დროა, ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის წევრს, კენდალ ჯენერს ვესტუმროთ, რომელმაც ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ საზოგადოებაში თავისი ღვთაებრივი სახლის ფოტოები გამოაქვეყნა.

ნახეთ, კენდალ ჯენერის ბოჰემური სახლი ლოს-ანჯელესში

kendal jeneris bohemuri saxlis fotoebi 

მათ ვინც არ იცის, გეტყვით, რომ კენდალ ჯენერი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოჯახის, კარდაშიანების წევრია.

კენდალს საზოგადოება ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან იცნობს და შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული მოდელი კამერების თვალწინ გაიზარდა.

სულ რამდენიმე თვეა კენდალმა ახალი სახლი იყიდა ლოს ანჯელესში და რა თქმა უნდა, საზოგადოება მისი ახალი სახლის ფოტოებს მოუთმენლად ელოდა.

დროა, ჩენც დავათვალიეროთ ის.

kendal jeneris bohemuri saxlis fotoebi 

ინტერიერის დიზაინერებმა კენდალის სურვილით სასადილო ოთახი სადა, თეთრ ფერსში მოაწყვეს, ოთახში ავეჯი უმეტესწილად ხისგან არის დამზადებული.

თუ სასადილო უბრალო და კენდალისთვის შეუფერებელი გეჩვენებათ, დაგვიჯერეთ, სააბაზანო და გარდერობი გაგაოცებთ.

kendal jeneris bohemuri saxlis fotoebi 

სახლი ნამდვილად გემოვნებიანი და მყუდროა, 5 საძინებელი, ერთი საგარდერობე ოთახი, რამდენიმე სააბაზანო და დიდი სამზარეულო სრულიად ყოფნის მოდელს.

kendal jeneris bohemuri saxlis fotoebi 

ესეც ერთ-ერთი სააბაზანო. დახვეწილი, გემოვნებიანი და საოცრად უცხო სტილის. მუქი მწანე კედლები და მარმარილოს ნიჟარა ძველებურ, რეტრო სტილს ქმნის და ქოთნით ხელოვნური ყვავილებიც იდეალურად ეხამება ინტერიერს.

,,მე არ ვარ დიდი ფართის მოყვარული ადამიანი, უბრალოდ არ მჭირდება ცარიელი სივრცე სახლში. მიყვარს მუსიკის მოსმენა, ბუხართან ჯდომა, სანთლის შუქზე დასვენება და მეგობრებთან  NBA-ის თამაში“- ამბობს კენდალ ჯენერი.

kendal jeneris bohemuri saxlis fotoebi 

როგორც ცნობილია, მოდელი სამზარეულოს დიდი მონდომებით არჩევდა, კენდალისთვის საჭმლის მომზადება ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა.

,,ეს სახლი ისე მოვაწყე, რომ მეტი დრო გამეტარებინა სამზარეულოში, მიყვარს კულინარიული თამაშები და ვაპირებ კიდევ მეტჯერ ვცადო“ – ამბობს მოდელი.

kendal jeneris bohemuri saxlis fotoebi 

კენდალი ახლა ერკვევა თანამედროვე ხელოვნებაში და სახლის მოწყობისას გადაწყვიტა, ახალი ინტერესისთვისაც გაესვა ხაზი.

kendal jeneris bohemuri saxlis fotoebi 

,,მე ძველებური სტილის სახლში გავიზარდე, სადაც ბევრი ხის ავეჯი და ბუხარი გვქონდა.

ვცადე სახლი ისე მომწეყო, როგორიც ბავშვობაში გვქონდა და ახლა ეს ინტერიერი ზუსტად ბავშვობას მაგონებს“

kendal jeneris bohemuri saxlis fotoebi 

ესეც საგარდერობე ოთახი, რომელიც სულ რამდენიმე წუთის წინ ვახსენე. ამერიკაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდელს ამაზე ნაკლები არ ეკადრება.

სახლის და საგარდერობე ოთახის ინტერიერი ერთმანეთის მსგავსი და გემოვნებიანია.

kendal jeneris bohemuri saxlis fotoebi 

ყველაფერი კარგია, მაგრამ აი ამას ნამდვილად არ ველოდი. ოქროს ჯაკუზი ლოს ანჯელესის ბოჰემურ სახლში. მოდელს ფუფუნება განსაკუთრებით ყვარებია.

kendal jeneris bohemuri saxlis fotoebi 

ბოლო ფოტო კენდალ ჯენერის სახლიდან სწორედ მისაღებია. წიგნებითა და კვლავ ბუხრით. ყველაფერთან ერთად, კითხვის მოყვარულია ამერიკელი მოდელი კითხვის მოყვარულია.

კენდალ ჯენერის ბოჰემური სახლი ლოს-ანჯელესში უკვე დავათვალიერეთ და იცით რა სტილი უყვარს მოდელს, თუ რომელიმე სელებრითი უახლოეს მომავალში გაგვიღებს კარს ჩვენ მათ სახლებს აუცილებლად დაგათვალიერებინებთ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – როგორ მოვაწყოთ თეთრი ფერის ოთახი – რჩევები ინტერიერის დიზაინერებისგან

Facebook Instagram