი შეცვალა.

5 samarcxvino shecdoma arkitekturis istoriashi

როდესაც მშენებლობა მორჩა და ბიბლიოთეკაში წიგნების შეტანა დაიწყეს, შენობამ მოძრაობა დაიწყო და  ბიბლიოთეკა სასწრაფოდ დაკეტეს.

როგორც აღმოჩნდა, 60 000-ზე მეტ წიგნს ამხელა ნაგებობამ ვერ გაუძლო და ეს არასწორი აქიტექტურის ბრალი იყო.

5 samarcxvino shecdoma arkitekturis istoriashi

გამოძიებამ დაადგინა, რომ მშენებლობაზე არქიტექტორების გარდა დამნაშავე ბიოლოგებიც იყვნენ, რადგან იმ ტერიტორიაზე ამხელა შენობის ასაშენებელად სათანადოდ მკვირივი ნიადაგი არასდროს ყოფილა.

დუბაის აკვარიუმი

5 samarcxvino shecdoma arkitekturis istoriashi

ჩვენი სიის ბოლო სამარცხვინო შეცდომა დუბაიში სულ რამდენიმე წლის წინ მოხდა.

ალბათ, ყველას გსმენიათ დუბაის გრანდიოზული და ზღაპრული აკვარიუმის შესახებ, 2010 წელს ეს აკვარიული ახალი აშენებული იყო.

გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, 400 ზვიგენი და 33 000 სხვადასხვა ჯიშის თევზები გაუშვეს წყალში და აკვარიუმიც გახსნეს.

აკვარიუმი მსოფლიოში ყველაზე დიდი შოპინგ მოლის შუაში მდებარებოს და მისი აშენება საშუალოდ 20 მილიონი დოლარი დაჯდა. გახსნიდან პირველ 5 დღეში, 60 000 ბილეთი გაიყიდა.

5 samarcxvino shecdoma arkitekturis istoriashi

2010 წლის თებერვალში, უეცრად ახალ გახსნილ აკვარიუმში რამდნეიმე ადგილას წყალმა დაიწყო გამოსვლა, იქ მყოფი ხალხი მალევე გამოიყვანეს გარეთ და აკვარიუმი დაკეტეს.

აკვარიუმის გაბზარვის მიზეზი წყლის ზეწოლა აღმოჩნდა, რომელიც აშენებისას სწორად ვერ გათვალეს.

ტერიტორია მალევე შეაკეთეს, თუმცა არქიტექტორიების და მშენებლების ეს დიდი სირცხვილი ისტორიას დარჩა.

შეცოდმები ყველას მოსდის და მართლაც დედამიწაზე უშეცდომო არავინაა, თუმცა არქიტექტურა ისეთი სფეროა, სადაც ერთი არასწორი ნაბიჯი შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს და შემდეგ ამან უარესი პრობლემები გამოიწვიოს.

ახლა უკვე იცით, 5 სამარცხვინო შეცდომა არქიტექტურის ისტორიაში და ისიც იცით, რომ ჩვენს სფეროში შეცდომის ადგილი ნამდვილად არ არის – აბა დროებით!

წინა ბლოგი – რა უნდა იცოდეთ იაპონურ არქიტექტურაზე

Facebook Instagram