დრო მოვიდა ცნობილი ადამიანების მდიდრულ სახლებში შევიჭყიტოთ და კიდევ ერთხელ შევათვალიეროთ როგორი ინტერიერი აქვთ მათ. იმაზე ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო ინტერიერს ვქმნით და ახლა მოდით ვნახოთ, როგორ სახლში ცხოვრობს კანადელი მომღერალი ჯასტინ ბიბერი, თან როგორც გავიგეთ, მისი მეუღლე ჰეილი ბიბერი გემოვნებიანი გოგო ყოფილა და სახლის მოწყობაში მიუღია მონაწილეობა. ნახეთ, ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ზღაპრული სახლი კალიფორნიაში. 

naxet justin da haily biberebis zgapruli saxli californiashi

ბევერლი ჰილსზე, კალიფორნიაში თუ მოხვდებით ბიბერებს აუცილებლად შეუარეთ, დიდი სიხარულით გიმასპინძლებენ და თავიანთ ზღაპრულ სახლსაც დაგათვალიერებინებენ.

რომ იცოდეთ,  სახლის ამჟამინდელი ღირებულება 8,5 მილიონი დოლარია და არ გეგონოთ, რომ ბიბერები ამ ერთ სახლში ცხოვრობენ, მათ საკუთრებაში კიდევ რამდენიმე ვილა და აგარაკია.

naxet justin da haily biberebis zgapruli saxli californiashi

ეს უმშვენიერესი სახლი ბევერლი ჰილსის ჩრდილოეთ მხარეს მდებარეობს და 1932 წელს არის აშენებული.

სახლს სიძველის არაფერი ეტყობა, რადგან ბიბერებმა ყველა დეტალი ახლიდან შექმნეს და თავიანთი გადმოსვლისთვის იდეალური კერა მოიწყვეს.

naxet justin da haily biberebis zgapruli saxli californiashi

უმშვენიერეს ეზოში, პატარა ბილიკი აერთებს სახლსა და დანარჩენ ნაწილს, ასევე უკანა ეზოში ღია საცურაო აუზი და ფანჩატურია,  სახლის პატარა ბაღი არც ისე მდიდრულად გამოიყურება, შეიძლება ითქვას რომ მოკრძალებულიც კი არის.

naxet justin da haily biberebis zgapruli saxli californiashi

ამერიკის ერთ-ერთი ცნობილი წყვილი ამ სახლში არც ისე დიდი ხანია ცხოვრობს, ჰეილის მყუდრო და კომფორტული გარემო უყვარს, სახლის ეზოს რიგი დეტალები კი სწორედ ამ პრინციპით მოაწყო.

naxet justin da haily biberebis zgapruli saxli californiashi

ახლა დროა ინტერიერზეც გითხრათ ცოტა რამ, სახლში 5 საძინებელი 7 სველი წერტილი, დიდი მისაღები ოთახი, ნათელი და კაშკაშა სამზარეულო, სახლის კინოთეატრი, ხეში გაწყობილი ბიბლიოთეკა, ბარი და ღვინის საწყობია. 

ახლა კი ნამდვილად ვერ ვუწოდებთ მათ სახლს მოკრძალებულს…

naxet justin da haily biberebis zgapruli saxli californiashi

naxet justin da haily biberebis zgapruli saxli californiashi

ეზო პირდაპირ უერთდება მისაღებ ოთახს, საიდანაც სამზარეულოსა და ღვინის საწყობისკენ მიდიხართ გზად კი 1-2 აბაზანა-ტუალეტიც შეგხვდებათ, მაინც ეგეთ შვიდია სახლში 

naxet justin da haily biberebis zgapruli saxli californiashi

რამდენიმე წუთის წინ ღვინის საწყობი ვახსენე, ამ ოთახს მარანს ვერ ვუწოდებდი ამიტომ მოდით, საწყობი ერქვას, პატარა ბარი, ღია თაროები და ათასგვარი ღვინო.

რომანტიკული და იდეალური საღამოებისთვის ყველაფერი მოუწყვია ჰეილის…

naxet justin da haily biberebis zgapruli saxli californiashi

ესეც ნათელი და კაშკაშა სამზარეულო, დიდი ვიტრინებითა და გემოვნებიანი ავეჯით, არ ცდებოდნენ კრიტიკოსები, როდესაც ჰეილის გემოვნებაზე საუბრობდნენ. იცის მოდელმა სად, რა უნდა დადგას.

თან ყოველ დილით ამ ვიტრინებიდან მზე შემოანათებს და სამზარეულოს კიდევ უფრო ააბრდღვიალებს.

naxet justin da haily biberebis zgapruli saxli californiashi

როგორ მოგწონთ ბიბერების სახლის კინოთეატრი? კომფორტული, თანამედროვე და განსხვავებულია. ადგილი ბიბერების გარდა სხვასაც თავისუფლად ეყოფა

თან ხომ იცით, ჰეილის ახლო მეგობარი ამერიკელი ტოპ მოდელი კენდალ ჯენერია, რომლის სახლიც არაფრით ჩამოუვარდება ბიბერის ქონებას.

naxet justin da haily biberebis zgapruli saxli californiashi

საძინებელ ოთახთანაც მოვედით, დააკვირდით სურათს ეს პატარა ბუხარი, ფანჯრები და ოთახის დეკორი სწორი და გემოვნებიანი ინტერიერის მანიშნებელია.

ფანჯრები ნათელ ოთახს ქმნის, დეკორი გემოვნებიან სივრცეს, ბუხარს კი ყველა სეზონზე კომფორტი შემოაქვს საძინებელში 

naxet justin da haily biberebis zgapruli saxli californiashi

გრანდიოზული მისაღებიც აუცილებლად უნდა გვენახებინა თქვენთვის, თვალმა არ მოგატყუოთ ამის იქით კიდევ დიდი სივრცეა და ასევე გემოვნებიანად არის მოწყობილი.

ჰეილი, შენ ნამდვილად გცოდნია სახლის მოწყობა 

naxet justin da haily biberebis zgapruli saxli californiashi

ესეც ბოლო სურათი ბიბერების რეზიდენციიდან, სადა, ხის კიბე, ამ სურათით თუ ვიმსჯელებთ, სახლი 2-3 სართულიანი უნდა იყოს.

დღეისათვის სულ ეს არის, თქვენ უკვე ნახეთ, ჯასტინ და ჰეილი ბიბერების ზღაპრული სახლი კალიფორნიაში, მისი შეფასება თქვენთვის მოგვინდია. შესაფასებლად სხვა ბლოგებსაც გადახედეთ და საბოლოო დასკვნა ისე გამოიტანეთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – ნახეთ, როგორ უნდა მოაწყოთ სახლი საშემოდგომოდ

Facebook Instagram