არქიტექტურაში ათობით სტილი და მიმდინარეობა არსებობს, რომელზეც ჩვენ არაერთხელ გივსაუბრია. დღეს დროა, ერთ-ერთი მათგანი განვიხილოთ. თუ გსმენიათ რაიმე ნეოკლასიკურ არქიტექტურაზე ან თუ იცით რომელი შენობებია ამ სტილით აშენებული.

თუ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა გიჭირთ ყურადღებით წაიკითხეთ ბლოგი და ნახეთ, რა არის ნეოკლასიკური არქიტექტურა და რა უნდა იცოდეთ მის შესახებ.

ნეოკლასიკური სტილი 1750 წლიდან ჩნდება არქიტექტურის ისტორიაში და მისი წარმოშობის პერიოდი საშუალოდ მე-18, მე-19 საუკუნეებია. ამ სტილის პირველ საფეხურებს საბერძნეთსა და რომში ვხვდებით და შემდგომ წლებში სხვა ქვეყნებშიც იწყებს გავრცელებას.

დღეს მსოფლიოს მრავალი ცნობილი ნაგებობა ნეოკლასიკურ სტილშია აგებული და თქვენ თუ გსმენიათ რაიმე ნეოკლასიკურ არქიტექტურაზე?

ნეოკლასიკური სტილი არც ისე მარტივი გასარჩევია სხვა დანარჩენისგან, რადგან ბერძნული კულტურა მრავალფეროვანი და შერეულია.

ამ სტილს ეკუთვნის თეთრი სახლი ვაშინგტონში, რომელსაც სახელწოდება თეთრი სახლი სწორედ ფერის გამო ეწოდა, შენობა 1792 წელს აშენდა სწორედ მაშინ, როდესაც ნეოკლასიკური არქიტექტურა ფეხს იკიდებდა მსოფლიოში.

როდესაც ევროპასა და ამერიკაში პირველად ნეოკლასიკური არქიტექტურა გამოჩნდა, კრიტიკოსებმა ეს სტილი ბაროკოსა და როკოკოს მსგავს სტილად დაასახელეს. მათი თქმით, შენობები ძველი რომისა და საბერძნეთის არქიტექტუერის მსგავსი იყო, რომელიც ძველი დროიდან ახლანდელ დროში ხელმეორედ ააგეს.

არქიტექტურის ეს სტილი რამდენიმე ძირითადი ნიშნით ხასიათდება:

  • დიდი მოცულობითი შენობები
  • მარტივი გეომეტრიული ფიგურები
  • სვეტები
  • რომაული და ბერძნული კულტურის დეტალები
  • ორნამენტებიანი სწორი სახურავები

ნეოკლასიკურ არქიტექტურაში 3 ძირითადი სახეობა არსებობს, ესენია:

  • სვეტოვანი შენობები, მაგალითად ათენის აკროპოლისი და სხვა ბერძნული ნაგებობები
  • პალადინის შენობები, იტალიური სტილის ნეოკლასიკური ნაგებობები, მათ სახელი არქიტექტორ ანდრია პალადინოს საპატივცემულოდ ეწოდათ.

  • კლასიკური შენობები, მაგალითად პალარის გერნიორის ოპერის შენობა პარიზში, ჟენევის ბიბლიოთეკა და სხვა.

კლასიკური სტილის შენობები, ფართო საშუალო სიმაღლის ნაგებობებია, რომელთაც ერთმანეთისგან განსხვავებული და პომპეზური წინა ფასადი და სახურავები აქვთ.

თუ ვაშინგტონში მოხვდებით, დაიმახსოვრეთ რომ ეს შტატი ნეოკალსიკური არქიტექტურის თვალსაჩინო მგალითია

მე-18, მე-19 საუკუნეში არქიტექტურის ამ სტილმა ფართოდ გაიდგა ფესვები ამერიკაში. ვაშინგტონში ნეოკლასიკური სტილით ნაშენებ შენობათა შორის არის, თეთრი სახლი, ლინკოლნის მემორიალი, ამერიკის სასამართლოს შენობა, კაპიტოლიუმი და სხვა.

ვფიქრობთ, ახლა უკვე კარგად იცით, თუ რომელი შენობებია ნეოკალსიკური არქიტექტურის შედევრები და ისიც აღრ შეგეშლებათ, მიახლოებით რომელ ქვეყნებში უნდა ეძებოთ მსგავსი სტილი.

გაუზიარეთ სხვებსაც და უთხარით, რა არის ნეოკლასიკური არქიტექტურა და რა უნდა იცოდნენ მათ, მის შესახებ – აბა დროებით!

წინა ბლოგი – კენდალ ჯენერის ბოჰემური სახლი ლოს-ანჯელესში

Facebook Instagram